ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი 20 დღეს გამოტოვებს, კიელინი 10 დღეს იუქმებს

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველებმა, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ დღეს ფორნაკას კლინიკიას მიაშურეს და “კიევოსთან” მატჩში მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო შემოწმება გაიარეს.როგორც გაირკვა, ანდრეა ბარძალის მარჯვენა ფეხის კუნთზე აქვს პრობლემები და იგი 20 დღეს იუქმებს, კიელინის კი მარცხენა მუხლზე მიღებული ტრავმის გამო 10 დღეს მოუწევს მწვანე მინდორს მიღმა ყოფნა.უკანახაზელების არ ყოფნაში დაცვის ცენტრს ლეონარდო ბონუჩი და მარტინ კასერესი გაამაგრებენ, ფლანგებზე კი შტეფან ლიხტშტაინერი და პაოლო დე ჩელიე იმოქმედებენ.

ჯორჯო კიელინი : გამოტოვებს “ბოლონიას”  “ჯენოას” წინააღმდეგ მატჩებს.იტალიელი მცველი მოედანს სავარაუდოდ 18 მარტს, არტემიო ფრანკზე დაგეგმილ მატჩში დაუბრუნდება, რომელსაც ანტონიო კონტეს გუნდი “ფიორენტინას” წინააღმდეგ გამართავს, ფლორენციაში.მაქსიმუმ ჯორჯოს დაბრუნება შესაძლოა 21 მარტამდე გადაიდოს და 27 წლის მცველი მწყობრში “მილანთან” თასის საპასუხო დაპირისპირებისთვის ჩადგეს.

ანდრეა ბარძალი : გამოტოვებს “ბოლონიასთან”, “ჯენოასთან”, “ფიორენტინასთან” მატჩებს, ასევე როსონერისთან იტალიის თასის საპასუხო დაპირისპირებას.მიმდინარე სეზონში ბიანკონერების ერთ-ერთი ლიდერი მწვანე მინდორზე სავარაუდოდ “ინტერთან” საშინაო მატჩისთვის დაბრუნდება.მაქსიმუმ ანდრეას დაბრუნება შესაძლოა “ნაპოლისთან” შეხვედრამდე გადაიდოს, რომელსაც ტურინელები ასევე საკუთარ მოედანზე გამართავენ, პირველ აპრილს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
12 years ago

იმიტომ ვამბობდი რომ ტრავმებისგან დაზღვეულები არავინ არის ასე რომ ზაფხულში 2-3 კაცი დაგვჭირდება დაცვაში და 2-3 კაციც თავდასხმა ნახევარ დაცვაში
მცველები: ჰუმელსი (ვერტონგენი, ვერმაელენი), კოლაროვი, ციგლერი
ნახევარ მცველები: ლავეცი, ერიკსენი (ჰაზარი, ნაინგოლანი)
თავდამსხმელები: დესტრო, კავანი (ვან პერსი, იგუაინი, დამიაო, მატიას სუარესი)
შემდეგ გუნდიდან გავუშვებდი: გროსო, პადოინი, ესტიგარიბია, ვუჩინიჩი, ბორიელო, მანინგერი, კრასიჩი, ელია და განათხოვრებულ ფეხბურთელებს ბონიპერტი, ჯანდონატო, პასკუატო, სორენსენი ამათ გარდა ყველას
ასევე პრიმავერადან დავიმატებდი 2-3 ახალგაზრდას.

Leo Messi
12 years ago

ასეთი სასტავით კიდე ბევრს ქაჩავს იუვე. ერთი კაი თავდამსხმელი არაა გუნდში

bakajuve777
12 years ago

ეგ ბონუჩი მაშინებს :roll:
მჯერა რო მოვიგებთ :juventus: :juventus: :juventus: :juventus:

Nodari gogaladze
12 years ago

მე მგონია, რომ თავისუფლად გაართმევენ თავს ბონუჩი და კასერესი,იმედია :juvee:

levan
12 years ago

მეც მაგის იმედი მაქ რო ეგრე იქნება

juventino3969
12 years ago

ეგ არაფერი. მაინც ლომები არიან და გაარღვევენ ბოლონიასაც და სკუდეტოსაც მოიგებენ. :D

12 years ago

ბარძალი და კიელინი…აი სად დაგვერხა!!!

giorgi kodua
12 years ago

ისევ ბონუჩის იმედზე ვიქნებით ბოლონიასთან… ეს სასტავია ბოლონიასთან

ბუფონი

ლიხშტაინერი კასერესი ბონუჩი(ავტოგოლი) დეჩელე(კუ)

