ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” გუნდის გაძლიერება? სიფრთხილეა საჭირო”

“იუვენტუსის” სპორტული დირექტორი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს. ჟურნალისტები მაღალჩინოსნის მიზნებით დაინტერესდნენ, გულშემატკივარი გუნდის მაღალი კლასის ფეხბურთელით გაძლიერებას მოითხოვს, მაროტა კი ამის ირგვლივ არსებულ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას…

” თუ მაგალითი გაინტერესებთ, მაღალი კლასის ფეხბურთელის მაგალითად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმაჩნია. მისნაირი კლასის ფეხბურთელები იშვიათი ბედნიერებაა, რადგან ირგვლივ ცოტანი არიან და თანაც, ხელმისაწვდომი ფასი არ აქვთ. ”

” როცა კლუბი სწორ არჩევანს აკეთებს, შედეგი მოდის, იგივე იბრაჰიმოვიჩის შემთხვევაში. მაგრამ ყველაზე ნათელი მესის მაგალითია, ფეხბურთელი, რომელიც რეალურად ისედაც დიდი გუნდისთვის გადამწყვეტი ძალაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის კანდიდატურები, რომლებიც ხელმისაწვდომია და ასევე მათი ფასები, სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად. ეს ის საკითხია, რომელსაც კლუბი დიდი სიფრთხილით უყურებს, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, ეს კი ადვილი არაა”

” კვირიდან კვირამდე მუშაობაა საჭირო, შემდეგ კი ჩემპიონატში მიღწეულ შედეგს შევაფასებთ. ვიკავებთ პოზიციას, რომელიც ფრეების მიუხედავად, მაღალი კალიბრისაა და ამას მთელი კლუბის, ფეხბურთელებისა და მწვრთნელის თავდადებით მივაღწიეთ. ახლა რაც შეიძლება მეტი ქულის აღებას უნდა ვეცადოთ. ასეა თუ ისე, უკვე დავამტკიცეთ, რომ ისეთივე კონკურენტუნარიანები ვართ, როგორიც სხვები, ამით უნდა ვამაყობდეთ. ”

” რაც შეეხება გუნდის შემტევ პოტენციალს, ვფიქრობ, სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდაა. მიაქციეთ ყურადღება გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობას, ამ მაჩვენებლით ჩემპიონატში მეორენი ვართ. პირველზე “მილანელები” არიან, არც ისაა დამთხვევა, რომ სატურნირო ცხრილშიც ამავე პოზიციას იკავებენ. ”

” ასევე უნდა ითქვას, რომ საუკეთესო დაცვა გვყავს. ეს მწვრთნელის სათამაშო მოდელის დამსახურებაცაა, რომლის მიხედვითაც, ფორვარდები ძალიან იხარჯებიან. რა თქმა უნდა, მეტი გოლი რომ გაგვქონდეს, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა. ამ საკითხზე კონტე მუშაობს, თანაც ძალიან აქტიურად. მიუხედავად ყველაფრისა, თავდამსხმელები ჯვარზე გაკვრას მაინც არ იმსახურებენ, დაცვა ძლიერი სწორედ მათი დამსახურებითაა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

95 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juventino17
12 years ago

დი ნატალეს შარშან ქონდა კაი შანსი გადმოსვლის,ზამთარში, მარა თვითონ თქვა მშობლიური კლუბისთვის ღალატი იქნებაო

Arancia Meccanica
12 years ago

1juve
სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია, საუკეთესო თავდამსხმელია.. ნაკრებში გზა უდინეთი გაიკაფა, მართალია იქ ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ კარგად ითამაშა..

Gela Labadze
12 years ago

მეგობრებო ყველს გთოხვთ თუ შეძლებთ შეხვიდეთ ამ ლინკზე და ხმა მოცეთ ყველას ზალიან გთხოვთ

http://www.facebook.com/questions/307026076028958/

giorgi papuashvili
12 years ago

დინატალე უმარლესი დონის ფეხბურთელია უბრალოდ ერთი ის ტეხავს რომ ბებერია. :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

მემგონი არ იყო რთული გასაგები
დინატალე ხო შეუძლებელს აკეთებ ამ ხნის კაცი ზედიზედ 3 წელია ბომბარდირი ხდება მარა ვინ აფასებს? ვინმე ახსენებს საერთოდ?
იმიტო არ ახსენებენ რო უდინეზეშია რო ყოფილიყო რეალში ახლა შეიძლება ოქროს ბურთი მიეღო

seba
12 years ago

უფრო სირაქლემობაზე აქვს ამას პრეტენზია. :chuvak: :chuvak:

Arancia Meccanica
12 years ago

1juve
ვერ გავიგე რა დაწერე შეაქე თუ უარყავი დი ნატალე? მეტის გაკეთება რა შუაშია? ტოპ კლუბი აკეთებინებს მეტს ფეხბურთელს? იგივე მაგალითი აიღე კასანოზე გადავიდა რეალში და რა????? ყოფილიყო რომაში და იქნებოდა ტოტივით.. გადავიდა დე როსი მიუხედავად რეალის თხოვნისა?? არა და ლეგენდაა რომას არაა?? თუ იუვეში ან რეალში უფრო მეტს გაიღებდა ვიდრე რომასთვის?? არა მგონია და საერთოდ ყველა ტოპ კლასის ფეხბურთელი ერთ კლუბში ფეხბურთის დონეს დაწევს საერთოდ… და არ არგებს ზოგადად ფეხბურთს..

