ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” უნდა მოვიგოთ! “

ანტონიო კონტე ხვალინდელ დაპირისპირებაზე საუბრობს. მთავარი მწვრთნელი სეზონის უმთავრესი გამოცდისთვის მზადაა და ურთულეს შეხვედრას ელოდება. მასპინძლებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდებათ, მაგრამ იტალიელი სპეციალისტის აზრით, ეს დიდს არაფერს ცვლის…

იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციით არაფერი იცვლება, ჩვენ გამარჯვება გვინდა და ეს სურვილი შვედზე სულაც არაა დამოკიდებული. სწორედ ამაზე ვმუშაობდით ამ კლუბში ჩემი მოსვლიდან, სწორი მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე, რომელიც გავალდებულებს იბრძოლო მოგებისთვის შინაც და გასვლაზეც. ”

ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც ჩემპიონობას იცავს, გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში ჩვენს ზემოთაა და რომელსაც ჩემპიონატში უძლიერესად მივიჩნევთ. უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებას და ისევ კონკურენტუნარიან გუნდად ვიქეცით. ეს კლუბის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივართათვის სიამაყისა და კმაყოფილების საგანი უნდა იყოს. დიდი წარმატებაა ისიც, რომ გულშემატკივრები ყოველ მატჩს დიდი მოლოდინით ხვდებიან. ეს ძალას გვმატებს, ენთუზიაზმით გვავსებს და გვიჩენს სურვილს, გავაგრძელოთ ეს სვლა.

რაც შეეხება პირლოს, ის მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი გუნდში ყოლით მოხარულები ვართ. დელ პიეროსა და ბუფონთან ერთად კლუბის გულისცემაა. სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ გამოხატავენ ფეხბურთელები მათ მიმართ პატივისცემას. ”

ვიცით, რომ იტალიის ჩემპიონატი რთული პირველობაა. აქ არიან ძალიან ძლიერი გუნდები, როგორიც თუნდაც “უდინეზეა”, გუშინ ფრიულელებმა “ევროპის ლიგაზე” საკუთარი ფასი აჩვენეს. ასევე “ლაციო”, მიუხედავად იმისა, რომ მცირე პრობლემებს განიცდიან, “რომა” და “ინტერი”, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერებიდან ჩამოწერის შემდეგ სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

37 thoughts on “კონტე: ” უნდა მოვიგოთ! “

  1. Milanel

    ჩემი ძმა, თასზე მეორე შემადგენლობით მოგიგეთ, ორმა ფეხბურთელმა პირველად ატარა იუვეს მაისური. მარა ხვალ ხმალმა გაგვასწოროს :kiss: თუ მოიგეთ პირველი მე მოგილოცავთ მარა აქ მილანს ქათამს დავუძახებ თუ ტირანოზავრს ჩემი საქმეა :*

  2. ტყუილად ეკამათებით Milanel – ს, მისი პოზიციიდან რო შეხედო მართალია, ბევრი აკლია მილანს და შემადგენლობის მხრივ ფაქტია იუვენტუსი შეიძლება ჩაითვალოს ფავორიტად..ზლატანი, ბოატენგი – მარტო ეს ორი ფეხბურთელი რად უღირს ალეგრის..მაგრამ ეს დანაკლისი მხოლოდ გუნდის შიდა სამზარეულოა და რას ვიზამთ, ისღა დაგვრჩენია იმ თამაშს ვუყუროთ, რომელშიც ჯანმრთელი ფეხბურთელები იქნებიან

  3. Milanel

    აქ იუვეს ფანები არიან და რა თქმა უნდა დაწერენ ეგეთებს და უფლებაც აქვთ.. შენ აბა მილანის საიტზე გამოკითხვა ნახე და შეადარე რომელი უფრო პროვოკაციულია :lool: პ.ს მეც მილანის ფანი ვარ..

