ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

ზოგჯერ ფრე დანაკლისის გრძნობას გიტოვებს, რადგან ხვდები, მეტს იმსახურებდი. დღევანდელი მატჩი ანტონიო კონტესათვის სწორედ ასეთი იყო. 42 წლის სპეციალისტი “ბოლონიასთან” შეხვედრაზე საუბრობს…

” ჩემი ბიჭების გაკრიტიკება უბრალოდ არ შემიძლია, ისევე, როგორც “კიევოსთან” მატჩში, დღესაც ყველაფერი გაიღეს და შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს ძალიან კარგ გუნდთან, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გოლი კონტრშეტევიდან გავუშვით, შემდეგ გათანაბრება შევძელით და სამი ქულის მოპოვების შანსებიც გვქონდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ დახარჯული ძალებისა და თავდადებისათვის ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი. ვამაყობ, როცა ასეთი ფრეების შემდეგ მათ სახეებს ვუყურებ, აშკარაა, ნელ-ნელა ვიგებთ გამარჯვების გემოს. ”

” რა თქმა უნდა, გაშვებულ გოლს ჩვენთვის კარგი სამსახური არ გაუწევია, დიამანტის, რამირესისა და დი ვაიოს კლასის ფეხბურთელებმა იციან კონტრშეტევებზე თამაში. დაკარგული ქულების გამო განაწყენებული ვარ, რადგან ჩემმა ბიჭებმა მოგება დაიმსახურეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბარცალი-კიელინის გარეშე მოგვიწია თამაში, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც შეგირდების შექება მსურს. შესაძლოა, ვიდალი დავწიოთ უკან, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. სამი ქულის ასაღებად ვემზადებით, ისევე, როგორც დღევანდელი მატჩის წინ. ”

” როცა ხალხი “რეგრესზე” იწყებს საუბარს, აშკარაა, რომ ისინი მხოლოდ სტატისტიკას უყურებენ. ვფიქრობ, დღესაც, ამ ექსტრემალურ სიტუაციაში, დავამტკიცეთ, რა საოცარი ადამიანები და ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ გუნდში. რაც შეეხება შეტევის ხაზს, ვუჩინიჩმა შეაგდო, ბორიელოს კი კარგი შანსები ჰქონდა. შემტევებმა ის გააკეთეს, რაც ევალებოდათ. ბორიელო ფიზიკურად ძალიან ძლიერია, შეუძლია პოზიცია შეინარჩუნოს და შემდეგ ბურთს სწორი მიმართულება მისცეს. .. თამაში კი ხშირად გვიწევს, სანაკრებო მატჩებისა და გადადებული შეხვედრების გამო კალენდარი დაგვეძაბა, გადატვირთვა გვჭირდება. ამ გადმოსახედიდან, გადაწყვეტილებები აუცილებლობებითაა ნაკარნახევი, ასევე ჩემი ხედვებითა და სათამაშო სტილით. ”

” გაძევება? სათადარიგოთა სკამთან სიტუაცია დაიძაბა, მსაჯის გადაწყვეტილების გამო პროტესტს გამოვხატავდი. ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გევრდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

53 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

უჩინიჩმა ის ბორთი შეასრულა, არ იყო მარტივად გასატანა, მატრი რო ყოფილიყო ვერ შეაგდებდა :chuvak: ახლა როგორ გაქაჩოს უჩინიჩმა ნახეთ შეიძლება ბომბარდირიც გახდეს :chuvak:
კონტეს ქებამ უშველა
:italy: :achuu: :italy:

აკაკი მეტრეველი

კონტე სწორს შვება თავის ფეხბურთელებს რომ იცავს, პრესკონფერენციაზე რო გააკრიტიკოს თავისი შეგირდები ფსიქოლოგიურად გაანადგურებს, რაც სათქმელია ვარჯიშებზე ეტყვის

datka juveeeee
12 years ago

რა შუაშია წინა სესონი პირლოსნაირი გვყავდა ვინმე რამდენი ტრანსფერი გაკეთდა რამდენი რამე შეიცვალა ახალი სტადიონი და რავი ხოდა უნდა იბძოლონ ბოლომდე ეს იუვეა არა ნაპოლი და უდინეზე………..

