ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” ზამთარში კუალიარელამ ორი წინადადება უარყო “

ფაბიო კუალიარელას აგენტმა, ბეპე ბოცომ, TMW – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის კლიენტს იანვარში საზღვარგარეთიდან ორი შემოთავაზება მოუვიდა, თუმცა მან ორივე უარყო:“კუალიარელას შეძენას რუსული “ზენიტი” და ესპანური “ვილარეალი” აპირებდა, თუმცა ჩემს კლიენტს “იუვენტუსში” დარჩენა სურდა და იგი ყოველთვის კარიერის შავ-თეთრი მაისურით დასრულებაზე ფიქრობდა. ამასთან ერთად, არც კლუბის ინტერესებში შედიოდა მისი გაშვება. ფაბიო სეზონის დასაწყისში სტაბილურობისთვის იბრძოდა, ახლა კი მოტივირებულია და ხელსაყრელ შანსს ელის. როცა ამის დრო მოვა, იგი კლუბის წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს.” – განაცხადა ბოცომ.

წყარო: Football-Italia

15 thoughts on “აგენტი: ” ზამთარში კუალიარელამ ორი წინადადება უარყო “

  1. სლოვაკეთს რა ჩაუსვა გახსოვთ.. საერთო ჯამში მაგ თამაშს არ უნდა ვიხსენებდე მარა.. ამის გოლი მაინც შედევრი იყო… :forza:

  2. აუ კვალი არ გფაუშვათ თუარა გადავირევი, ყველაზე მეტად მიყვარს ახლებიდან, უძლიერესია კიდე ბევრჯერ გაგვახარებს :love: :love: :love:
    :italy: :achuu: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.