ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

ზოგჯერ ფრე დანაკლისის გრძნობას გიტოვებს, რადგან ხვდები, მეტს იმსახურებდი. დღევანდელი მატჩი ანტონიო კონტესათვის სწორედ ასეთი იყო. 42 წლის სპეციალისტი “ბოლონიასთან” შეხვედრაზე საუბრობს…

” ჩემი ბიჭების გაკრიტიკება უბრალოდ არ შემიძლია, ისევე, როგორც “კიევოსთან” მატჩში, დღესაც ყველაფერი გაიღეს და შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს ძალიან კარგ გუნდთან, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გოლი კონტრშეტევიდან გავუშვით, შემდეგ გათანაბრება შევძელით და სამი ქულის მოპოვების შანსებიც გვქონდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ დახარჯული ძალებისა და თავდადებისათვის ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი. ვამაყობ, როცა ასეთი ფრეების შემდეგ მათ სახეებს ვუყურებ, აშკარაა, ნელ-ნელა ვიგებთ გამარჯვების გემოს. ”

” რა თქმა უნდა, გაშვებულ გოლს ჩვენთვის კარგი სამსახური არ გაუწევია, დიამანტის, რამირესისა და დი ვაიოს კლასის ფეხბურთელებმა იციან კონტრშეტევებზე თამაში. დაკარგული ქულების გამო განაწყენებული ვარ, რადგან ჩემმა ბიჭებმა მოგება დაიმსახურეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბარცალი-კიელინის გარეშე მოგვიწია თამაში, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც შეგირდების შექება მსურს. შესაძლოა, ვიდალი დავწიოთ უკან, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. სამი ქულის ასაღებად ვემზადებით, ისევე, როგორც დღევანდელი მატჩის წინ. ”

” როცა ხალხი “რეგრესზე” იწყებს საუბარს, აშკარაა, რომ ისინი მხოლოდ სტატისტიკას უყურებენ. ვფიქრობ, დღესაც, ამ ექსტრემალურ სიტუაციაში, დავამტკიცეთ, რა საოცარი ადამიანები და ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ გუნდში. რაც შეეხება შეტევის ხაზს, ვუჩინიჩმა შეაგდო, ბორიელოს კი კარგი შანსები ჰქონდა. შემტევებმა ის გააკეთეს, რაც ევალებოდათ. ბორიელო ფიზიკურად ძალიან ძლიერია, შეუძლია პოზიცია შეინარჩუნოს და შემდეგ ბურთს სწორი მიმართულება მისცეს. .. თამაში კი ხშირად გვიწევს, სანაკრებო მატჩებისა და გადადებული შეხვედრების გამო კალენდარი დაგვეძაბა, გადატვირთვა გვჭირდება. ამ გადმოსახედიდან, გადაწყვეტილებები აუცილებლობებითაა ნაკარნახევი, ასევე ჩემი ხედვებითა და სათამაშო სტილით. ”

” გაძევება? სათადარიგოთა სკამთან სიტუაცია დაიძაბა, მსაჯის გადაწყვეტილების გამო პროტესტს გამოვხატავდი. ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გევრდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

53 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
12 years ago

კონტეს ფანებო (ერთ დროს მეც აღფრთოვანებული ვიყავი მისით) გასაგებია ყველაფერი რომ გუნდს მებრძოლი სული დაუბრუნდა და ა.შ. მაგრამ პირდაპირ გეკითხებით (იქნებ თქვენ მითხრათ პასუხი და მართლა მე ვერ ვხვდები): რატომ არ აძლევს შანსს დელ პიეროს ამ გადათვირთულ გრაფიკში მაინც…გასაგებია რომ გუნდიდან მიდის და იმ თავდასხმის შეთამაშებაზე ზრუნავს ეს კაცი, რომელიც მომავალ სეზონში უნდა იყოს, მაგრამ ჯერ ერთი კაცმა არ იცის მატრის გარდა კიდე ვინ დარჩება გუნდში და მეორეც, თუ ქულებს დავკარგავთ ამასობაში იქნებ უფრო დიდი საქმე ფუჭდება ვიდრე კეთდება??!!!!!მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს…

