ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სასამართლო დასრულდა : იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსთან” არ ითამაშებს

გადაწყდა – ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.სულ რამდენიმე საათის წინ რომში სასამართლო დასრულდა, რომელზეც საფეხბურთო კლუბ “მილანის” მიერ შეტანილი სარჩელი განიხილებოდა.საქმე იმაშია, რომ “ნაპოლისთან” მიღებული წითელი ბარათის გამო შვედ ფორვარდს სამი მატჩის გამოტოვება მიესაჯა, როსონერი კი ამ მატჩების ორამდე დაყვანას მოითხოვდა : ამ შემთხვევაში კალჩოს ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელი ბიანკონერებთან თამაშს შესძლებდა.თუმცა საბოლოოდ, მილანელთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა : “ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურინის” “იუვენტუსთან” მატჩს გამოტოვებს.”

წყარო : Tuttojuve

28 thoughts on “სასამართლო დასრულდა : იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსთან” არ ითამაშებს

  1. ჩათვალეთ ნახევარი ძალა დააკლდა მილანს!!! იბრას გარეშე მაგარი არეულ ფეხბურთს თამაშობენ.. ცოტა უპირატესობა ნამდვილად გვაქვს
    45 – 55 აი ასეთ ნაირად ვანაწილებ შანსებს :forza:

  2. დათო კოვზირიძეს ეკუთვნის ეს სტატია… თუ გაგიჩნდათ სურვილი დადეთ საიტზე, თუ არა იდოს კომენტარად…

    პა­სი ფეხ­ბურ­თის კარ­კა­სია. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კარ­კა­სი.

    ეს არის ფეხ­ბურ­თის შე­მად­გე­ნე­ლი ის იშ­ვი­ა­თი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოც­ლი­ლია ბუ­ნებ­რი­ვი იმ­პულ­სე­ბის­გან და ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

    წარ­მო­იდ­გი­ნეთ – ბურ­თით მირ­ბი­ხარ, მცვე­ლე­ბი დაგ­დე­ვენ და შენ ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აკონ­ტრო­ლო – წინ, უკან, მარ­ცხნივ, მარ­ჯვნივ. თან ბურ­თი არ უნ­და გა­გე­პა­როს. პა­რა­ლე­ლუ­რად უნ­და და­აკ­ვირ­დე თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბას, ვინ სა­ი­დან იხ­სნე­ბა, რა სის­წრა­ფით გარ­ბის, თა­მაშ­გა­რე­ში ხომ არაა, მცვე­ლი ხო არ ას­წრებს და­კეტ­ვას, რა სიმ­ძლავ­რით უნ­და და­არ­ტყა, რომ პა­სი სა­ჭი­რო ად­გი­ლას დახ­ვდეს. ეს წა­მებ­ში ხდე­ბა და ამ წა­მებ­ში ტვი­ნი აუ­რაც­ხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას ამუ­შა­ვებს – სწო­რედ გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად კეთ­დე­ბა პა­სი. სწრა­ფად მო­მუ­შა­ვე ტვი­ნი კარ­გი პა­სის გა­რან­ტი­აა და თუ შემ­ტევ­თა ჯა­მუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი დაც­ვა­ში მყოფ­თა ინ­ტე­ლექ­ტზე მა­ღა­ლია, მა­შინ პა­სი ყვე­ლა­ზე თავ­ხე­დი სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი­ვით ყველ­გან ძვრე­ბა. და იბა­დე­ბა გო­ლი.

    რაც უფ­რო ზუს­ტი, ბევ­რი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­ცე­მა კეთ­დე­ბა, მით უფ­რო მყა­რია კარ­კა­სი. და რაც უფ­რო მყა­რია კარ­კა­სი, მით უფ­რო ძლი­ე­რია გუნ­დი. მარ­ტი­ვია – ზუს­ტი პა­სი ბურთს შენ­თან უფ­რო დიდ­ხანს ტო­ვებს. ხო­ლო თუ იო­ჰან კრუ­ი­ფის ფი­ლო­სო­ფი­ას ვენ­დო­ბით, ფეხ­ბურ­თში მთა­ვა­რი სწო­რედ ეს, ბურ­თის ფლო­ბა გახ­ლავთ. ფაქ­ტი კამპ ნო­უ­ზეა.