  4. Milanel
    კაია რო პეპეს ძალას, შენ მაინც ხედავ იუვეს ფანებისგან განსხვავებით
    არანაირი აზრი არააქ თქვა არ გეუბნები, უბრალოდ გადამწყვეტი არააhttp://www.soccerway.com/matches/2011/10/02/italy/serie-a/juventus-fc/ac-milan/1175673/
    ეს მეორე სასტავი იყო?

  5. Milanel
    არსენალთან 4-0 რო მოიგო მილანმა მეორე სასტავით, პირველი სასტავი რო ყოლოდა 8-0 მოუგებდა? რა შუაშია პირველი და მეორე სასტავი? მილანში და იუვეში მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელები არ არსებობენ
    :italy:

  6. Milanel

    მეგობარო გასაგებია შენი პოზიცია, მილანის ფანი ხარ და ბოლომდე დაიცავ შენი გუნდის ღირსებას, ეგ ლოგიკური და სამართლიანიცაა, მაგრამ კაცურად ჩვენ ნუ გვაბრალებ იმას რომ მილანის წლევანდელი შემადგენლობა ჭირიანია და სულ ტრავმები აწუხებთ, გასული ორი წელი მაგით თავს გაიმართლებდა იუვენტუსი, მაგრამ ბევრი არ გვიწუწუნია ტრავმების გამო დანაკლისებზე :))

    ტრავმა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და გუნდი ვალდებულია იმ შემადგენლობით ითამაშოს, რომელიც ხელმისაწვდომია..არ ჰყავს ზლატანი, ბოატენგი, აკვილანი და თუ გინდა გატუზო, რა ჩემი ბრალია ტო, მე თამაშს ვუყურებ და მათი ყოფნა-არ ყოფნისდა მიუხედავათ, ჩემი გუნდის წარმატებას ავღნიშნავ..სულ არ მაინტერესებს ხვალ მილანის შემადგენლობა, მაგრამ როგორც იუვეს ფანს ზლატანის არ ყოფნა მახარებს რა თქმა უნდდა..ასე რომ, ჩვენთან მაინც ნუ “წუწუნებ” ის არ გვყავს ეს არ გვყავსო, ჩვენი ბრალი ყველაზე მცირეა მაგ დანაკლისში და ამიტომ იმ მილანის უგულშემატკივრე, რომელიც ხვალ იქნება მოედანზე..

    1. Kai kaci :) magram arc arafers ar davwerdi romeligacas qatmebi ro etqva milanze. gasagebia juvesac msgasi problemebi hqonda magram milani exla axerxebs tamashebis mogebas da chempionobis kanditatia juvestan ertad gansxvavebit tqvengan ligazec ki ver xvdebodit :) da imedia satransfero bazaarsac ar daabraleb, sawuwuno martla chven gvaq tu gvaq wesier fexburtelebs ar yiduloben, galiani tavisufal agentebs dasdevs win da ukan. ar mesiamovna ubralod da magito exla amis gamo davregistrirdi ro es damwera

  7. Milanel
    მართალი ხარ, მაგხელა დანაკლისი რო ქონდა მილანს მიტო წააგო იუვესთან თუარი ისე რისი მომგები იყო, ხოდა ხვალაც არ იქნება მაგ ხალხი და უეჭველი გავანადგურებთ მილანს სანსიროზე :lool:
    :italy: :achuu: :italy:

  8. მომწონს შემართება! :forza:
    პირლოზეც კარგად არის ნათქვამი, რომ “დელ პიეროსა და ბუფონთან ერთად კლუბის გულისცემაა”.
    მაგრამ…. გამოუშვი ეს გული მოედანზე – იგულოს იქ ნახევარი საათით მაინც :boli:

  9. Nachke milans ro qatams uwodeb juve uketesi ggonia? amdeni danaklisi ro gqondeet ert tamashsac ver moigebt, mogebaze xo zedmetia saubari, milans mouget 2-0 sagolt tooo. gadaglil milans mouge turme romelic gadaglili iyo napolistan, udinezestan, laziostan natamashebi da tranvmebi ratqmaunda. ligaze verasdros ver jobnida milans juve. dzalian gamagizianebelia chemtvis. bodishs gixdit tu vinmes rame gawyeninet prosta vegar movitmine da chemi satqmeli vtqvi erti luka marone gyavt datranvmuli da vsoo :) Alberto Aquilani