ვიდალი პირლო მარკიზიო

პეპე მატრი ჯაკერინი

levani ...
12 years ago

დაცვას არაუშავს მთავარია ნახევარდაცვაში არ მოგვაკლდეს ხალხი მანდ ყველაზე მაგრად უჭიეს იუვეს

shalalo demuria
12 years ago

ეუუუუფ სუ დაგვხატავს ეხა ეს ტრავმები:(((( ესღა გვაკლდა, თავდასხმა ვერ თამაშობს და დაცვის იმედზე ვიყავით და ეხა რაგაც ცუდს მიგრძნობს გული. არააუშავს მთავარია პადოინი და ბორიელო გვყავს გუნდში და გვეშველება რამე, თან ბეპე მაროტაც ტრიბუნებიდან მხარს გვიჩერს და ეს იმხელა მოტივაციას აძლევს გუნდ რო კიელინის და ბარძალის გარეშეც მოვიგებთ… ისე მაროტამ შეიძლება იფიქროს და ვინმე უმაღლესი დონნის მცველი, ვარსკვლავი გადმოვიყვანოთ იუვეშ მაგალითად ლობჟანიძე ან ვინმე სხვა ვარსკვლავი….

Di Francesco # 1
12 years ago

მომავალ თამაშებს თუ გადავხედავთ მილანი გახდება ჩემპიონი, ჩვენების იმედი კი მაქ რო ყველა გრანდს მოვუგებთ (მითუმეტეს სულ გრანდებთან დაგვრჩა თამაშების უმეტესობა) მარა მილანი დარწმუნებული ვარ რო მაქსიმალურად მოიგებს მოსაგებს, მარა მაინც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ
მთავარია თასი რო უტიტულოთ არ დაიწყოს კონტემ, მერე სკუდეტოსაც მოიგებს და ლიგასაც, წელს მინიმუმ თასი იქნება
:italy: :achuu: :italy:

d a v i d
12 years ago

რომელ საათზე იწყება ხომ არ იცით იუვეს თამაში? იმედია 23:45 არ დაიწყება :achuu: :givi:

Nachke
12 years ago

პირველი ფრე გავაგორეთ ამათთან და მეორეჯერ აღარ უნდა დავკარგოთ ქულები. ყველაფერი უნდა დადონ ბიჭებმა

ika_2488
12 years ago

ეგ ცუდი რო ამდენ ხანს დაგვაკლდებიან მაგრამ ელია რო ათამშოს ვინ ან რამდენი ფეხბურთელი უნდა დაინმტვრეს ნეტა ეგ გამაგებია :forza: :forza:

giorgi papuashvili
12 years ago

ეს გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის იმედია არ გადაებმევა ახლა ტრანვები როგორც შარშან :forza: :forza:

NEDVEDA11..
12 years ago

ძალიან ცუდი…

d a v i d
12 years ago

3თუ4 მცველით გავალთ ნეტა ბოლონიასთან? ანუ 3-5-2 თუ 4-3-3 (4-4-2) ტაქტიკით? :forza:

Arancia Meccanica
12 years ago

აი საიდან დაიწყო რეალური სირთულეები.. ორი საუკეთესო დაცვის ბურჯი ერთდროულად გამოგვაკლდა.. კასერესი და ბონუჩი მარცხნივ პეჩენია ეჰ.. და დაბრუნებით ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნდებაო.. რომელი ტრავმირებული ნახეთ ოპტიმალური ფორმით რო დაბრუნდა ძირითადში.. ფორცა იუვე..
:forza:

AnonyMous
12 years ago

მე ვფიქრობ მართლა არაა საპანიკო. კონტემ ცოტა რო გადაახალისოს შემადგენლობა ნუ დაცვაში ფაქტიურად გადახალისდება, ნახევარდაცვაში და თავდასხმაში უფრო მაგარი იქნება. ასე მგონია უფრო მონდომებით ითამაშებენ ბიჭები და ჩვენ სასიკეთოთ დამთავრდება შეხვედრები,

juve_juve
12 years ago

იმედია ოპტიმალურ ფორმაში იქნებიან რომ დაბრუნდებიან

bacho kochlashvili
12 years ago

თასს უნდა მივაწვეთ სერიოზულად :chuvak:

gag100
12 years ago

ცუდადაა საქმე :boli:

JIORJIO
12 years ago

:blin: ბარძალის გარეშე რთულია, მაგრამ არც ისე საპანიკო :juvee:

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x