    თუმ­ცა პასს მე­ო­რე ბო­ლოც აქვს და რო­გორც კარგ მთქმელს უნ­და კაი გამ­გო­ნი, ისე კარ­გი პა­სის მიმ­ცემს უნ­და შე­სა­ბა­მი­სი მიმ­ღე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კომ­ბი­ნა­ცია იშ­ლე­ბა და აღებ-მი­ცე­მო­ბას სხვა იწ­ყებს. ამ ორ წერ­ტილს შო­რის (ავ­ტო­რი და ად­რე­სა­ტი) კი ფეხ­ბურ­თის მთე­ლი დე­და­აზ­რი დევს: 11 კა­ცის ერთ ენა­ზე ლა­პა­რა­კი. რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს. რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ. ეს ჰარ­მო­ნია მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თში არაა მთა­ვა­რი. უა­მი­სოდ არც მუ­სი­კა­ში გა­მო­ვა რა­მე, არც ფი­ზი­კა­ში, არც ჭა­მა­ში და არც სექ­სში.

    ჩე­მი და ფეხ­ბურ­თის რო­მა­ნი ყი­ფოს პა­სით და­იწ­ყო, მე­რე სოკ­რა­ტეს­მა აი­ტა­ცა, ზი­კომ გა­ა­ლა­მა­ზა, პლა­ტი­ნიმ გა­ა­ფე­რა­და, მა­რა­დო­ნამ და­ხა­ზა, ლა­უდ­რუპ­მა ჩახ­ლარ­თა, გა­ზამ აუ­რია, ქინ­ქიმ მო­ხა­ტა, ზი­დან­მა და­არ­ბი­ლა, ინი­ეს­ტამ გა­ა­ხუ­ლიგ­ნა და ხა­ვიმ სა­ი­დუმ­ლოდ აქ­ცია. ეს ბი­ჭე­ბი პა­სე­ბით წერ­დნენ ის­ტო­რი­ას. გო­ლი­დან გო­ლამ­დე. წლი­დან წლამ­დე. ისი­ნი ქმნიდ­ნენ და ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებ­დნენ თა­ვი­ანთ ეროვ­ნულ თუ საკ­ლუ­ბო პას-კულ­ტუ­რას: ბრა­ზი­ლი­ურს, არ­გენ­ტი­ნულს, ფრან­გულს, ბრი­ტა­ნულს, დი­ნა­მო­ურს, მი­ლა­ნურს, ლი­ვერ­პუ­ლურს, რე­ა­ლურს, ბარ­სე­ლო­ნურს. მათ შეძ­ლეს სა­კუ­თა­რი გუნ­დე­ბის ერთ ენა­ზე ალა­პა­რა­კე­ბა და სა­მა­გი­ე­როდ, სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს ლინ­გვის­ტუ­რად და­ყო­ფა. ადა­მი­ა­ნის სა­ფეხ­ბურ­თო გე­მოვ­ნე­ბაც იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­მე­ლი ენა ეს­მის მას.

    სამ­ხრე­თის­კენ პა­სი ისე­თი­ვე თბი­ლი, დი­ნა­მი­უ­რი და ხში­რია, რო­გორც ზო­გა­დად ურ­თი­ერ­თო­ბა. თუმ­ცა აქა­ცაა გან­სხვა­ვე­ბე­ბი: ბრა­ზი­ლი­უ­რი, პლა­ჟებ­ზე გა­მოთ­ლი­ლი პა­სი ისე­თი ოხე­რია, მცვე­ლებს სულ ჰგო­ნი­ათ, რომ ბურ­თი ნე­ლა და­გო­რავს და ჩაჭ­რას მო­ას­წრე­ბენ. არ გა­მო­დის. წა­მის და სან­ტი­მეტ­რის მე­ა­თა­სე­დი ყო­ველ­თვის ბრა­ზი­ლი­ე­ლის მხა­რე­საა.

    არ­გენ­ტი­ნე­ლებს პა­ტარ-პა­ტა­რა, გა­მაბ­რუ­ე­ბე­ლი „გა­კა­ტა­ვე­ბა” უყ­ვართ. აი, ისე­თი, სერ­ბებს რომ გა­უ­გო­რეს 2006 წელს.

    დღე­ვან­დე­ლი ეს­პა­ნე­თი ბარ­სე­ლო­ნუ­რი ჩა­მოს­ხმი­საა – აგო­რა­ვებს, აგო­რა­ვებს, აგო­რა­ვებს და უცებ მსა­ჯი უს­ტვენს. გო­ლია. ვერც იგებ, რო­გორ და რო­დის.

