ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი : “გენუაში სამი ქულისთვის მივემგზავრებით”

ტურინში ხელმეორედ დაბრუნების შემდეგ მარტინ კასერესს ტურინის “იუვენტუსის” ჯოკერს უწოდებენ, რა თქმა უნდა ამის მთავარი მიზეზი მცველის უნივერსალიზმია.ბიანკონერებში გატარებულ 40 დღეში ურუგვაელმა უკანახაზელმა დაკისრებულ მოვალეობებს თავი წარმატებით გაართა : მარჯვენა მცველი, ცენტრალური მცველი და რაც მთავარია, ბომბარდირი.

“ბოლონიას” წინააღმდეგ ჩატარებული დამაჯერებელი მატჩის შემდეგ მარტინ კასერესი “ჯენოასთან” შეხვედრისთვის ემზადება.დღეს ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა და ინტერვიუ წარსულით დაიწყო : “იმ დღიდან, როცა “იუვენტუსიდან” წავედი, ჩემს ოცნებას აქ დაბრუნება წარმოადგენდა.უბედნიერესი ვარ, რომ ბედისწერამ მეორედ მომცა შანსი.იმ გუნდთან შედარებით, რომელშიც მე პირველად გამოვდიოდი, ახლა ყველაფერი შეცვლილია.შესანიშნავი ადამიანები და წარმატებული ფეხბურთელები – იუვენტუსში ყოველთვის მეგობრული ატმოსფერო სუფევს.”

“მილანთან” შესრულებული დუბლის შემდეგ, რომლითაც ბებერი ქალბატონი საგრძნობლად მიუახლოვდა იტალიის თასის 1/2 ფინალს, მარტინ კასერესს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელის – რთული გასვლა გენუაში, ადგილობრივი “ჯენოას” წინააღმდეგ, მითუმეტეს მაშინ, როცა ანტონიო კონტეს განკარგულებაში არც ანდრეა ბარძალი, არც ჯორჯო კიელინი და არც ლეონარდო ბონუჩი არ არიან : “ფეხბურთელები ნამდვილად გვაკლია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაცვის ცენტრში თამაში ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.ვიდალი ? – მწვრთნელს ჯერ არ გადაუწყვიტავს, ითამაშებს თუ არა იგი ჩემთან ერთად დაცვის ცენტრში, მაგრამ კარგია, რომ არტუროს სანაკრებო დონეზე ამის გამოცდილება აქვს.ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდალი დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს და მზადაა იქ ითამაშოს, სადაც გუნდს დასჭირდება.”

“შესანიშნავად ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, ამიტომ განსაკუთრებულად ვემზადებით.დღევანდელ “იუვენტუსს” შეუძლია წარმატებით ითამაშოს როგორც სახლში, ისე გასვლაზე, გუნდი თავდაჯერებულია და მზადაა, საკუთარი ძალა აჩვენოს.გენუაში სამი ქულისთვის მივემგზავრებით.” – დაასრულა კასერესმა.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gela Labadze
13 years ago

მეგობრებო ყველს გთოხვთ თუ შეძლებთ შეხვიდეთ ამ ლინკზე და ხმა მოცეთ ყველას ზალიან გთხოვთ

http://www.facebook.com/questions/307026076028958/

juventino3969
13 years ago

???

seba
13 years ago

ნელა წამოიღეთ 3 ქულა გენუადან, რამე არ იტკინოთ. :blin: :blin:

datka juveeeee
13 years ago

ვერ უყრებ კალიარ რას უშვებაა…ნეტა ჩვენი იუვეც მასე იგებდეს მომენატრა მოგება…… :juvee: :juvee: ნაპოლი სამეულსია მაგრად მიუახლოვდა სამეუს

d a v i d
13 years ago
Reply to  datka juveeeee

ეგ კალიარის უშვება ძმა მარა მე ვამბობ რო სამეულში თუ მოხვდებათქვა :chuvak:

d a v i d
13 years ago

რას ფიქრობთ მეგობრებო ნაპოლი მოხდება სამეულში? :italy: ლიგაზე ნაპოლი მეიმედება უფრო ვიდრე ეს ლაციო ან უდინეზე :italy:

