კიელინი: ” ლამაზი და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება “
ჯიორჯიო კიელინის თქმით, პირლო დღევანდელი “იუვენტუსის” წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. იტალიელი მცველი ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე სიტყვით შაბათის დაპირისპირებასაც ეხმაურება და ალეგრის მსგავსად აღნიშნავს, რომ ის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტია: “პირლომ გადამწყვეტი როლი ითამაშა. უნდა აღინიშნოს, რომ ის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონი, არამედ ბრწყინვალე ადამიანიცაა. რაც შეეხება “სკუდეტოსათვის” ბრძოლას, სეზონის დასაწყისში ყველაზე ოპტიმისტიც კი ვერ ისწინასწარმეტყველებდა, რომ ამ ბრძოლაში ვიქნებოდით ჩართულნი. შაბათს ლამაზი და მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან როგორც არ უნდა მორჩეს ის, გუნდებს შორის სხვაობა ვერაფრით გახდება დაუძლეველი. ” -აცხადებს კიელინი.
ჯორჯო
მაგარი კაცი ხარ ჯორჯ
ერთერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი ხარ
