ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” ვუჩინიჩს გაცილებით მეტი შეუძლია “

ბოლო მატჩებში “იუვენტუსს” ქულების დაგროვება უჭირს, გუნდის შემადგენლობიდან კი ერთ–ერთი, ვისაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ, მირკო ვუჩინიჩია. მონტენეგროელი ფეხბურთელის აგენტმა, დეიან სავიჩევიჩმა, TMW – ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან სცადა თავისი კლიენტის უღიმღამო ასპარეზობის მიზეზი აეხსნა…

“მირკო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ აჩვენებს. მას მუხლის ტრავმა აწუხებს, სწორედ ამის გამო დაჰყო მონტენეგროს შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე 45 წუთი. ვუჩინიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა “იუვენტუსის” ტიფოზერია არავის არაფერს პატიობს. როცა მას დაცვაში აქტიურად თამაში და მცველად გარდაქმნა უწევს, შეტევაში იმდენად სარგებლიანად  ასპარეზობა უჭირს. მირკოს მოედანზე მეტი თავისუფლება სჭირდება, ამის შემდეგ ის გუნდს მეტ სარგებელს მოუტანს. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩემს კლიენტს რთული პერიოდი აქვს, მას გოლი სჭირდება და შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.” – განაცხადა სავიჩევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ვუჩინიჩი “იუვენტუსში” გასულ ზაფხულს, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმობარგდა და შავ–თეთრი მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იგი ანტონიო კონტეს 4–3–3 სქემაში გამოკვეთილ ფორვარდად არ თამაშობს და ძირითადად მარცხენა ფლანგზე იკავებს ადგილს.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
achaia
12 years ago

მეც მახსოვს იყო მოსაზრებები მრავლად იმაზედ, რომ ვუჩინიჩი უძლიერესი ფორვარდიაო, ესაო და იუვეს მაგრად მოერგებაო, იუვეს ძველი დიდების სახელის აღდგენის ერთ-ერთი სულისჩამსდგმელი იქნებაო—და სადაა ეს, თუ კიდევ დრო უნდა მივცეთ გამოამჟღავნოს თავისი ექსტრა-კლასი-ეეეეჰ, ეს ყველაფერი არის ფიქცია, ვუჩინიჩი არის კარგი :blin: :offtopic :offtopic :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :bicho: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oldman: :oops: :up: :up:

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x