ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : “მილანი ფავორიტია”

იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალი მის კონკურენტის, ტიაგო სილვას მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს : “ორი აზრი არაა, ტიაგო საუკეთესო უკანახაზელია.მას ყველა ის თვისება აქვს, რომელიც კარგ მცველს სჭირდება, ისევე როგორც სილვას მეწყვილეს, ნესტას.ალესანდრო ჩემს საყვარელ მოთამაშეებს შორის ნამდვილად რჩეულია.ჩვენი დაცვა ? – მთელი გუნდი დაცვაზე მუშაობს.თუ მეკარე ბურთს იგერიებს, ნახევარმცველები და ფორვარდები მეტოქეზე პრესინგს ანხორციელებენ, “იუვენტუსში” თითოეულ რგოლს საკუთარი დავალება აქვს.თავს შესანიშნავად ვგრძნობ და საკუთარი ძალებში დარწმუნებული ვარ, ფაქტია, მიმდინარე სეზონში უფრო აგრესიულ ბებერ ქალბატონს ვადევნებთ თვალს.”

ჯუზეპე მაროტასა და ანდრეა ანიელის მსგავსად არც ბარძალი უარყოფს, რომ შაბათის მატჩში ფავორიტი როსონერია : “მილანი ფავორიტია – ხომ ხედავთ, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან.ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ “მილანი” ჩემპიონატში უძლიერესი გუნდია.”

მილანელებს ტურინელებთან დაპირისპირებაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდებათ : “მილანისთვის ბევრი რამ შეიცვლება, ჩვენთვის კი არაფერი.როცა შვედი თამაშობს, წინასწარ პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია, იბრაჰიმოვიჩის გარეშე კი, როსონერი ვალდებულია სხვა ფეხბურთი ითამაშოს.”

წყარო : Football Italia

10 thoughts on “ბარძალი : “მილანი ფავორიტია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.