ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სავარაუდოდ დაცვის ცენტრს ვიდალი დაიკავებს

მოგეხსენებათ, რომ ანტონიო კონტეს “ჯენოასთან” მატჩის წინ დაცვის ცენტრის სახით სერიოზული პრობლემები შეექმნა. გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი, გენუაში გასამართ შეხვედრას კი დისკვალიფიკაციის გამო ლეონარდო ბონუჩი გამოტოვებს. “ბიანკონერის” დამრიგებელს მარტინ კასერესის სახით მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი ჰყავს. ამიტომ, არის ვარაუდი იმის შესახებ, რომ დაცვის ცენტრს კასერესთან ერთად “იუვენტუსის” ჩილელი უნივერსალი, არტურო ვიდალი დაიკავებს, რომელსაც მეკარის გარდა ყველა პოზიციაზე აქვს თამაშის გამოცდილება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩილეს ეროვნულ ნაკრებშიც დაცვის ხაზის პირველ დამხმარედ ყოველთვის ვიდალი მიიჩნეოდა.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

საინტერესო მოსაზრებაა, მთავარია აქცენტი გააკეთოს არა სიხისტეზე არამედ მომენტალურ და სწორი ანალიზით სწრაფ გადაწყვეტილებებზე, იტალიაში დაცვა სულ სხვა ფილოსოფიაა;
ალექსს დრო უნდა მიეცეს,ვფიქრობ ალექსთან დუეტში უფრო პროდუქტიული იქნება ვუჩინიჩი-აი, თუ 3-ფორვარდიან სისტემას აირჩევს კონტე მაშინ +კვალი!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

12 years ago
Reply to  BESO BARAMIA

ისე სამ ფორვარდიანი ტაკტიკა მაგარი იქნება.. მითუმეტეს დელ პიერო – ვუჩინიჩი – კვალი. იმედა გაუკატავებენ ნებისმიერს :kenwvla:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  BESO BARAMIA

3 ფორვარდი არაა საჭირო უბრალოდ ძირითადში პადოინი უნდა დააყენოს და ელიას 40 წუთს მაინც თუ მისცემს და წინ დააყენებს მატრი- ვუჩინიჩის დუეტს არამგონია ეგ თამაში ვერ მოვიგოთ

ბარძალი გვჭირდება :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

მაქსიმალურ კორექტულობას გთხოვთ კომენტარის წერისას

George-10
12 years ago

ჩემის აზრით დელ პიეროს ისეთ შანსებს რომ აძლევდეს როგორც ბორიელოს, ვფიქრობ უფრო მეტად შედეგიანი იქნებოდა, ვუჩინიჩი იმსახურებს ძირითადში თამაშს და უნდა შეუწყვილოს დელ პიერო…უნდა მიცეს შანსი ისეთ დიდ ფეხბურთელს როგორიც ალექსია…ადამიანი რომელმაც არასდროს გასაჭირში ჯუვე არ მიუტოვებია და მეტიც მისი დამსახურებით წყდებოდა ყოველთვის იუვეს ბედი…სერია”ა”-ს მრავალი გზის ბომბარდირი,.სერია”ბ”-ს ბომბარდირი და ბორიელო მაინც???მრავალი რეკორდის და ტიტულის მფლობელი..მარტო სახელი იგებს მისი როცა სტადიონზეა…ბორილეოსთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს პირიქით ღმერთმა ქნას მალე ათამაშდეს,მაგრამ ესეთ კრიზისის ჟამს კონტემ ნდობა გამოცდილ ფეხბურთელს უნდა გამოუცხადოს..წარმატებები იუვეს…მე კი ძალიან გული მწყდება დელ პიეროს გამო…თანაც ბოლო სეზონს ატარებს მის საყვარელ გუნდთან

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  George-10

deლ პიერო მეც მიყვარს მაგრამ ეხლა მომკალი და დელ პიერო მოედანზე 90 წუთი ვერ გაქაჩავს და სასტავში ეგრევე ვერ ჩასვავს დაბერდა და ამას უნდა შევეგუოთ

bacho kochlashvili
12 years ago

90 წუთი არც არავინ ამბობს და საერთოდ რო არ ათამაშებს მაგას რა ვუყოთ ? დელპიერო ერთ ტაიმში იმაზე გაცილებით მეტს გააკეთებს ვიდრე ბორიელო მთელ შეხვედრაში :chuvak:

LEVANKA
12 years ago

იუვე ჯერ კიდევ ახლი გუნდია, რომელიც კარგად უნდა შეთამაშდეს და დაიმატოს რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი რაც დარწმუნებული ვარ რომ ზაფხულის ტრანსფერებზე მოხდება. წელს მაქსიმუმი არის იტალიის თასის მოგება და სამეულში მოხვედრა რაც მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი შედეგი იქნება.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  LEVANKA

+1
კარგი იქნება თუ მოვიყვანთ იგუანს მოუხდება ეგ კაცი იუვეს აი ბენზემა მთლად დაგვხატავდა მაგრამ მაგას ვინ მოგვცემს თან რეალიდან არ გადმოვა მაყუთსაც ვერ მიცემთ ჩვენ

kaxa dvali
12 years ago

ერთადერთი კონტეს გამტყუნება შეიძლება ელიას გამო, სხვა მხრივ იდეალურია, გუნდს შემსრულებელი არ ყავს რომ შეტევა დაასრულოს, ფიზიკურად არ არის, ნათელი წერტილი “მატრი” შედარებით, ელიას სათამაშო დრო ჭირდება… დიდი ხანია ამ საიტზე ვარ ყოველ დგე ყველაფერს ვკითხულობდი, უბრალოდ დავიგალე კონტეს გაკრიტიკებით… მესმის რომ მეტი გვინდა მაგრამ არ დავივიწკოდ საიდან დავიწკეთ და წაუგებელი სერია, შარშან ესეთ თამაშებს მუდამ ვაგებდით. ვიმეორებ წაუგებელი სერია…

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  kaxa dvali

და რათ გინდა მერე ეგ წაუგებელი სერია ორმაგად ტეხავს მერე წაუგებელია და ჩემპიონი მაინც ვერ ხდება , რეკორდის მოხსნის მაგივრად მოგებებზე რო ეთამაშა გაცილებით უკეთესად იქნებოდა ყველაფერი :chuvak:

gag100
12 years ago

ბიჭებო პოგბა უკვე იუვესია?

nika kakabadze
12 years ago
Reply to  gag100

ზაფხულში იგეგმება ყიდვა

bacho kochlashvili
12 years ago

დაცვა კაი და თავდასხმას რა ვუყოთ დელპიეროს ისევ არ ათამაშებს ელიაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია კრასიჩი ხო ვაფშე დაიკარგა ბუნებაშიც აღარ არსებობს ეხ კონტე კონტე თავიდან რა კარგად დაიწყე გუნდში კონკურენცია იყო და მანევრირებდი სასტავის მხრივ და ეხა რა გეტაკა ტო რო მიაკვდი ერთ სასტავს :loool: :no არ მესმის უბრალოდ :no

Marchizio
12 years ago

ვიდალი მაგარია ბორიელო ნაგავია

gio lortkipanidze
12 years ago
Reply to  Marchizio

+1

12 years ago

ეს კარგი რაღაც გვყავს

juve mania
12 years ago

თუ გახსოვტ წინა მატში ვიდალი ნახევარი თამაში დაცვაში იყო და ძალიან კარგადაც თამაშობდა :forza:

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x