Luka Makharashvili
12 years ago

მიყვარს ეს გუნდი

juveman
12 years ago

ისე მართლა სირცხვილია დელ პიერო სკამზე იჯდეს და რომაში ძირითადიდან ამოვარდნილი ბორიელო მოედანზე დარბოდეს!!!!
კაი მწვრთნელია ორი აზრი არ არის ამაზე, მაგრამ ხანდახან უცნაურად იქცევა ძალიან….მგონი ჯობდა გუნდს 2 თამაში წაეგო და ამდენი უაზრო ფრე არ ეთამაშა, ამ არ წაგებასაც დაეკარგა ელფერი…მჯერა ყველაფერი გამოსწორდება და წელსვე აღვმართავთ სკუდეტოს !!! ფორცა იუვეეეეეეეეე :forza:

paskosipra
12 years ago

ეს ავადმყოპია და გავკარი შენ სოპ მხედველობას კრასიჩს კაცი ზამენაზე დასვავს ან ელიას რაგას ყიდულობდნენ ფულს რაგას ყრიან ესე გაგრდზელე და 3 სამე სანატრებელი გექნება აქე და ადიდე ეხლა ბორიელო :lool:

shot10
12 years ago
Reply to  paskosipra

+1 !!!
_ამ კვერცხებს უნდა შეეწიროს სქუდეტო?! მერე რა, თუ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგა იყო, როცა შეიძლება გამოიყენე მომენტიიიი!!! ყელში რა უკვე!

seba
12 years ago

გამოვიდეს ეს ჩემი ცოდვით სავსე და ადამიანური ენით აგვიხსნანს რატო არ ათამაშებს კრასიჩს და ელიას. რატო ტოვებს სკამზე მატრის და კუალიარელას და წინ ბორიელოს და ვუჩინიჩს ათამაშებს. აუტანელია უკვე იუვეს ასეთი უსუსური თამაში. ჩვენც ხალხი ვართ და ჩვენც გვინდა გავიხაროთ ჩვენი გუნდით. რა პროგრესს ხედავს კონტე ამ იუვენტუსის თამაშში, რო გადაგვაყოლა თან. იმდენი იძახა ნეშვიდე ადგილიდან ამოგიყვანეთო, სანამ მეშვიდეზე არ დაგვაბრუნებს არ მოისვენებს მგონი.

gag100
12 years ago

კონტესთან პროსტა რა გინდათ კაცი მოვიდა დაშლილ ფსიქოლოგიურადაც განადგურებულ გუნდში მარტო ჯუვენტუსი იყო სახელი, თითქმის იგივე ფეხბურთელებით თამაშობს ალბათ არ გახსოვთ დელ ნერი და მისი წინა მორბედის გახსენებაც არ მინდა, ამ ფეხბურთელებით გუნდი არის 2ზე და დაჯე შანსი არის რო ჩემპიონები გავხდეთ, სეზონის დასაწყისში რომელს ეგონა რო წაგება არ გვექნებოდა და ჩემპიონობის ბრძოლაში ვიქნებოდიტ ამ სეზონში იუვეს ბოსებსაც და მგონი გულსემატკივრებსაც ლიგაზე გვინდოდა მარტო გასვლა მაგრამ კაცი მაქსიმალურს აკეტებს და ჩვენ ეხლა ვაფშე გაფრენა გვინდა ბორიელოთი.. ფუფ წერით დავიგალე :D :juvee:

seba
12 years ago

წინა სეზონშიც 13 ფრე გვქონდა. ახლაც 2 თამაშს მოვიგებთ, 10-ს წავაგებთ და მეშვიდე ადგილიც არაა შორს. :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin:

seba
12 years ago

გოუ ჰოუმ კონტე!!!! :blin: :blin: :blin: :blin: :down: :down: :down: :down:

seba
12 years ago

ბორიელოს თამაშში რა მოგეწონა კონტე? მითხარი დედას გაფიცებ. :chuvak: :chuvak: :chuvak: ან ჯოკერი ელია რატო არ გამოიყვანე?