Lasha chachava
13 years ago
Reply to  d a v i d

ნაპოლი ლიგაზეაა ისედაც წელს მოიგებს და :D თუ რაგაც უცნაური მოხდა და ნაური წამოვიდა და ნაპოლიმ ლიგა ვერ აიღო მომავალ წელს მაინც ლიგაზე იქნება 1. იუვე 2. მილანი 3. ნაპოლი

ako mamulashvili
13 years ago

karg tamashs araვის ვუკargav magram roca 1:0s vigebdit xan mirko gaagdes 2 tamashshi bonuchim dzalian cudi shecdoma daushva iseg agvitanes sadgac 7-8 qulit cin unda viyot axla milanze )) xoda imis tqma minda ro roca turami montero idgnen dacvashi egeti raagaceebia r xdeboda da tu xdeboda atasshi ertxel turamis nairi marjvena mcveli me lichnad ar maxsovs exla ar dmaicyot kafuo :d

gio lortkipanidze
13 years ago

ორი კვირის წინ სკუდეტო გვინდოდა და ახლა ლიგაზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას :lool:

ika_2488
13 years ago

ერთი რაც კონტეს არ მომწონს და ალბათ იმის ბრალიცაა რო ახლა გუნდი ამდგეშია რომ სულ ერთი სასტავს აყენებდა ესენი კარგათაც თამაშობნენ მაგრამ გამოეცალა ძალა. და რა გვჭირდა პადოინის დასამატებელი როცა კრასიჩი გვიზის სკამზე :blin: და ელიას არ ათამაშებენ :blin: ისე ეტიგარიბიაც მაგარი გვაკლია თუ ათყობთ :forza: :forza:

gio lortkipanidze
13 years ago
Reply to  ika_2488

ბორიელო, ვიჩინიჩი, ჯაკერინი. ესტიგარიბია , პადოინი , მარკიზიო , პეპე ჩააცვი დაახურე არ ათამაშო :down:

giorgi sidiani
13 years ago

აქ ვიგაცამ დაწერა რო თავიდან კონკურენცია იყო ძაან დიდი და შედეგიც მაგიტომ მოდიოდა,ეხლა ამოჩემებული ყავს ხალხი.თქვენი თავი წარმოიდგინეთ როდესაც ძირითადში ადგილი გარანტირებული გაქვს და არაფრის არ გეშინია მოტივაციასაც კარგავ.კარგია ეს წაუგებელი სერია,მაგრამ პირადად მე მირჩევნია სეზონის ბოლოს 5 წაგება გვქონდეს ოღონდ სკუდეტო დაიდოს.წელს მაინც არ მოველოდი ამხელა შედეგს,კონტეც უფრო ჩამოყალიბდება და გამოცდილებას მიიღებს,წელს ყველაფერს აპატიებენ,მაგრამ მომავალ წელს კიევოსთან სახლშო ანგარიშის შენარჩუნებას უკვე აღარ აპატიებენ

bacho kochlashvili
13 years ago
Reply to  giorgi sidiani

მე დავწერე ეგ მოტივაციას კარგავენ და კიდიათ თამაში უკვე რაზე უნდა შეაკლა თავი როცა იცი რო რაც არ უნდა ცუდად უნდა ითამაშო მაინც გარანტირებული გაქ ადგილი :blin: :chuvak:

bacho kochlashvili
13 years ago

ისე ეს ფრეეები თუ გავაგრზელეთ კიდე ლაციოც გადაგვასწრებს დიდი სხვაობა კი არააა :chuvak:

giorgi sidiani
13 years ago

კონტეზე ჯერ ცუდი არაფერი დამიწერია,აი ეხლა ისევ ბორიელო თუ დააყენა ალბათ სამუდამო ბანსაც ავირტყამ.ათამაშე შე დალოცვილო ელია დელ პიერო კრასიჩი,მიეცი ერთი შანსი მაინც

bacho kochlashvili
13 years ago
Reply to  giorgi sidiani

არ იცი რო ისევ მაგას დააყენეებს , მარა ეხა მატრი მგონია :chuvak:

datka juveeeee
13 years ago

ეს ბიჩი უნდა გამვისყიდოთ კაი მომავალი აქვს მე მაგრად მჯრეა ამის წარმატებები მარტინ გენუაშიიიიიი :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

bacho kochlashvili
13 years ago
Reply to  datka juveeeee

ეხა ესენი ისეთები არიან ამას არ გამოისყდიან და ბორიელოს გამოისყიდიან :blin: :blin: :lool:

gio lortkipanidze
13 years ago

არაა გამორიცხული.. კონტეს უყვარს სოფლელი ფეხბურთელები :lool:

bacho kochlashvili
13 years ago

ერთი მე დავწვები დღეს ანჯელინა ჯოლისთან და მეორე თქვენ აიღებთ სამ ქულას გენუაში :lool: :lool: :lool:

