ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერი “იუვენტუსის” აღსაზრდელებს შეხვდა

“იუვენტუსის” აღსაზრდელებს ლექცია შტეფან ლიხტშტაინერმა ჩაუტარა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მომავალ პროფესიონალ სპორტსმენენებს საჭირო რჩევები მისცა და საკუთარი კარიერის საწყისი წლებიც გაიხსენა…

თამაში ძალიან ადრე დავიწყე, ჯერ მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი. გამიმართლა, რადგან ჩემი პირველი მწვრთნელი მამაჩემი იყო. ასეა თუ ისე, მშობლები და სახლი 14 წლის ასაკში მივატოვე და ციურიხში გადავბარგდი. ეს ძალიან საჭირო გამოცდილება იყო, რადგან მარტო დავრჩი ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად. ”

19 წლამდე ძალიან დაკავებული ვიყავი, ვთამაშობდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი კიდეც ადგილობრივ ბანკში. შემდეგ ფეხბურთი ჩემი სამუშაო გახდა და ტიტულიც მოვიგე, მაგრამ ეს არ მეყო და კიდევ უფრო წინ მსურდა სვლა. მინდოდა უფრო დიდ ჩემპიონატებში მეთამაშა და ოცნებაც ამიხდა.

ახლა მოედანზე ცოტა დაძაბული ვარ ხოლმე – აგრძელებს მცველი – ზოგჯერ ბევრს ვაპროტესტებ და საკუთარ თავზე ვკარგავ კონტროლს, მაგრამ გარწმუნებთ, იყო დრო, როცა კიდევ უფრო თავშეუკავებელი ვიყავი. ეს ყოველთვის ჩემი ხასიათის ნაწილი იყო. რასაც ხალხზე ვფიქრობ, პირდაპირ ვეუბნები ხოლმე, ეს თვისება კი ხშირად მიქმნიდა პრობლემებს. ბევრი შეცდომა დამიშვია და მივხვდი, აუცილებელია, იცოდე გაჩერება, ასევე, იფიქრო შენს შეცდომებზე, ზოგჯერ ბოდიშიც მოიხადო და შეეცადო, აღარ დაუშვა ისინი. ” -აცხადებს ლიხტშტაინერი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

16 thoughts on “ლიხტშტაინერი “იუვენტუსის” აღსაზრდელებს შეხვდა

  1. ბრატცი თუ არ გეზარებათ მილანის ფანკლუბის საიტი მომწერეთ რა ხანდახან მეც ვიღადავებ ხოლმე მარტო თქვენ გინდათ ღადაობა ტო? :achuu: :mrgreen:

  2. რა ანგარიშით მოუგებს “მილანი” “იუვენტუსს”?^
    1-0
    2-0
    3-0
    4-0
    5-0
    100-0
    უთვალავით – 0

    გამოკითხვა მილანის საიტზე, გთხოვთ ჩაქოლეთ..გთხოვთ :mrgreen: :mrgreen: მარაზმია ეგ საიტი თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ :mrgreen: :mrgreen:

  3. სალაბიბიჭებო უკვე დავიწყე ფიქრი მილანთან მატჩზე და შიში მიპყობს, როცა სატურნირო ცხრილს ვუყურებ :loool:

    რომ წავაგოთ 4 ქულით გადის წინ მილანი, მათალია ბოლონიასთან სათამაშო გვაქვს მაგრამ 3 ქულა არც მათთან გვაქვს გარანტირებული :loool:

    იბრა აკლიათ, მაგრამ ბოლო პერიოდია რობინიო მაგარ ფორმაშია…
    ფე მისაღები შედეგი იქნება და თუ მოვიგეთ პირობას ვდებ ეგ სკუდეტოს მოგება იქნება, რადგან რთული მატჩები ყველა სახლში გვაქვს დარჩენილი…
    ნაპოლი-ლაციო-ინტერი-რომა და 3 რთული გასვლა: ჯენოა-ფიორე-ბოლონია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.