ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” უნდა მოვიგოთ! “

ანტონიო კონტე ხვალინდელ დაპირისპირებაზე საუბრობს. მთავარი მწვრთნელი სეზონის უმთავრესი გამოცდისთვის მზადაა და ურთულეს შეხვედრას ელოდება. მასპინძლებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდებათ, მაგრამ იტალიელი სპეციალისტის აზრით, ეს დიდს არაფერს ცვლის…

იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციით არაფერი იცვლება, ჩვენ გამარჯვება გვინდა და ეს სურვილი შვედზე სულაც არაა დამოკიდებული. სწორედ ამაზე ვმუშაობდით ამ კლუბში ჩემი მოსვლიდან, სწორი მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე, რომელიც გავალდებულებს იბრძოლო მოგებისთვის შინაც და გასვლაზეც. ”

ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც ჩემპიონობას იცავს, გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში ჩვენს ზემოთაა და რომელსაც ჩემპიონატში უძლიერესად მივიჩნევთ. უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებას და ისევ კონკურენტუნარიან გუნდად ვიქეცით. ეს კლუბის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივართათვის სიამაყისა და კმაყოფილების საგანი უნდა იყოს. დიდი წარმატებაა ისიც, რომ გულშემატკივრები ყოველ მატჩს დიდი მოლოდინით ხვდებიან. ეს ძალას გვმატებს, ენთუზიაზმით გვავსებს და გვიჩენს სურვილს, გავაგრძელოთ ეს სვლა.

რაც შეეხება პირლოს, ის მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი გუნდში ყოლით მოხარულები ვართ. დელ პიეროსა და ბუფონთან ერთად კლუბის გულისცემაა. სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ გამოხატავენ ფეხბურთელები მათ მიმართ პატივისცემას. ”

ვიცით, რომ იტალიის ჩემპიონატი რთული პირველობაა. აქ არიან ძალიან ძლიერი გუნდები, როგორიც თუნდაც “უდინეზეა”, გუშინ ფრიულელებმა “ევროპის ლიგაზე” საკუთარი ფასი აჩვენეს. ასევე “ლაციო”, მიუხედავად იმისა, რომ მცირე პრობლემებს განიცდიან, “რომა” და “ინტერი”, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერებიდან ჩამოწერის შემდეგ სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

37 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

დე ჩელიე იქნება ხვალ უეჭველი… მაგის პადაჩა დღესაც ახსოვს მილანს…. კვალიმ რო შეაგდო მერე… :)))

| Newsphere by AF themes.
37
0
Would love your thoughts, please comment.x