ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ისევ დაუმარცხებლები “

ემოციურად და ფიზიკურად დატვირთული დღის შემდეგ ბუფონი “მილანთან” შეხვედრას აფასებს. ჯიჯი ისევ განსაკუთრებული იყო, მოიგერია მექსეს თაური და შემდეგ მუნტარის ბურთიც გამოიტანა კარიდან. მართალია, ამ ეპიზოდში ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა პირველი ნომრის რეაქცია მაინც განსაცვიფრებელი იყო: “ გულწრფელად გეუბნებით, იმდენად გიჟური სიტუაცია იყო, გაანალიზება ვერც მოვასწარი. ამ ეპიზოდიდან ჩვენ ვიხეირეთ, მაგრამ მსგავსი რამ მეორე ტაიმში “მილანის” კართანაც მოხდა. საბოლოო შედეგი 2-2 უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება გოლს, არ ვიცი, შეიცვლებოდა თუ არა ბურთის ტრაექტორია ბონუჩის რომ არ მოხვედროდა, ლეონარდოს ძალიან არ გაუმართლა. ბურთისკენ დავიძარი, მაგრამ არც ვიცი კარში მიდიოდა თუ არა. რთული შეხვედრა იყო, “მილანს” ჰქონდა ყველაფერი: ფიზიკური სიძლიერე, სიხალასე, სუფთა გონება და ტექნიკური არსენალი ჩვენს დასამარცხებლდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა. ისევ დაუმარცხებლები ვართ, ამით ვამაყოთ. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

11 thoughts on “ბუფონი: ” ისევ დაუმარცხებლები “

  1. ბუფონზე რო იტყვი ფორმაში არააო მაშინ უნდა შეეშვა ფეხბურთის ყურებს :chuvak:
    ბუფონი და უფორმობა, ერთმანეთთან არნაირ კავშირში არაა და არც იქნება სამან მოედანზე
    მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, არა მარტო მეკარე :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:
    :italy: :achuu: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.