ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტიაგო სილვა: ” ჩვენ შეგვიძლია “იუვეს” დამარცხება “

ტიაგო სილვა წლევანდელი “იუვენტუსით” გაკვირვებულია. როგორც ჩანს, ბრაზილიელი მცველი არ ელოდა, რომ “ბებერი ქალბატონი” “სკუდეტოსათვის” შეძლებდა ბრძოლას, ეს მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა: ” სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ “იუვე” ასეთი ძლიერი იქნებოდა. “ბიანკონერებმა” დაამტკიცეს, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ ასევე ძლიერი მწვრთნელით სათავეში. ნამდვილად კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენ მათი დამარცხება შეგვიძლია. უნდა შევამციროთ შეცდომათა რიცხვი, მათთან თამაშისას წუნი ყოველთვის ბევრი გვქონდა. “იუვე” სახიფათო მეტოქეა, რადგან თითოეული შენი შეცდომის გამოყენება ძალუძს. ტურინელები კონტრ-შეტევებზეც კარგად თამაშობენ და აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ, უფრო განსხვავებული, ვიდრე სხვა ნებისმიერ გუნდს, რომელსაც დავპირისპირებივართ. ყველა ფეხბურთელს უნდა ვუფრთხოდეთ, მხოლოდ პირლოს არა. ანდრეა მხოლოდ ის ელემენტია, რომლის გავლითაც იქმნება თამაში. ” -აცხადებს სილვა.

წყარო: football italia

49 thoughts on “ტიაგო სილვა: ” ჩვენ შეგვიძლია “იუვეს” დამარცხება “

  1. ჩემი აზრით ტიაგო სილვას აბსოლუტურად ვეთანხმები! ქილიკით ლაპარაკი არ შეიძლება მილანზე! პატივი ვცეთ მეტოქეს! ეს თამაში არის წლევანდელ სეზონში ყველაზე რთული იუვესთვის! ყველაზე ძლიერი მეტოქე წელს გვეყოლება მილანი და ჩვენზე, რომ 3 ქულა აიღოს ეს მართლა მხოლოდ მილანს შეუძლია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ აიღებენ 3 ქულას! ჩვენ ჩვენი ვითამაშოთ და დაუმარცხებელი არავინაა (ჯერ-ჯერობის იუვეს გარდა) :)))))

  2. აუ ვიკაიფებ მართლა 6 რო გავიტანოთ . :lool: :lool: მერე შემრაცხავენ წინასწარმეტყველად :lool: ისე ფეხბურთია და ყოლიფერი შეიძლება :forza:

  3. რა უნდოდა კი მარა ლაციოს რო რეიას ლიგა მოეგოოო?? დებილები არიან ლაციო არი სასვალო დონის კლუბი და რეია კიდე ლიდერებსჰი ამყოფებდა და ლიგაზე გასვლის სჰანსი ქონდატ დზააან მაგარი და რა უნდოდატ სულ გამოსჰტერდა ეს ხალხი

  4. ლაციო მართლა გაუშვა მწვრთნელი? თუ ეგრეა და დაერხა მაშIნ უდინეზეს ნაპოლის და რომას გაუმართლა ერთი კონკურენტი ჩამოცილდება :chuvak: ნაპოლი მინდა შემდე წელსაც ლიგაზე :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.