ბარძალი : “მილანი ფავორიტია”
იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი მის კონკურენტის, ტიაგო სილვას მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს : “ორი აზრი არაა, ტიაგო საუკეთესო უკანახაზელია.მას ყველა ის თვისება აქვს, რომელიც კარგ მცველს სჭირდება, ისევე როგორც სილვას მეწყვილეს, ნესტას.ალესანდრო ჩემს საყვარელ მოთამაშეებს შორის ნამდვილად რჩეულია.ჩვენი დაცვა ? – მთელი გუნდი დაცვაზე მუშაობს.თუ მეკარე ბურთს იგერიებს, ნახევარმცველები და ფორვარდები მეტოქეზე პრესინგს ანხორციელებენ, “იუვენტუსში” თითოეულ რგოლს საკუთარი დავალება აქვს.თავს შესანიშნავად ვგრძნობ და საკუთარი ძალებში დარწმუნებული ვარ, ფაქტია, მიმდინარე სეზონში უფრო აგრესიულ ბებერ ქალბატონს ვადევნებთ თვალს.”
ჯუზეპე მაროტასა და ანდრეა ანიელის მსგავსად არც ბარძალი უარყოფს, რომ შაბათის მატჩში ფავორიტი როსონერია : “მილანი ფავორიტია – ხომ ხედავთ, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან.ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ “მილანი” ჩემპიონატში უძლიერესი გუნდია.”
მილანელებს ტურინელებთან დაპირისპირებაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდებათ : “მილანისთვის ბევრი რამ შეიცვლება, ჩვენთვის კი არაფერი.როცა შვედი თამაშობს, წინასწარ პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია, იბრაჰიმოვიჩის გარეშე კი, როსონერი ვალდებულია სხვა ფეხბურთი ითამაშოს.”
AM TAMAHS VIGEBT 3-1 CHVEN SASARGEBLOT AI UECHVELI VICI RA MESAME GOL SITANS MATRII EGEC VICI DA MESIZMRA :d:d:d

აუ ეგრე თუ ვიძახეთ მაშინ წავაგებთ არ შეიძLება ასე
გაიწელა და გაიწელა ეს შაბათი კვირა რაა
შაბათს დიდი დღე გვაქ დიდი

X2 გაუჩალიჩებთ
2 წინააღმდეგი ხარ?
ამ სეზონში მილანი ასე მგონია ვერცერთ ხელს ვერ მოიგებს ჩვენთან
ბიჭებო თუ იცით ჯუვეს სერეა ბ_ში ვინ წვრთნიდა
დიდიე დეშამი, ამჟამად მარსელის მწვრთნელი..
გაიხარე ძმა

შენ ჯობიხარ წელს ბარძო :*