    Antonio Cassano
    Gennaro Gattuso
    Alexander Merkel
    Clarence Seedorf
    Rodney Strasser
    Zlatan Ibrahimovic
    Kevin-Prince Boateng
    Alessandro Nesta
    ramxelaa danaklisi da kidev idzaxi ro milani qatamia? xval vnaxavt vin iqneba qatami :))
    kidev ertxel bodishit tu gawyeninet :love: :love: :achuu:

  10. d a v i d
    არამგონია რო ორივე ერთად დააყენოს, უჩინიჩი სადაც არ უნდა დააყენოს მაინც თავდამსხმელად ითვლება
    მირკოს ადგილზე 50% ჯაკერინი იქნება 25 ესტიგარიბია და 25 დეჩელიე, მე ასე მგონია :chuvak:

    1. მირკო რო ძირითადში იყო გამოკვეთილ თავდამსხმელად არ უთამაშIა ბოლო 2-3 თამაშს თუ არ ჩავთლით უფრო კრაიზე დარბოდა, მე 70% ვუჩინიჩი ძირითადში იქნება :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak:

  11. 1juve

    მე მატრის ვფიქრობ ძირითადში :buhee: ჩემი აზრიტ კონტემ დაასვენა კატანიასთან ეგ და ვუჩინიჩი :forza: ხო რა 4-5-1 იგივეა რაც 4-2-3-1 :yeah: :buhee: მთავარია მოვიგოთ და თუ უნდა 5-5 წყობით იტამაშონ :mrgreen:

  12. წინა თამაშში ერთხელ დაგვირტყეს კარში ამ ქათმებმა, უნდა დავახიოთ ბურთი!!!! მოტივაცია და ეგაა გავგლიჯავთ!!!!

  13. ———————————ჯიჯი————————–

    ლიხშტაინერ—————ბარძაგლი—–ბონუჩი————-კიელინი

    პეპე———-პირლო———–ვიდალი——-მარკიზიო——-ჯაკერინი

    —————————–კვალიარელა—————==——–

    ეს სასტავი მინდა, მემგონი კონე არ გარისკავს და 2 თავდამსხმელს არ დააყენებს, და მარტო კვალი უფრო შედეგიანია ვიდრეს სხვა

    1. კონე :chuvak: წესით კონტრშეტევებზე უნდა ვეთამაშოთ და უეჭველი დავიჭერთ, იმგენმა თუ გეთამაშეს კონტრშეტევებზე უეჭველი დაგვიჭერენ :chuvak: პატო და რობინიოს სახიფათოა მაგ დროს

    2. იუვეს სავარაუდო შემადგენლობა

      “იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – ლიხშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პეპე – მატრი, ვუჩინიჩი :forza:

  14. ხვალ მე რატომღაც ფრე მგონია, მაგრამ ღმერთმა ქნას მოვიგოთ 0:1. მთავარია დაცვა უმაღლეს დონეზე და პირლოს ფანტასტიური პასები, ვიდალის ცენტრის ჩაკეტვა და მარკიზიოს სტაბილური თამაში.

  15. ეს მატჩი ბევრ რამეს გაუსვამს ხაზსს
    1) არ წაგების მერე ვრჩებით წაუგებელნი
    2) მოგების შემთხვევაში ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგავთ სერია ა-სთვის
    3) ურთულესი თამაშებამდე საუკეთესო იქნება ამ მატჩის მოგება
    ასე რომ ბევრი თავსატეხი გვაქვს რატომღაც მგონია რომ
    ეს მატჩი 0-0 დასრულდება
    ყოველშემთხვევაში არ უნდა წავაგოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.