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  Nachke

კი ხედავს და ისე მაგრად ხევდავს რო ზაფხულში მოიყვანენ ისევ კატანია ანდერლეხტი სოშო ბრიუგეს ფეხბურთელებს :loool: :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

ყველა კატანიადან იწყებს, ერთეულებია ვინც რეალში და ბარსაში იწყებს კარიერას და იმ გუნდში ამთავრებენ
ეს პადოინიც ნელნელა ეჩვევა იუვეს და კონტე ვიდალის მაგივრად თუ დააყენებს სასტავში უფრო გაუმართლებს
ვიდალმა დაახლოვებით 17_ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით და კარში გაუშვა სამჯერ
პადოინმა 2 ჯერ დაარტყა და ორივე ძლივს აიღო მეკარემ

lasha goshadze
12 years ago

წინა სეზონი გაიხსენეთ კონტეს გაკრიტიკება უადგილოა!

datka juveeeee
12 years ago

ამ კაცს იმაზე ვამტყუნებ მარტო რო დელპო ელია მატრი უნდა თამაშობდნენ ხშირად და ყველა ტამაში ერთი სასტავი არ უნდა თამასობდეს იმტოა გუდი გადაგლილი………..

PIto
12 years ago

რა კომენტარებს ვხედავ, ჯერ მხოლოდ ორი ქულაა სხვაობა, სეზონის ბოლოს ვინ წარმოიდგენდა ასეთ შედეგს, ერთადერთი რამ რისი თქმაც კონტესთვის შემიძლია ეს არის მადლობა, იმან უკეთ იცის ვინ და სად უნდა ათამაშოს

vano danelia
12 years ago

ელიას რატომ არ ათამაშებსს ნახოსს იქნეებბ და კი ითამაშოს კარგად, შეცვალოს ცოტა სასტავიი თორემ არ მობეზრდა ეგრეე ფრეეებიიი?? თან ელია სწრაფიაა და კრაიზზეე გაიქცევ გამოიქცევაა !!!! და მეგონა კონტე რომ მოვიდა დელპის ხშირად ათამაშებსთქო და ეს საერთოდ არ ათამაშებს :

bacho kochlashvili
12 years ago

წადი წადი კონტე წადიიიიი!!! შენი სიჯიუტით სანამ დაგიღუპია გუნდი წადი ჯობია :chuvak:

McCa1N
12 years ago

კაი რა ბრატუხ, თვითონ ვერ შევა მოედანზე და რაც შეუძLიათ ყველაფერს აკეთებენ – ერთადერთი რაშიც ვამტყუნებ, ელიას უთამაშებლობაა და იმედია მომდევნო ტურებში ჩართავს … წინ 6 ურთულესი ტური გველოდება : ჯენოა, ფიორე, ინტერი, ნაპოლი, ლაციო, პალერმო და + ამ ყველაფერს თასი მილანთან … ასე რომ თუ ეს თამაშები გადავაგორეთ და წაუგებლები დავრჩით სეზონის ბოლომდე აღარც წავაგებთ და სკუდეტო ჩვენი გახდება, ბოლო ტურის წინ კი მილანს დერბი აქვს და დარწმუნებული ვარ ქულებს დაკარგავს …

BuA SeBo
12 years ago

კონტე რო არა ეხლა 5-6 ადფილზე იქნებოდი :blin: :blin:

თავდამსხმელი არ გვყავს რაზეა ლაპარაკი შეტევაში ვერაფერს აკეტებედ და რასაც აკეტებენ სულ ნახევარდაცვის ხარჯზე…
არსენალი მილანს რო ვუყურებდი ვანპერსი რეებს შვება ნებისმიერი სუტუაციიდან ახერხებს კარში დარტყმას და ესენი ბოლონიას მცველებს ვერ უხერხებენ ვერაფერს =] :forza: :forza: :forza: :forza:

p juvee
12 years ago

მართლა სანამ მაგათ არ მოვიშორებთ ოცნება მოგვიწევს სკუდეტოზე მხოლოდ :blin:

