მარკიზიო: ” “კიევოსთან” ახალი გამოცდა გველოდება “
კლაუდიო მარკიზიო იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ -ს წინააღმდეგ მატჩში განცდილ მარცხზე საუბრობს და რამდენიმე სიტყვით “იუვენტუსის” მომავალ შეხვედრასაც ეხმაურება. შეგახსენებთ, “ბებერი ქალბატონი” ზეგ, სამ მარტს საკუთარ არენაზე “კიევოს” უმასპინძლებს: ” გუშინდელი დღე გამოუსადეგარი სულაც არ ყოფილა, ეს გამოცდილებაა. კარგი დღე არ იყო, თუმცა ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ამერიკელებთან წაგება მოკლედ რომ ვთქვათ, 2012 წლის ჩემპიონატისაკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება “მილანი” – “იუვეს”, როგორც ჟოზე მაურინიომ თქვა, ასეთი მატჩები მსაჯის სასტვენამდე 4 დღით ადრე იწყება და საფინალო ნიშნიდან ხუთი დღის შემდეგ სრულდება. ახლა ყველანი ცოტათი დავმშვიდდით, ეს მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ახალი გამოცდა “კიევოსთან” გველოდება. დღესაც ვამბობ, რომ ფავორიტები მილანელები არიან, შაბათს დამტკიცდა, რომ ჩვენზე რაღაცით უფრო მეტი აქვთ. ჩემპიონობის მეტ შანს სწორედ ისინი ფლობენ და ეს ისედაც ვიცოდით. ” -აცხადებს მარკიზიო.
ცოტა უნდა მოუმატო კლაუდიო ისე არაფერი გამოვა..
ამ ფეხბურთელს ვერ გაუგე ხან ტალანტს ვეძახი ხან თავს მაგინებინებს:D
გააგორებენ ეხა ისევ ფრეს და ეზახე მმერე ახალი გამოცდა გველის
iმდენს ილაპარაკებთ ენა გიყივლებთ
მილანი გუნდი არაა,არააააააააააააააააააააააააააააააააა
მარკიზიო როგორც პირველ წრეში იყავი ეგეთი დაგვიბრუნდი მე2შიც რა
ჩავარდნა აქვს, იმედია ისევ ათამაშდება
