ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” ამ ფრემ არ უნდა დაგვაბრმავოს “

შეუძლებელია, გუშინდელ ფრეს დადებითი შეფასება მისცე, თუმცა ბეპე მაროტა გულშემატკივარს დღეს არსებული სიტუაციის ჯეროვნად შეფასებას სთხოვს….

ძალიან არ მინდა ამ შედეგის გამო ის პოზიტიური სვლა ვერ დავინახოთ, რისი დამსახურებითაც მეორე ადგილზე ვართ, თამაში გვაქვს მარაგში და პირველ პოზიციამდე სამი ქულა გვაშორებს. ამ საღამომ აჩვენა, რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება, კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობას ვენდოთ, ჩვენი ფილოსოფიაც განსხვავებულია – გუნდური თამაში. რაც შეეხება თავდამსხმელებს, მათ ცოტა გააქვთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მათ მიერ შესრულებული დაცვითი სამუშაოს დამსახურებაა, რომ ჩემპიონატში რიგით მეორე საუკეთესო დაცვის ხაზი გვყავს. თუ მიღებულ და გატანილ გოლთა სხვაობას ვნახავთ, ჩატარებული შრომის ფასი ნათელი გახდება.”

ვიცით, რომ განვითარება და პროგრესირება უნდა გავაგრძელოთ. ეს გზა შარშან დავიწყეთ, როცა პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა, იგივე გაგრძელდა წელსაც არაერთი ახალი ფეხბურთელის მოყვანით, ასევე ახალი მწვრთნელის მოსვლით, რომელმაც ახალი იდეები და რაც მთავარია, ახალი მენტალიტეტი მოიტანა. თუმცა “მილანის” უპირატესობა არა უფრო ტექნიკური ფეხბურთელები, არამედ მათი ხასიათია. ჩვენც გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, რომლებსაც ალბათ მაინც შეუძლიათ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიონ. ეს ნებისიერი განვითარების ფუნდამენტური ასპექტია.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
chxikvy
12 years ago

ტოპ კლასის თავდასხმელი თუ არ ვიყიდეთ ვერ მოვიგებთ სკუდეტოს და ლიგაზე პრაკტიკულად შანსი არ გვაქ არაფრის

mishka gogrichiani
12 years ago

მაშინ მცველები დააყენოს რად უნდა თავმდამსხმელები???

Z u R a noniashvili
12 years ago

ზაფხულში ყველა იმაზე ლაპარაკობდა, “იუვენტუსი” ამ შემადგენლობით მეექვსე ადგილისთვის თუ იბრძოლებსო, მაგრამ ხედავთ, სადაც ვართ.

d a v i d
12 years ago

:givi: :up:

bakajuve777
12 years ago

მართლა უკვე ზედმეტია!!!!!!!!!
ერთი ჩვენი ნაკრები და მეორე იუვე :(((((((((((
5 თამაშში 4 ფრე !!!
თავდასხმელმა გოლი უდა გაიტანოს დაცვაში რა უნდა
????????თუ იკ კიელინიმ უნდა გაიტანოს?????
ვერ გავიგე????!!!!!
მაინც იმედი მაქ სკუდეტოზე:! :forza:

giorgi gorgiashvili
12 years ago

ერთადერთი რაც კონტემ ჯუვეს კარგი გაუკეთა ჩემი აზრით დუხი დაუბრუნა თორე სათამაშო ტაქტიკის აზზე არ არი

seba
12 years ago

უსირცხვილო ხარ მაროტა. ახლოს რო მყავდე გაგხევდი ცემაში. კმაყოფილები უნდა ვიყოთ თურმე კიევოსთან ფრეს რო მივაღწიეთ. წადი სტოლბას დაეჯახე.

12 years ago

ანუ მაროტას თუ მოვუსმენთ თავდასხზმელები იმიტომ მოიყვანეს რომ დაცვით ოპერაციებში აქტიურად ითამაშონ.. და იქ 27 თამაში თუ გოლს ვერ გაიტანენ ეგ არაფერიო :lool:

ოქრო ჩხიკვაძე

რა კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაზე ლაპარაკობ? ისეთ თავდასხმას აყენებს კონტე რომლებმაც მაგ ინდივიდუალურ ოსტატობაზე გადმოცემით იციან რომ არსებობს. გაანათხოვროს ეგ ვუჩინიჩი ჩიტადელაში და თუ თავს გამოიჩენს მერე დავააბრუნოს, მატრიზე არ ვილაპარაკებ, მაგას პასი ჭირდება და ისეთი კაცი უნდა დაუყენოს გვერდზე ვისაც ეგ ეხერხება. პეპე გუნდის სული და გულია და მის გარეშე კი ხედავთ რასაც ვაღწევთ. ამ ბონუჩის კიდევ რას გადაეკიდა ეს კონტე, მერამდენე ავტოგოლი უნდა გაიტანოს, სანამ თვითმკვლელობით არ დაასრულებს სიცოცხლეს მანამდე არ მოისვენებს დე ჩელიეზე კიდევ იტყვით ცუდს, ტიპი ფლანგს მშვენივრად აკონტროლებს პირლო ზედმეტებს იღბს თავის თავზე და აშკარად ანელებს თამაშს, მაგრამ ამით ცუდს არ ვამბობ. ნახევარი იუვენტუსი ეგაა.… Read more »

gio lortkipanidze
12 years ago

ასიანი ხარ :up:

sandro ediberidze
12 years ago

იმენა 100% ით მართალი ხარ რა ამ ბონუჩიმ მერამდენე უნდა გაიტანოს ბონუჩის მაგივრად კასერესი უნდა გამოეყვანა და საერთოდ დელ პიერო ძირითადში უნდა ათამაშონ მაგრამ ამას თავის ლუბიმჩიკები ყავს და იმატ ატამაშებს მარტო და არც არაფერი გამოდით მთელი თამაშის განმავლობაში. ეს ვუჩინიჩი რომაში გლიჯავდა ყველაფერს და აქ რა ემართება ვერ ვხვდები და რომ ამბობს მაროტა თავდამსხმელებზე რაგაცებს ცვენს თავდამსხმელებს ვისაც ათამაშებს(მატრი კვალიარელა ბორიელო ვუჩინიჩი) სულ 15 გოლი აქვთ გატანილი და ამით ყველაპერი ნათქვამია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო იბრას 18 გოლი აქ გატანილი და ამატ რა ცჰირტ ვერ ვგებულობ. რაც უფრო დრო გადის მიტ უფრო მეტად მიშლის კონტე თავის ექსპერიმენტებით ნერვებს… Read more »

mikheil katsitadze
12 years ago

აუ ელჯერო ელიააა ათამაშეთ და შანსი მიეცით რაააა, ტიპი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ჰოლანდიაშიც დაამტკიცა და გერმანიაშიც , ამ კონტეს რით ვერ მოაწონა თავი , ან ამ ვუჩინიჩს არ ჯობია, დადის სტადიონზე :forza: :forza:

NILSON
12 years ago

ქლიბი ხარ მაროტა : )

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x