ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი: ” მესამედაც შეგვიძლია “

ხვალინდელ დერბიზე კიდევ ერთი იუვენტინო, ამჯერად არტურო ვიდალი საუბრობს. ჩილელი ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ ზედიზედ მესამეჯერ მისი გუნდი იტალიის მოქმედი ჩემპიონების დამარცხებას შეძლებს: ” “მილანს” “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში ფავორიტებად მივიჩნევ, მაგრამ ამ სეზონში უკვე ორჯერ დავამარცხეთ ის და ამის მესამეჯერ გაკეთებაც შეგვიძლია. იბრაჰიმოვიჩი და ბოატენგი არ ითამაშებენ, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. კიდევ გამოვყოფდი ძალიან ძლიერ ფეხბურთელებს, მათ შორის რობინიოსა და იგნასიო აბატეს. კონტეს აპლოდისმენტები ეკუთვნის იმისათვის, რომ გუნდის გასამარჯვებლად განწყობა შეუძლია, თანაც ამას დროის უმცირეს შუალედში აკეთებს. ” -აცხადებს ვიდალი.

წყარო: football italia

15 thoughts on “ვიდალი: ” მესამედაც შეგვიძლია “

  1. ამ დედა აფეთკებულ ინტერს გვარდიოლას 20 მილ ევროს გადაუხდისო წელიწადში!!!!!

    იმდენი, მორატი შენს გუნდ გოლი არ გატანოს სერია ა-ში :blin: :blin: :blin:

  2. წელს მილანთან არცერთი თამაში არ უნდა დავთმოთ, მე მგონია, ეხლა მოვიგებთ და თასზე ფრეს გავაგორებთ, ფსიქოლოგიურად ძაან მაგარი მუხტი იქნება დღევანდელი თამაშის მოგება, მერე ჩვენი გამჩერებელი ვინღა დარჩება

  3. მინდა რომ კონტემ ხვალ 2 თავდასხმელით ითამაშოს. კვალი და ბორიელოს მაგივრად მატრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი. რატომღაც მგონია რომ მატრი ხვალ გაიტანს. თან თუ დაუკვირდებით იუვე ძლიერ გუნდებთან ბევრად უფრო კარგ ფეხბურთს თამასობს ვიდრე სუსტებთან. ასე რომ ჩემი ვარაუდი ესეთია 1:1 ან 1:2

  4. არტურო მგელი ხარ.. ვიცი რო მილანთან 90 წუთი არ გაჩერდება თავს დადებს იუვესთვის!!! მიდი ჩუვაკ შენთან ვართ :vashaa:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.