ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატერაცი: ” მე ბუფონის გვერდით ვარ “

“ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი მარკო მატერაცი ბუფონის მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს. “მილანთან” შეხვედრაში მუნტარის დარტყმულის ხაზის გარეთ გადმოტანის გამო იტალიის ნაკრების პირველ ნომერს მატერაცის აზრით, გადამეტებულად აკრიტიკებენ: ” მე ჯიჯის გვერდით ვარ. მისი მესმის, რადგან ვიცნობ მას. თქვა, რასაც ფიქრობდა და ყოჩაღ მას ამისთვის, მის მხარეს ვარ. როცა შარშან რობინიომ ვერონაში გოლი ხელით გაიტანა ამხელა ხმაური არ ამტყდარა, ახლა კი მთელი მსოფლიო ბუფონზე საუბრობს. ვფიქრობ, აქ სულ სხვა რაღაც ხდება… და მას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს... ” -აცხადებს მატერაცი.

წყარო: tuttosport

20 thoughts on “მატერაცი: ” მე ბუფონის გვერდით ვარ “

  1. 2006 წლის მუნდიალზე 100% გოლი არ ჩაუთვალეს იტალიას (ტონი) ამით შეიძლებოდა მოგვეგო დამატებითის გარეშე ფინალი, შემდეგში ევროპაზე იტალიამ დაამტკიცა, რომ ფინალი შემთხვევით არ მოგვიგია! ხოლო რაც შეეხება მატერაცის ასეა თუ ისე ძალიან მაგარი მცველია ახლა ნაკლებად არის ფორმაში მაგრამ როცა მოურინიოს დახმარებით ლიგა მოიგო ინტერმა მაგარი სეზონი ჩაატარა. ფეხბურთელს რას ვერჩი ინტერის ხელმძღვანელობაა ნაგლი! :forza:

  2. ა კაცი გენაცვალე ერთი ნაკლი გქონდა მხოლოდ ინტერში თამაშობდი და გენაცვალეე კიდე ზიდანს რო ფერთხე ოგონდ სახეში უნდა გეხია :)

  3. ასაკში დაბრძენდა თუ რა სჭირს? :))) ისე რა აჟიოტაჟი ატეხეს რა, რომელი მეკარე მივა და ეტყვის მსაჯს გოლი იყო ვერ ავიღე ბურთი და ჩათვალეო :))) რაც შეეხება მატერაცის კომენტარს ეგ ბუფონის დაცვა კიარა უბრალოდ მილანს წაკბინა :) მაგრამ მაინც საღოლ, ამ კაცმა 2006-ში ისეთი ბედნიერება მომანიჭა, რომ მკიდია რომ ინტერელია :))) :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.