    იტა­ლი­ამ შე­იძ­ლე­ბა ერ­თი პა­სით გა­და­გიჭ­რას ვე­ნე­ბი, რად­გან იქ სა­კუ­თარ ნა­ხე­ვარ­ზე ფუს­ფუ­სი, სხვი­სი პა­სე­ბის ამოხ­სნა უყ­ვართ, მოს­წონთ სა­კუ­თარ სახ­ლში ურ­თი­ერ­თო­ბა და არ მოს­წონთ, რო­ცა გა­რეთ გას­ვლას აი­ძუ­ლებ.

    ჩრდი­ლო­ეთ­ში მა­ტუ­ლობს სი­ზუს­ტე და კლე­ბუ­ლობს სიხ­ში­რე. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნე­ლე­ბი ქა­რიშ­ხა­ლი­ვით უტე­ვენ და სულ რამ­დე­ნი­მე ში­და­ე­როვ­ნუ­ლი სი­ზუს­ტის პა­სი სჭირ­დე­ბათ შენს გა­მო­სა­თაყ­ვა­ნებ­ლად.

    ფრან­გებს გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­დე­რი უნ­და ჰყავ­დეთ, რომ მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლონ და ორ­ჯერ უკ­ვე იტ­რი­ა­ლეს კი­დეც გემ­რი­ე­ლად.

    ბრი­ტა­ნე­თის­კენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე ცხოვ­რო­ბენ – ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ინ­ტე­რე­სოა, ჰა­ერ­ში ხდე­ბა და ამ სა­ჰა­ე­რო ბზრი­ალ­სა და თა­ვე­ბის ძებ­ნა­ში მათ ბა­და­ლი არ ჰყავთ.

    არ­სე­ბობს კი­დევ ერ­თი, უკარ­კა­სო­თა კა­ტე­გო­რია, რო­მელ­შიც სა­კუ­თა­რი ენა და დამ­წერ­ლო­ბა და­ა­ვიწ­ყდათ და დღემ­დე ინ­გლი­სურს და კომ­პი­უ­ტერს სწავ­ლო­ბენ.

  3. მილანი გაცილებით სხვა გუნდია მასთან ერთად და მის გარეშე… თუ იქნებოდა იბრა და ისე მოვიგებდით, როგორც თასზე უფრო სასიამოვნო და საამაყო იქნებოდა… მაგრამ რომ არ არის, ეს უფრო კარგია (მაქსიმუმ ილაპარაკონ ერთი კვირა იბრა არ იყოო და სტატისტიკა რჩება ისტორიაში).
    იბრას გარეშეც ურთულესი თამაში იქნება,და მითუმეტეს სეზონში მილანს ზედიზედ სამი ტამაში მოუგო და აქედან ორი სანსიროზე ეს ფაქტიურად წარმოუდგენელია, მაგრამ ამ იუვეს შეუძლია ამ მილანის დამარცხება, თუნდაც იბრა ყავდეს…
    ეხლა რაც შეეხება მაგ საკითხს, უშუალოდ დისკვალიფიკაციას, შეიძლება იბრა უნდა იყოს და უკეთესია ეს მატჩისათვის, მაგრამ აშკარად დასასჯელი იყო, მითუმეტეს რომ მაგ ინციდენტის მერე ზუსტად თასზე სტორარისაც დაარტყა, თუმცა კამერებმა კარგად ვერ დაფიქსირეს…
    და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რაცაა, ეხლა რომ იბრა გაემართლებინათ, დავრწმუნდებოდი რომ წელს სკუდეტოს არავინ მოგვცემდა და ყველაფერს გააკეთებდენ იმის გამო, რომ იუვემ არ მოიგოს წელს…
    თუმცა არ გამოვრიცხავ ეს თვალის ასახვევად იყოს და სხვა მხრივ დაგვჩაგრონ დარჩენილ მატჩებში (არ დადებული პენლები ჩვენს სასარგებლოდ და მოგონილი პენლები მილანს)
    ასეა თუ ისე, მინდოდა რომ იბრას ნახემლმძრვანელებ მილანზე მოგვეგო, თუმცა სადღაც მაინც გამიხარდა რომ არაა, იმიტომ რომ იბრაგიმოვიჩი უძლიერესი ფეხბურთელია ვაღიარებ და ეგ რომ ყვადეს იუვეს ეხლა გაცილებით წინ ვიქნებოდით ჩენ და უკან მილანი… არსენალს მარტომ მოუგო ფაქტიურად, მიუხედავად იმის რომ ერთი პენალტი შეაგდო…