Marchizio
12 years ago

ეს ხომ ბორიელოა ხალხნო რა გჭირთ)))))))))

ოქრო ჩხიკვაძე

ვინც ვუჩინიჩის მიერ გატანილი გოლით კმაყოფილია და დადებითად აფასებს მის იუვეში თამაშს, არ ვიცი რა გითხრათ მაგრამ თავს იტყულებთ მაგრად. ვუჩინიჩი არის სვარჩიკი და თუ უნდა მშენებლობაზე დავასაქმებ. ფეხბურთში მაგას არაფერი ესაქმება, აი რომამ კი მაგარი ნაგავი შემოგვტენა დიდ ფასად. ეგ ნახევარი მილიონიც კი არ ღირს

ოქრო ჩხიკვაძე

როდემდე უნდა გააგრძელონ ცოდვილობა. დააგდოს რა ეს სვარჩიკი თავდამსხმელები სკამზე და ერთხელ მაინდ დააყენოს დელ პიერო ძირითადში. მერე რა რომ ვუჩინიჩმა გოლი გაიტანა? დიდი ამბავი. მაგდენი შანსი დვალიშვილს რომ მისცე სერის ა-ს ბომბარდირი გახდება. კონტე მაგრად ცუდად იქცევა, არ მობეზრდა ამდენი ფრე? ვუჩინიჩით და ბორიელოთი კი მეტს ვერ მიაღწევს

kirsona
12 years ago

არასდროს არ გამიკრიტებია კონტე, მაგრამ ბოლო თამაშებში აშკარად მაგის გამო დავკარგეთ ქულები და სულ იმას იძახის გაიხსენეთ შარშან მე-7 ზე რო ვიყავითო, მერე მაგიტომ მოგიყვანეს და გიყიდეს ფეხბურთელები შე დალოცვილო რო კიდე მე-7 არ გასულიყავი!!! თავისი უაზრო სიჯიუიტით, თვითონ ითხრის სამარეს, ბორიელოს სასტავი ხო კიდე ცალკე ფენომენია, ბომბარდირს სკამზე სვამ და ფარჩაკს აყენებ სასტავში, ვუჩინიჩიც იგივეა ჩემთვის, მერე რაა რომ გოლი გაიტანა!!!! და კიდე, რატოა დღევანდელი თამაშით კმაყოფილი, იგივე თქვა კიევოსთან თამაშის მერე, ააქს რო კმაყოფილების საბაბი??

lasha naxucrishvili
12 years ago

არ მესმის რატო იყო სასტავში ბორიელო

BuA SeBo
12 years ago

საერთოდ გუნდში რატოა :buhee: :buhee:
:forza: :forza: :forza:

jjj jjj
12 years ago

კაცურად დამეხმარეთ რა… როგორ გავიგო რა ვიდეოკარტა აქვს ჩემ კომპს? ახალი ჩავაყენე ვინდოუს 7 ადრე ხპ მქონდა და ეკრანზე არ მიხსნის ბოლომე არაფერს. მაივიდეოზე ტელევიზიის ყურებისას, არც რომელიმე საიტზე ყოფნისას არ მიხნის ეკრანზე ბოლომდე არაფერს და რა ვქნა? :loool: :loool: :loool:

jjj jjj
12 years ago
Reply to  jjj jjj

დავიტანჯე და მიშველეთ რამე რა კაცურად… ადრე ხსნიდა და ახლა რაც ჩავაყენე აღარ. ვერ ვნახულობ რა ვიდეოკარტა გადმოვწერო რო დავაინსტალირო:((

