ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი: ” “იუვენტუსი” სტვენას არ იმსახურებს “

ლუჩიანო მოჯი მისთვის მიძღვნილ ყოველკვირეულ ტელეგადაცემას, რომელიც ერთღდროულად რამდენიმე არხის მიერ ტრანსლირდება, გასულ კვირასაც ეწვია. “იუვენტუსის” ყოფილი სპორტული დირექტორი “სერია ა” -ს გასულ ტურში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს…

“იუვენტუსი” სტვენას არ იმსახურებს

რეალურად არ მესმის და ვერც ვერანაირად გავიზიარებ იმ სტვენით გამოხატულ პროტესტს, რომელიც გულშემატკივარმა კონტეს “კიეოვსთან” შეხვედრის შემდეგ ტრიბუნებიდან აგრძნობინა. “იუვენტუსი” ბრწყინვალე სეზონს ატარებს გუნდით, რომელიც ძალიან შორსაა შეფასებისაგან “მაღალი კლასის”, ამიტომაც, მხოლოდ და მხოლოდ, აპლოდისმენტებს იმსახურებს. ბრძოლა “მილანთან” დღემდე გრძელდება, მაგრამ საერთო ხარისხი მილანელთა დონეს, ცხადია, საგრძნობლად ჩამორჩება. ”

სამწუხაროდ, “იუვენტუსმა” იმ ხალხის შენარჩუნება ვერ შეძლო, ვინც რამდენიმე წლის წინ დიდი შრომის ფასად გადმოვიბირე, მათ შორის იბრაჰიმოვიჩზეც ვსაუბრობ. დღეს გუნდი ამ შეცდომებზე აგებს პასუხს. ვფიქრობ, ახლა ყველას ესმის, რამხელა შეცდომა იყო 2006 წელს შვედის “ინტერში” გასხვისება. ”

გუნდს იმ წნევასა და წნეხთან ბრძოლა უწევს, რომელიც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან გუნდის პირველ პოზიციაზე გადასვლისთანავე ჩნდება. გუნდმა ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

გამოცდა “მილანისთვის”.

“მილანის” მიერ “პალერმოსთან” მოპოვებულმა საოცარმა გამარჯვებამ გუნდს სამ ქულაზე მეტი მისცა. “მილანმა” ძალების დემონსტრირება მოახდინა და ყველას დაანახა, რომ იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების შემდეგ, ეს ჩემპიონატის უძლიერესი გუნდია. რაც შეეხება გალიანის საქციელს, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ცნობილი რომ გამხდარიყო, თუ როგორ ჩავედი შესვენების დროს მასჯთა მოსასვენებელ ოთახში. ”

“პარმა” – “ნაპოლი”, ვალერის მიერ გაფუჭებული მატჩი.

ეს შეხვედრა არ მომეწონა. მატჩი მსაჯმა არაერთი გაუგებარი გადაწყვეტილებით გააფუჭა. მათში “ნაპოლის” გამარჯვებამდე მიყვანის სურვილი აშკარად იგრძნობოდა, მაგრამ ნეაპოლიტანელები ამას ნამდვილად არ იმსახურებდნენ. ის, რომ ეს სამი ქულა დაუმსახურებელი იყო, მაცარიმაც აღნიშნა. ”

“ინტერისთვის” “კალჩიოპოლის ეფექტი” დასრულდა.

“ინტერი” სეზონის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს. ახლა გუნდი უბრალოდ განადგურებულია. “კალჩიოპოლის ეფექტი” დასრულდა. რაც შეეხება მორატის, სისულელეების თქმის არცერთ შანსს არ ტოვებს. მისი კომენტარები მუნტარი-ბუფონის ეპიზოდთან დაკავშირებით? ნუ, რა თქმა უნდა, მისი მეკარე იმ წამსვე მსაჯთან გაიქცეოდა და ყველაფერს ეტყოდა. და ადრიანომ რატომ არაფერი უთხრა მსაჯს “მილანისათვის” გატანილი გადამწყვეტი გოლის შემდეგ? ან მაიკონი რატომ დუმდა, როცა სამმეტრიანი თამაშგარიდან შეაგდო “სიენასთან” ?”

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

45 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi kodua
12 years ago

‘იუვენტუსი” ბრწყინვალე სეზონს ატარებს გუნდით, რომელიც ძალიან შორსაა შეფასებისაგან “მაღალი კლასის”, ამიტომაც, მხოლოდ და მხოლოდ, აპლოდისმენტებს იმსახურებს. ბრძოლა “მილანთან” დღემდე გრძელდება, მაგრამ საერთო ხარისხი მილანელთა დონეს, ცხადია, საგრძნობლად ჩამორჩება. ”

ეს ანტონიო კონტეს კომენტარია მათვის ვინც გაგებაში არა ფეხბურთის და აქ ბევრია ესეთი თავმოყრილი! ეხლა მაინც მიხვდეთ ეგებ რომ კონტეს კიარა ფეხბურთელების საერთო დაბალი დონის ბრალია ბევრი რამ… და კონტემ რაც გააკეთა და აკეთებს სასწაულის ტოლფასია!!!

