ბარძალი 20 დღეს გამოტოვებს, კიელინი 10 დღეს იუქმებს
ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველებმა, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ დღეს ფორნაკას კლინიკიას მიაშურეს და “კიევოსთან” მატჩში მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო შემოწმება გაიარეს.როგორც გაირკვა, ანდრეა ბარძალის მარჯვენა ფეხის კუნთზე აქვს პრობლემები და იგი 20 დღეს იუქმებს, კიელინის კი მარცხენა მუხლზე მიღებული ტრავმის გამო 10 დღეს მოუწევს მწვანე მინდორს მიღმა ყოფნა.უკანახაზელების არ ყოფნაში დაცვის ცენტრს ლეონარდო ბონუჩი და მარტინ კასერესი გაამაგრებენ, ფლანგებზე კი შტეფან ლიხტშტაინერი და პაოლო დე ჩელიე იმოქმედებენ.
ჯორჯო კიელინი : გამოტოვებს “ბოლონიას” “ჯენოას” წინააღმდეგ მატჩებს.იტალიელი მცველი მოედანს სავარაუდოდ 18 მარტს, არტემიო ფრანკზე დაგეგმილ მატჩში დაუბრუნდება, რომელსაც ანტონიო კონტეს გუნდი “ფიორენტინას” წინააღმდეგ გამართავს, ფლორენციაში.მაქსიმუმ ჯორჯოს დაბრუნება შესაძლოა 21 მარტამდე გადაიდოს და 27 წლის მცველი მწყობრში “მილანთან” თასის საპასუხო დაპირისპირებისთვის ჩადგეს.
ანდრეა ბარძალი : გამოტოვებს “ბოლონიასთან”, “ჯენოასთან”, “ფიორენტინასთან” მატჩებს, ასევე როსონერისთან იტალიის თასის საპასუხო დაპირისპირებას.მიმდინარე სეზონში ბიანკონერების ერთ-ერთი ლიდერი მწვანე მინდორზე სავარაუდოდ “ინტერთან” საშინაო მატჩისთვის დაბრუნდება.მაქსიმუმ ანდრეას დაბრუნება შესაძლოა “ნაპოლისთან” შეხვედრამდე გადაიდოს, რომელსაც ტურინელები ასევე საკუთარ მოედანზე გამართავენ, პირველ აპრილს.
nocerino
ბენფიკა და ლიონი საპირისპიროდ წამოვა, მაგას ჯობია, ლიონის გასვლა და ზენიტის გასვლა დაწერო, და სიტი დააზღვიე
რა კუშებია ღადაობ ? ))) რამდენს დებ და რამდენი უნდა მოიგო :D ბაიერნი უეჭველი იგებს და ინტერი არ ვიცი )) გუშინ რასაც ვუყურე ფარაა მტელი ინტერი…
http://www.facebook.com/photo.php?fbid=386000741429688&set=a.199637580066006.54506.100000592965336&type=1&theater
შეცვლიდით რამეს?
სადმე ატვირთე რა.რა სურათია ვერ ვნახულობ )
ფეისბუქი ჩართე და ისე ნახე, ისე სად ტვირთავთ ხოლმე?
ვრთავ და წაშლილიაო წერს..პიქ.გე ზე ვტვირთავდი ხოლმე და წესით უნდა იყოს კიდე ) ან ალშარეზე ატვირთე და დალინკე.მაინტერესებს რა სურათია
http://allshares.ge/download.php?id=A528B22781
ძაან ძნელი კალენდარია,გავმაგრდეთ და ვნახოთ რა იქნება :-|