ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსს” კიელინი და ბარძალი გამოაკლდნენ

ტურინის “იუვენტუსს”, ოთხშაბათს, “ბოლონიასთან” გასვლითი მატჩის ჩატარება დაცვის ხაზის ორი ლიდერის, ჯორჯო კიელინისა და ანდრეა ბარძალის გარეშე მოუწევს. ორივე ცენტრალური მცველი “კიევოსთან” დაპირისპირებისას დაშავდა. ბარძალიმ, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონის აბსოლუტურად ყველა მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე, პირველივე ტაიმში შეცვლა მოითხოვა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, ხოლო რაც შეეხება კიელინის, იგი მატჩის ბოლო წუთების მანძილზე ფეხმტკივანი თამაშობდა, რადგან გუნდს სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდა. ორივე მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და მათი დაბრუნების ზუსტი თარიღებიც სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა. La Stampa – ს ვარაუდით, ბარძალის ერთი კვირით მოუწევს უქმობა, კიელინი კი 3 კვირის შემდეგ დაუბრუნდება მწვანე მინდორს.

წყარო: Football-Italia

57 thoughts on ““იუვენტუსს” კიელინი და ბარძალი გამოაკლდნენ

  1. ძაან არა სტაბილური თავდასხმა გვყავს რა მატრი თუ მაგრად თამაშობს ზატო მეორე თავდამსხმელი ვერაფერს აკეთებს ან პირიქით ან კიდე საერთოდ თავდასხმა 0-ია ხოლმე N1 მინუსია იუვენტუსის.

    1. მე კიდე 4-4-2 ტაქტიკას არაფერი მირჩევნია რა :love:

      რა დრო იყო

      —-დელ პიერო-ტრეზეგოლა—
      –ნედვედი———-კამორა

      :love:

    2. აუ რატო არ შეიძლება თუნდაც ერთი ტაიმი ათამაშოს კონტემ დელ პიერო არ გახსოვთ შარშან როგორ ფორმაში იყო? :oldman: არამგონია ერთ წელიწადში ბერდებოდეს ადამიანი შევე** ვუჩინიჩს დაყენოს რა დელპოოო :juvee:

  2. უნდა გადაახალისოს გუნდი ბოლონიასთან თორე ან წავაგებთ,ან კიდე ფრეს ვითამაშებთ. გარისკე კონტე, ჯობს წააგო ვიდრე სულ ფრე ითამაშო.

    ——-ჯიჯი—-
    ლიხტო–კასერესი–ბონუჩი–პონი–
    —-ვიდალი—პირლო—მარკიზიო–
    —–ელია—მატრი–კუალიარელა

  3. შეიძლება უკეთესიც იყოს,აქამდე გაიტანდნენ ერთ გოლს და მერე ბარცალი-კიელოს იმედზე იყვნენ და აგორებდნენ ბურთს,ახლა კი იქნებ შეეშინდეთ უკანა ხაზის და მეორეზეც იფიქრონ სერიოზულად :lool: :lool:

  4. ———————–ბუფონი——————————

    ———–ლიხტა(კასერესი)—ბონუჩი—–დეჩელიე(ესტიგარიბია)—–

    პეპე———–ვიდალი—–პირლო——-მარიკიზიო—ჯაკერინი—-

    ———————–მატრი —-კვალი(ვუჩინიჩი)—————

    აი ესეთს ვარაუდობ მე,,,3-5-2 ტაქტიკა :forza:

    1. საშიში და რომელი, თან წელს კილინი მაგარ ფორმაშია :forza: ანუ ისეთ ფორმაში როგორსაც ვიცნობდით და არა შარშანდელი კილინი :givi: ფუ რა იყო მაშინ ცელი იყო იმენა რაა :buhee:

  5. ბარძალი ერთ თამაშს გამოტოვებს და კიელინი ალბათ ორს.
    კოშმარია,ისედაც გვიჭირს და დაცვის ორი მთავარი ბურჯი დავკარგეთ.
    შანსი უაცილებლად კასერესს :up:

    მიდი კასე, დაუმტკიცე კონტეს :juvee:

  6. წესით ბონუჩი და კასერესი უნდა დადგეს.. რავიცი მე არ ვნერვიულობ დაცვაზე.. ბონუჩი ცოტა არასტაბილურია მაგრამ ისე ვოლკია.. ახლა შეიძლება კაი ხანი აღარ დაუშვას შეცდომა. კასერესი კი აგერ დაგვჭირდა – მისი იმედიც მაქვს.. მთავარია წინ რას იზავენ ის არაფრის მაქნისები :vaime: :boli:

    1. ლა სტამპას ვარაუდია, იმედია ცდებიან, ერთი კვირაც რო დააკლდეს შეღავათია ძალიან დიდი, იმედია 2 კვირაზე მეტი მაინც არ აღმოჩნდება. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ბოლონიასთან ორივე გამოირიცხა, მძიმე მატჩი გველის…

  7. d a v i d

    3 მცველით თუ ვითამაშებთ, სამივე მცველი ცენტრალური იდგება უკან, ლიხტშტაინერიც და დე ჩელიეც განაპირა მცველები არიან, გამორიცხულია ეგ განლაგება

    1. რატოა შეუძლებელი, 3 მცველით ვითამაშებთ და უფრო შემტევი სტილის ტაქტიკას აირჩევს კონტე :forza:

  8. აბა ვნახოთ ამათ გარეშე რას იზავენ.
    ვუჩინიჩი დასვას სკამზე კონტემ რა არ ვიცი რა მოუვიდა ტიპი თავისთვის დარბის სტადიონზე და არც გამოსდის ვერ გავიგე რა მოუვიდა.

    1. 100% ვუჩინიჩი ძირითადში იქნება აგერ ნახე თუ არა :juvee: 2 ლიდერი გამოგვაკლდა უკვე და არამგონია უთამაშებელი ელია შემოიყვანოს მაგას ურჩევნია ისე ვუჩინიჩი ათამაშოს :chuvak: ასე რო ექსპერიმენტებისგან კონტე თავს შეიკავებს :juvee:

  9. 1juve
    ალბათ 3 მცველით ვითამაშებთ ლიხტა ბონუჩი დე-ჩელიე… 3-5-2 ტაქტიკა ესტიგარიბიასაც შეიძLია დაცვაშI თამაში :forza:

  10. აუუუ ეს გვინდოდა კიდე :@კიდო კაი ბოლონია არ არის იმნაირ მეტოკე რომ რაცხა გვიქნას ბარჯალი იმედია მილანტან იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.