ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო: ” “კიევოსთან” ახალი გამოცდა გველოდება “

კლაუდიო მარკიზიო იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ -ს წინააღმდეგ მატჩში განცდილ მარცხზე საუბრობს და რამდენიმე სიტყვით “იუვენტუსის” მომავალ შეხვედრასაც ეხმაურება. შეგახსენებთ, “ბებერი ქალბატონი” ზეგ, სამ მარტს საკუთარ არენაზე “კიევოს” უმასპინძლებს: ” გუშინდელი დღე გამოუსადეგარი სულაც არ ყოფილა, ეს გამოცდილებაა. კარგი დღე არ იყო, თუმცა ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ამერიკელებთან წაგება მოკლედ რომ ვთქვათ, 2012 წლის ჩემპიონატისაკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება “მილანი” – “იუვეს”, როგორც ჟოზე მაურინიომ თქვა, ასეთი მატჩები მსაჯის სასტვენამდე 4 დღით ადრე იწყება და საფინალო ნიშნიდან ხუთი დღის შემდეგ სრულდება. ახლა ყველანი ცოტათი დავმშვიდდით, ეს მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ახალი გამოცდა “კიევოსთან” გველოდება. დღესაც ვამბობ, რომ ფავორიტები მილანელები არიან, შაბათს დამტკიცდა, რომ ჩვენზე რაღაცით უფრო მეტი აქვთ. ჩემპიონობის მეტ შანს სწორედ ისინი ფლობენ და ეს ისედაც ვიცოდით. ” -აცხადებს მარკიზიო.

წყარო: football italia

6 thoughts on “მარკიზიო: ” “კიევოსთან” ახალი გამოცდა გველოდება “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.