FloydJuve
12 years ago
Reply to  jjj jjj

ზდ ძმა… stratovara- chemi skypea damamate da agixsni :)

jjj jjj
12 years ago
Reply to  FloydJuve

შენ გაიხარე:)) ახლავე ბრატ

bacho kochlashvili
12 years ago

დავაი რა კონტე მარტივადაც შეგიძლია თამაშების მოგება და ირთულებ ბორიელო რატო უნდა ათამაშო როცა დელპიეროა ან ელია რომელსაც ინდივდუალური ოსტატობით შეულია შეტევა შექმნას ძააან ჯიუტია და ეგ ღუპავს გუნდს :blin: :blin: :blin:

d a v i d
12 years ago

ლომი ხარ კონტე ლომიიი :love: :love: მომოვალი იუვეს დიდი მწვრთნელი :forza: :forza: :forza:

merke
12 years ago

კონტე შენს დედიკოს ვულოცავ 8 მარტს…ელიას, კრასიჩის და დელ პიეროს დედიკოებმაც მოგილოცეს…

d a v i d
12 years ago

წინ არი 12 ტური კიდო და ყურებს ნუ ჩამოვუშვებთ წინასწარ კონტეს დიდი იმედი მაქ და დიდ წარმატებასაც მიაღწევს :love: ისე აღიარეთ რამდენი ელოდით წელს ჩემპიონობას? სეზონი რო დაიწყო იუეს მაქსიმუმი იყო სამეულში შესვლა და არა ჩემპიონობა და ამ კაცმა რაც გააკეთა ამის არდაფასება არ შეიძლება :love: გუნდს ესეთ დროს უნდა დაუდგე! და აქ კიდო კონტეს გაგდებაც უნდათ უკვე, მაშინმილანის ფანებს რა უნდა უთხრატ ალეგრის რო იტანენ მარა გვერდით დაუდგნენ და გუნდიც სახეზეა თუ როგორ თამაშობს… ასე რო მოთბინება და გვერდში დგომა გვმართებს კონტეს და იუვეს მიმართ :forza: :forza: :forza:

ფორცა იუვეეეე :love: ფორცა კონტეეე :love: :love: :love:

d a v i d
12 years ago

ვუჩინიჩს რო აკრიტიკებდნენ კაცი რაც გავიდა წინა ხაზში ბურტი ვერარ დავიჭირეტ და აქ არ ვარგა არ ვარგაო იძახიან, ვუჩინიჩს უნდა გვერდით კარგი პარტნიორი და არა ბორიელოს ნაირი ჩუჩმეკი ფეხბურთელი იმედია ძირითადში აღარ ვიხილავ ბორიელოს და ზაფხულში არ გამოისყიდიან :forza:

d a v i d
12 years ago

კონტე ბოლომდე არ დანებდეეე :love: :love: :love:

Di Francesco # 1
12 years ago

ჯენუაში კიდე კაი ჯილა არ იქნება მემგონი თუარა გაარღვევს ჩვენ დაცვას :chuvak:
ვიდალს პადოინი ჯობია დაცვაში

——————————-ჯიჯი—————————

ლიხშტაინერი————კასერესი——-პადოინი————დეჩელიე

————–პირლო———–ვიდალი——-მარკიზიო———–

——პეპე——————–კვალიარელა————–უჩინიჩი—

AnonyMous
12 years ago

რაღაც არადამაჯერებლად ისაუბრა. მესმის რო ბევრს მიაღწიეს ბრავო, მაგრამ როცა გყავს ფეხბურთელები ვისაც ინდივიდუალურად შეუძლია თამაშის გადაწყვეტა (დელპო, ელია) რატო არათამაშებს!!! :blin: :blin: :blin:

G M
G M
12 years ago

აი გენაცვალე რა.უმაგრესი კაცია! მარცხენა ფლანგზე იმენა კონტე დეჩელიეს ტანდემი დარბის … მთელი თამაში დავალებებს აძლევს ფეხბურთელებს და ბოლმდეა ჩართული . მაგარი კაცია ძააან!!!!!

| Newsphere by AF themes.
53
0
Would love your thoughts, please comment.x