    1. გეთანხმები, ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ითამაშებდა, (ისე როცა ითამაშა, რა დაგვაკლო), მაგრამ მატჩისწინა განწყობისათვის ჯობია, რომ არ იქნება, ისიც უკეთესი იქნებოდა, თუ იბრაჰიმოვიჩიან მილანს მოვუგებდით, სხვა შემთვევაში დაიწყებენ მილანის ფანები, აი იბრა რომ გვყოლოდაო… ნუ ყოველ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამა, რომ მოეხსნათ დისკვალიფიკაცია, ჩვენები ფსიქოლოგიურად ცოტა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩდებოდნენ, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ მოედნის გარეთ მოინდომებდნენ სკუდეტოს ბედის გადაწყვეტას და ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია, როცა აცნობიერებ, რომ შენს კარგ თამაშს და სპორტულ შედეგს, ერთი–ორი უნამუსო მაფიოზი თვალსა და ხელს შუა გართმევს…

  4. exla getyvit chem azrs mokled dgevandel milanshi me xerxemladmvichnev boatengs da ibras(nu imis gatvaliswinebit ro saocar formashia orive boa gansakuterrebit)da imis mere rac gairkva ro boatengi ar iqneba ibragimovichi iyo tamashis gadarchenis bolo imedi da radgan erc ibra ver itamashebs vfiqrob milanis mogebis shansi 35% maqsimum egec araa magram mainc useriozulesi tamshi iqneba :forza: :forza:

  5. 1 კი არა 11 იბრაჰიმოვიჩი რო ყავდეს, მილანს მაინც უნდა მოვუგოთ. ის თუ სერია ა-ში საუკეთესო თავდამსხმელია. ჩვენ სერია ა-ში საუკეთესო დაცვის ხაზი გყავს. მოეხსნათ დისკვალიფიკაცია ბონუჩი ბარძალი და კელინი გასაქანს არ მისცემდნენ მაინც. საუკეთესო შემადგენლობით მოთამაშე მილანს რო დაამარცხებ მაგას აქვს ფასი. აბა ბონერას და იეპესეს გაფარჩაკებას რა უნდა.

  6. მიკვირს,ველოდი მოუხსნიდნენ დისკვალიპიკაციას და იქამდე კლონსაც შექმნიდა იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და ორ იბრაჰიმოვიჩს გამოგვიყვანდა მილანი, სამ ჩაკ ნორისს,და 4 მსაჯს რომ 4 პენალტი მიეცა მილანისთვის.სხვანაირად ვერ წაგვართმევენ სკუდეტოს :forza:

  7. კია დიდი ძალა და გამისწორდა რო არ იქნება ეს მარა რომც ყოფილიყო მაინც მოვიგებდით :forza: თასის მაგალითი ავიღოთ :lool: :lool: ჩვენი ბარძალი და კილინი შეჭამდნენ მაინც
    :forza: :forza: :forza:

  8. მილანის ფანები, რომლებიც წუწუნებენ გადააერთეთ ზლატანთან, მისი საქციელის გამო მიიღო დაისაჯა და თვითონვე უნდა აგოს პასუხი, ასე რომ სამართლიანობამ ერთადერთხელ გაიმარჯვა იტალიაში.. :mrgreen:

  9. აუ ისე ეხა მილანის ფანების წუწუნს რა გაუძლებს :blin: მარა მაგათი წუწუნი სულ ფეხებზე მკიდია ჩვენ სკუდეტო ავიღოთდა.. :lool:

  10. როგორც იუვეს ფანს მაგრად მეშინოდა იბრაჰიმოვიჩის, საუკეთესოა მილანის რიგებში და შეუძლია როგორც თვითონ გაიტანოს, ისე სასწაული პასი გააკეთოს..აქედან გამომდინარე, გამისწორდა დისკვალიფიკაცია რომ არ შეამცირეს, დიდი უსამართლობა იქნებოდა ეგეთი გადაწყვეტილება..

    მოკლედ, როსონერი უდავო ლიდერის მაგივრად..დიდი ბრძოლა გველის შაბათს.. :juventus:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.