“იუვენტუსთან” აკვაფრესკა გამოირიცხა
ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მატჩს სტეფანო პიოლის “ბოლონია” სერიოზული დანაკლისით ხვდება. საქმე იმაშია, რომ “ნოვარასთან” შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის ავტორი, რობერტ აკვაფრესკა ბიანკონერებთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.იტალიელმა წინახაზელმა დაზიანება გუშინდელ შეხვედრაში მიიღო და როგორც გაირკვა, მას მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი.გამოჯანმრთელების სავარაუდო ვადა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.აქვე გეტყვით, რომ “კალიარის” ყოფილი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მოედანზე 21 – ჯერ გამოჩნდა და 5 გოლის გატანა შესძლო, მათ შორის ორი ბოლო ორ შეხვედრაში.ასევე გაურკვეველია “ბოლონიას” კიდევ ერთი მოთამაშის, ანდრეა რაჯის თამაშის საკითხი, უკანასკნელი ინფორმაციით, ცენტრალურ მცველს მარჯვენა მუხლის ტრავმა აქვს და ოთხშაბათის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
უნდა მოვიგოთ თორე გავტყდებით უკვე ..
დი ვაიოც კარგად გაგვიტანს გოლ(ებ)ს.
ვისაც გამოაკლდა წამყვანი ფეხბურთელი ყველამ გაგვამწარა და იმედია ბოლონიას არ გამოუვა ეს გამწარება
ეგრე აკლდა წამყვანები კიევოს და კი მოგვართვეს მაინც