ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ბოლონია” – “იუვენტუსი”: მატჩს ლუკა ბანტი განსჯის

ხვალინდელ დაპირისპირებას, რომელსაც ტურინის “იუვენტუსი” გასვლაზე, “ბოლონიას” წინააღმდეგ ჩაატარებს, ლუკა ბანტი განსჯის. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ამ არბიტრმა უკვე იმსაჯა “ბიანკონერის” მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ შეხვედრაში, სადაც იტალიის თასის მეოთხედფინალში ტურინულმა გრანდმა დედაქალაქური “რომა” 3-0 დაამარცხა. საერთო ჯამში ბანტიმ “იუვენტუსის” მონაწილეობით 12 მატჩში იმსაჯა, აქედან 9-ჯერ გამარჯვება “ბებერ ქალბატონს” დარჩა, ერთადერთხელ დაფიქსირდა ფრე და ორ შეხვედრაში “იუვე” დამარცხდა. ლუკა ბანტის ასისტენტობას რენატო ფავერანი და ანდრეა ედოარდო გაუწევენ, მეოთხე არბიტრის სტატუსს კი მაურო ბერგონცი შეითავსებს.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

1 thought on ““ბოლონია” – “იუვენტუსი”: მატჩს ლუკა ბანტი განსჯის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.