Gio Darja
12 years ago

მატრი ათამაშე მატრი და აუცილებლად მოვიგებთ გენუაში..

seba
12 years ago

კიევოსთან მატჩის შემდეგ მე ვითხოვდი მარტო კონტეს წასვლას. ახლა ვკითხულობ კომენტარებს და მოიმატა ფანების რიცხვმა ვინც ასე ფიქრობს. :chuvak: :chuvak: :chuvak: რაც კონტეს შეეძლო აქამდე გუნდის მოტივირება იყო, ახლა ესეც აღარ შეუძლია. სირცხვილია იუვენტუსს რო სამათხოვრო უხდება ქულები ბოლონიასთან, კიევოსთან, სიენასთან და ა. შ. ვუჩინიჩი მაინც მკვდარი სულია რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს. გაუვარდა ყარაულის თოფივით, ერთბაშად სერია-ს ბომბარდირი არ გახდეს.

david alkhanishvili
12 years ago

გუნდი აშკარად დაბალ ტემპში თამაშობს,მარკიზიო და პირლო ძალიან აგდებენ ტემპს,ამიტომაც ნახევარზე შანსი უნდა მიეცეს ჯაკერინის და აუცილებლად გვინდა სწრაფი ვინგერი,კრასიჩი ან ელია,ერთერთი ძირითადში,ბორიელოზე აღარ ვლაპარაკობ,გყავდეს მატრი,კვალი და დელპო და ათამაშო ბორიელა-მაზოხიზმია!!! ტაქტიკურადაც წაუკოჭლებს უკვე,ბოლო წუთებზე,ვაბანგზე მიდის გუნდი და მირკო და ბორიელო გაიყვანო და კვალი შემოიყვანო შეცდომაა,კვალის მატრი ჯობდა,ცენტრფორვარდი,კვალი შემქმნელია,მატრი შემსრულებელი

12 years ago

ეს კაცი მატრის რას ერჩის მითხარით ვინმემ!!!

12 years ago

მიდი კონტე მიაწექიიი!!! ას პროცენტიანი ლიმიტი გაქვს პირადად ჩემგან :lool:
შენი საქმისა შენ იცი.. მთავარია იუვენტუსის ყველა ფეხბურთელი გენდობა. (ელიას და კრასიჩის გარდა:DD

12 years ago

გაიხსენეთ რა თქვა ვენგერმა, დელ პიერო მჭირდებაო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბევრს ასწავლისო, იგივეა პირლოზე და ბუფონზე, მოიყვანონ ახალგაზრდა პლეიმეიქერი, ახალგაზრდა მეკარე ახალგაზრდა თავდამსხმელი, სასურველია იტალიელები, და გამოიწრთობიან ამათთან, ნუთუ ესე უჭირთ ან დაუნები არიან, ცუდი იდია არანაირად არაა, მერე კიდე კაია პირლო დაისვენებს წითელი რო აქვს, შანსი რა თქმაუნდა არის სკუდეტოს მოგების მარა, მილანი რა თამაშაც თამაშობს და რა სასტავითაც, ალბათ უნდა აღიაროთ, რომ ჯერ-ჯერობით მილანი იმსახურებს სკუდეტოს, როცა ძირითადი ფეხბურთელების გარეშე, გასვლაზე პალერმოს უგებ 0:4 მითუმეტეს წინ ჩემპიონთა ლიგა გაქვს, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს, თითქოს იუვენტუს მთელი ძალები სერია A ზე უნდა გაემახვილებინა, ესენი თუ იღლებიან, ლიგაზე რო ვიქნებით… Read more »

Di Francesco # 1
12 years ago

მომავალ თამაშში მოგვიწევს პოდოინებით და ელიებით თამაში მემგონი :chuvak:
ლიხშტაინერი რაფერ დაბორიალობდა გუშინ, იმდენად თავდაუზოგავად თამაშობდა პირველ ტურებში, მის მერე ნორმალურად სიარულიც უჭირს :chuvak: ვეღარ დარბის ფაქტიურად

datka juveeeee
12 years ago

გასაგებია ხო 1წლის გუნდია მეტი რა უნდა მოტხოვო რამის ყველა ლიდერს მოუგეთ ლამზი თამასებ იყო მაგაზე კაი რა არი , მარა კონტეს იმაში არ ვეტანხმები დელპოს პადოინსე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია მატრი კაცმა 10გოლი შეაგდო და იმსახურებს ტამაშს ელიასე ლაპარაკ არ მაკ

აკაკი მეტრეველი
Reply to  Nachke

:up:

| Newsphere by AF themes.
53
0
Would love your thoughts, please comment.x