13 years ago

აგერ ნახე ორივე თუ არ ახდეს :lool: :chuvak:

bacho kochlashvili
13 years ago
Reply to 

პირველი ახდეს და თავში ქვა უხლიათ თუ არც აიღებენ :lool: :lool:

13 years ago

:lool: :up:

mixmixo
13 years ago

ეს არის სავარაუდო განლაგება, რაც მე პირადად მიმაჩნია ცუდ განლაგებად. თქვენ რას იტყვით?

bacho kochlashvili
13 years ago
Reply to  mixmixo

მეც ძმა მეც ისევ ბორიელო ისევ არა დელპიერო ისევ არა ელია :blin: :blin: :blin:

mixmixo
13 years ago

—————–buffon——————-
lichstainer—caseres—-vidal—-de ceglie
—————–pirlo———————–
—–marone——————marchisio—-
pepe—————————–vucinic—-
——————borielo———————

mixmixo
13 years ago
Reply to  mixmixo

—————–buffon——————-
lichstainer—caseres—-vidal—-de ceglie
—————–pirlo———————–
—–pepe——————marchisio—-
krasic—————————–vucinic—-
——————matri———————

ეს განლაგება მაინც იყოს ამის დედავატირე რააა

D_A_T_O
13 years ago

ბორიელო და ვუჩინიჩი იყონ ჯანზე და ბარსელონასაც დაანგრევენ

tabajuventino
13 years ago
Reply to  D_A_T_O

აბა აბა ) რად გინდა ვუჩინიჩი კაცო :cry: მარტო ბორიელო მიუშვი :buhee:

13 years ago
Reply to  tabajuventino

მარტო ბორიელოს ბუცი გადავუგდოთ მოედანზე ბარსელონას და თავისით დამარცხდება :lool:

Arancia Meccanica
13 years ago

შენ პალასიო გააჩერე და მერე ვისაუბროთ 3 ქულაზე.. რამდენი ესე იწყებენ ლაპარაკს მერე ფრე..

ika1993
13 years ago

რამოსს მაგრად გავს, მარა რამოსი თითქოს უფრო მძიმეა წონით, არა და იმენა ერთნაირი მონაცემები აქვთ ორივეს, 183- 75 ზე

Di Francesco # 1
13 years ago

კალაზე იძახის ჩვენ შეგვიძლიაო იუვეს დამარჩხებაო
:italy: :achuu: :italy:

ika1993
13 years ago

კასერესი მაგარიაა რა, მაგრად ითამაშა ბოლონიასთან, ერთი შეცდომა დაუშვა ის იყო არასწორი პასი მაგრამ მალევე მოგვარდა ყველაფერი, საერთო ჯამში ყველაზე კარგად კასერესი გამოიყურებოდა, მართლა მნიშვნელოვან კონტრშეტევები ჩაშალა.

d a v i d
13 years ago

ასე მგონია მომოვალი მონტერო იქნება ეს!!! ჯერ მანამდე შორს არი მარა მაინც აქ ყველაფერი იმისთვის რო გუნდის ლიდერი გახდეს :forza:

dito chanturia
13 years ago

auu rogor mevaseba es kaci unda gamoisyidon raa aucileblad da martla udzlieresi iqneba chveni dacva mitumetes miechveva cotas kide da

gocha khalvashi
13 years ago

კასერესი :love:

ვიდალი :love:

ფ.კასტრო :love:

მაიას ტომი :lool:

ვივა ამერიკა :mrgreen:

tabajuventino
13 years ago

წამოიღებთ იქიდანაც 1 ქულას თუ ძირითადში იყვნენ ისევ ბორიელო და მირკო))) 1 ქულაც შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს :blin:

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x