ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ნესტას გადმობირებას ეცდება

tuttosport -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ “მილანი” ალესანდრო ნესტასთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, “იუვენტუსი” მზადაა იტალიელ მცველს ტრანსფერი შესთავაზოს. ნესტას ამ თვეში 36 წელი უსრულდება და ერთწლიან კონტრაქტს ხელი გასულ ზაფხულს მოაწერა. “როსონერიმ” უკვე ნათლად დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულებამდე არანაირი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის განხილვა არ შედგება. ყოფილმა “ლაციალემ” მოქმედ სეზონში მხოლოდ 12 “სერია ა” -ს თამაში და ხუთი “ჩემპიონთა ლიგის” მატჩი ჩაატარა.

წყარო: tuttosport

37 thoughts on ““იუვენტუსი” ნესტას გადმობირებას ეცდება

    1. მცველია ეტალონია.. გინდ პოზიციის შერჩევა, გინდ სტაბილურობა.. გინდ ართმევაზე თამაში,
      სხვა თუ არაფერი ბევრს ისწავლიან ჩვენი მცველები მისგან : )

  1. ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მცველია ეს ადამიანი….სულ რომ 80 წლის იყოს ნესტა იუვეს მაისურით ნახვა ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება, მითუმეტეს რომ მინიმუმ 2 წელი ბევრს აჯობებს კიდე :)

  2. ლეგენდა :love: თუ გუნდის ხელმძღვანელობა მის მოყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არაფერი მექნება, გენიალური მცველია..

  3. ხვალ ბონუჩის მოუწევს დაცვის ლიდერობა და ვნახოთ რა გამოუვა, მე მგონია რო როცა სხის იმედზე არ იქნება ( ბარძალი კიელინი ) ორჯერ უფრო მოტივირებული იქნება და ბევრად უკეთესს ფეხბურთს ითამაშებს

  4. არ უმართლებს ბონუჩის )) აი ეხლა დიდი გამოხდის წინ დგას,ფაქტიურად დაცვის ლიდერი იქნება 3 თამაში.ვნახოთ რა გამოუვა )

  5. ნესტა კარგი მცველი იყო, ეხლა რა მოგახსენოთ…
    ბონუჩის თუ კიდე 3-5-2-ზე შუა ცენტრ მცველად ათამაშებს კონტე, ერთ მშვენიერ დღეს აქ სტატიას წავიკითხავთ, ლეონარდო ბუნუჩიმ მორიგი ავტოგოლის გამო სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულაო

  6. ხო რა,წამოვიდნენ ახალგაზრდები და უნდა მისცენ შანსი.ნესტას გვერძე მეტს ისწავლი უბრალოდ.

    1. რა შუაშია მკვდრები დელპეროც ეგრე არააა მარა სახეს იხევს ისევ ტალანტი და კლასი არ ბერდება ძმაო ბონუჩის ხო 100000000000000 თავით აჯობებს ყველაფერს რო თავი დავანებოთ მოდიიიიიიიიიი ნესტაააააააააააააააააააა :love: :love:

  7. ბონუჩი ჩემი აზრით კაი მცველად ჩამოყალიბდება,ახალგაზრდაა და წინ ბევრი წლები აქვს ამისგან განსხვავებით.

  8. ისე ეს იცოდეთ – — ნესტას სულ რომ სირბილი არ შეეძლოს და მარტო რომ იდგეს მოედანზე მაინც აჯობებს ბონუჩის :chuvak: თან მცველია და ერთი ორი წელი კიდევ გაქაჩავს

  9. აეეე… რახან ეს სტატია დაიდო უნდა ვაღიარო რომ ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი მცველია.. :vashaa: მოდი ნესტააა.. გინდა 47 წლის იყო მაინც სიხარულით მიგიღებ!!!!! :italy: :forza: :juvee:

    1. პესში იმ გუნდით არ ვთამაშობ სადაც ნესტა არ მყავს დაცვაში.. ანუ იუვეში გადმომყავს სულ :chuvak:

  10. ნესტა და რაღა მოწინააღმდეგის ბანაკში გადავედით ჩირო ფერარა დავაბრუნოთ! ტყუილი მგონია ეს სიახლე მე.

  11. NEDVEDA11..
    რატო სკამისთვის? ზოგჯერ მოუწევს თამაში, ლიხშტაინერი, ბარძალი, ნესტა, კიელინი, რა დაცვა გვეყოლება :chuvak:

    1. მალდინი რო დავაბრუნოთ საერთოდ?

      მე წინააღმდეგი ვარ ამ ტრანსფერის.
      ერთი კანავარო რო დააბრუნეს ეგ იყო მაგარი და მეორე ეს იქნება…

      ფულის დახარჯვა არ უნდათ ამათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.