12 years ago
Reply to  giorgi kodua

:up: სწორად და კარგად თქვი..
მაგრამ კიევოსთან ქულები კონტემ დაკარგა.. ამას ვერ გავექცევით :boli:

giorgi kodua
12 years ago
Reply to 

ნაწილობრივ გეთანხმები… ვუჩინიჩი თუ დააკვირდი ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მის დაბრუნებას საერთოდ არ ცდილობდა… არადა იუვენტუსში სწორედ ესაა მთავარი პრინციპი რასაც კონტეს ფილოსოფია ეფუძნება და რის შედეგად უხეშად რომ ვთქვათ გუნდი აგწევს წარმატებას… ჩათვალე რომ კიევოს 10 კაცით ვეთამაშებოდით… კიევო კი ზესტაფონი ან გორის დილა არაა რომ ასეთი რამე არ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ რაგდან იუვესთან ამგვარ იაღლიშებს უზის… პლიუს ამას ბონუჩი რომელიც კიდევ ვიმეორებ იუვეს დონის მცველი არაა!!! მან შეილება ითამაშოს წარმატებით ბარიში ან ისევე კიევოში, მაგრამ არა იუვეს დონის გუნდში რომელიც სრულყოფილების ეტალონი უნდა იყოს ყველა რგოლში… ბონუჩის მაგივრად მე მაგალითად კასერეს დავაყენებდი და გოლს მაინც არ გაიტანდა საკუთარ კარში..… Read more »

giorgi-10
12 years ago
Reply to  giorgi kodua

ფეხბურთი თუ ცოტა გესმის ისიც უნდა შეამჩნიო, რომ ვუჩინიჩი ყველა ჩვენს თავდამსხმელს კლასით ძალიან აღემატება, ბოლობოლო ლიგაზე რა გოლები აქვს გატანილი. მე პირიქით მეჩვენება რომ მარტო ეგ წვალობს თავდასხმაში და მატრის გოლების 60% მისი პასებით გადის!

AnonyMous
12 years ago

ყოველ შემთხვევაში ერთხელ წესიერად ხო უნდა ნახოს საქმეში რას წარმოადგენს ელია. დერბ ქოუნთრს რო ვეთამაშეთ მაშინ თუ ნახეთ ელიამ კარგად ითამაშა. მემგონი რაგაც უაზრო ახირების გამო არათამაშებს თორე არმგონია მე რო ელია თუნდაც კრასიჩი სხვაზე ნაკლებად ირჯებოდეს ვარჯიშებზე. სისულელედ მიმაჩნია. კრასიჩზე კიდე შეიძლება ითქვას რატომაც არაძლევს უკვე შანს მარა ცოტა გადახალისება უნდა გუნდს. ერთი და იგივე ფეხბურთელები რომ გამოყავს თითქოს კი არადა მართლა დათრგუნულები არიან. ალბათ ყოველ თამაშში მიზანი აქვთ რომ არწააგონ. თავისთავად უნდა გქონდეს მარა აშკარად გადაგლილები არიან და ცოთა ისეთი ფეხბურთელი უნდა გამოუშვას ვინც საკუთარ თავზე აიღებს თამაშსს… ეს მატრი კიდე მაგრად არმევასება თუ გაუმართლა კი გააქვს გოლები… Read more »

Di Francesco # 1
12 years ago

აქმდე ვინ რაა გააკეთა

ჯიჯი——-9.5
ლიხშტაინერი———8.5
ბარძალი———-9
ბონუჩი———7.5
კიელინი——-8.5
პეპე———9
პირლო——–9
მარკიზიო———8
ვიდალი———-8
ესტიგარიბია——–7
ჯაკერინი———-7.5
მირკო———7
მატრი———8.5
კვალი———6.5
ბორიელო———-6
კონტე———–10 :chuvak:
:italy: :achuu: :italy:

Giorgi kasrashvili
12 years ago

ბევრიც არ მიშრომია, მაგრამ თუ არ დაგეზარებათ წაიკითხეთ ბიჭებო… თქვენს და იუვეს სიყვარულშია დაწერილი… 12 მატჩი მშრალად შეინახა ჯიჯიმ კარი… 9 გოლი გავუშვით შინ და 8 გასვლაზე… 5 ფრე შინ და 7 ფრე გასვლაზე… 8 გამარჯვება შინ და 5 გასვლაზე… ჯენოასა და ნაპოლის გარდა ვერცერთმა გუნდა ვერ შეძლო 1 გოლზე მეის გატანა… 12 ფრიდან დასანანი იყო: შინ – კიევო-ბოლონია-კალიარი-სიენა / ჯენოა – ნუ ხო კაი გასვლაზე – პარმა-კიევო / უდინეზე-ნაპოლი-კატანიაში მისაღები იყო ფრე გასახარი მატჩები: შინ: მილანი-უდინეზე-ფიორენტინა-პალერმო მილანი – ვაგინეთ კონტეს ზამენის არ გაკეთების გამო და აი მარკიზიოს დუბლი და ყველანი გავჩუმდით. უდინეზე – მატრის დუბლით ვხარობდით მეტად ვიდრე 3… Read more »

Gio Darja
12 years ago

მართლაც ტო ვინმეს გჯერათ რომ კონტეს ან კრასიჩი ან ელია სახეზე არ მოსწონს და იმიტომ შემოჰყავს ? რატომ ათამაშებს მაშინ ესტიგარიბიას და ჯიაკერინის, არ არიან ეგ ფეხბურთელები ისე რომ იმსახურებდნენ თამაშს, როცა ფორმაში იყო ათამაშა 1-2 თამაში..კრასიჩს საერთოდ არ ვცნობ მე მაღალი კლასის ფეხბურთელად, არაფერი არ იცის ტიპმა სირბილის და ბურთის დაკარგვის მეტი, არ იმსახურებს და არც თამაშობს :)) პირადად ჩემთვის ჯიაკერინი მეტად პროდუქტიულია ვიდრე კრასიჩი..

| Newsphere by AF themes.
45
0
Would love your thoughts, please comment.x