seba
12 years ago

ეს დაბოლილია გონია. კაი ფეხბურთელები უნდა ფულის გადახდა არა. ხელმისწავდომი ბორიელოთი და პადოინით სერია ა და ჩემპიონთა ლიგა არ მოგიგია მაროტა და შენი დედის ყოველდღიური გინება ჩემზე იყოს რა. :blin: :blin:

Di Francesco # 1
12 years ago

Arancia Meccanica
დინატალე ვინაა დღეს? კაი ფეხბურთელი
მაგი რო რეალში იყოს და იგივეს აკეთებდეს რასაც აქ პელე აღარ იქნებოდა საუკეთესო ფეხბურთელი :chuvak:
იუვეში ფეხბურთელი რო მოდის იმაზე ბევრად მეტს აკეთებს ვიდრე შეუძლია, მატრი, ბარძალი, ლიხშტაინერი, ვიდალი, პეპე, კონკრეტულად ამ ხუთმა კაცმა რომელიც დღეს იუვეს სასტავშია ორჯერ და სამჯერ გააუმჯობესეს თამაში

Arancia Meccanica
12 years ago

მოკლედ ჩვენ ვერ შევჯერდებით შენ მიგაჩნია რომ ლეგენდა ხდება ფეხბურთელი თუ ტოპ კლუბში გამოავლენს პოტენციალს და იქ დაამტკიცებს რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია.. მე ვამბობ რო დაბალი ან საშუალო დონის კლუბშიც შესაძლებელია იყო ლეგენდა და არ დაგჭირდეს ტოპ კლუბი ამისთვის.. დი ნატალეს მაგალითი აიღე თუნდაც.. ტორესი ჩემთვის ატლეტიკოში უკვე ლეგენდა იყო ისევე როგორც აგუერო.. ფორლანი? არ გაამართლა ინტერში, მაგრამ ნაკრებშიც და ესპანეთშიც ლეგენდა იყო.. რომაზე ვერ იტყვი ტოპ კლუბია მიუხედავად დიდი პატივისცემისა.. აქ ტოტის აღნიშვნა შეიძლება.. ბატისტუტა ფიორეში როცა სერია ბ-შიც კი გადაყვა და დააბრუნა კლუბი სერია ა-ში.. ლეგენდა იყო ფიორეში.. ასე რომ ფეხბურთში ბევრი მაგალითია იმისა რომ ლეგენდები დაბალი დონის… Read more »

Arancia Meccanica
12 years ago

იგივე აიღე ყიფიანი.. და ა.შ. იმ დროის ქართველები..

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ხო მაგრამ შირერი იყო ადამიანი რომელიც სტაბილურად იტანდა კლუბშიც და ნაკრებშიც , ანუ ორ დონეზე ერთნაირად თამაშობდა . სხვა ფეხბურთელები კი რომლებიც საშუალო კლასის კლუბებში რჩებოდნენ მარტო და იქ ავლენდნენ საკუთარ პოტენციალს სხვა რამეა . თან ჩემპიონატის დონეც ხო გასათVალისწინებელია . ჰოლანდიის დაყენება იგივე პრემიერ ლიგასთან სადაც შირეში ბრწყინავდა ძნელია

Arancia Meccanica
12 years ago

ნიუკასლი ლიდდსი და ა.შ. საშუალო დონეზე მაღლა იდგა მაგ დროს და ეგ თვით ერთეული ფეხბურთელების დამსახურება იყო.. ასე რომ ტოპ კლუბი არ არი აუცილებელი იმისთვის რო იყო ლეგენდა.. ნაკრებიც დიდ სამსახურს წევს.. ეგრე ყველა ლეგენდა თამაშობს ნაკრებში და კლუბის დამსახურებას თუ გამორიცხავ და მარტო ნაკრებს მიაწერ არცერთ გუნდს არ შეუქმნია ლეგენდა მარტო ნაკრების დამსახურება ყოპილა..

giorgi papuashvili
12 years ago

ბონუჩისა და კვალიარელას კლასის ფეხბურთელები რომ გვყავს მაგიტომაც ვართ ლიგაზე :forza: :forza: რას გაღორდა ეს შედეგი დიდი უნდა დაბალ ფასად

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

შირერი რო კლასნია ამას ის სტატისტიკაც მეტყველებს რაც მას გააჩნია ) ნიუკასლი მომენტ ცუდი გუნდი არ იყო . ალანი კიდე ნაკრებშიც საკაიფოდ უბერავდა და კლუბშიდაც ) უბრალოდ ნიუკასლს ცუდი პერიოდი ედგა და საოცრად არა სტაბილური იყო

Arancia Meccanica
12 years ago

ხო მეც მაგ მხრივ მაქვს სხვა აზრი ჩემთვის შირერი ლეგენდაა, ლეს ფერდინანდი, რობი ფაულერი და ა.შ. მიუხედავად იმისა რომ ტოპ კლუბებში არ უთამაშიათ..

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

მესი მსოფლიო დონეა რათქმაუნდა , მაგრამ მარადონას მუნდიალი ჰქონდა მონაგები და რაღაც ფანტასტიურ თამაშს აჩვენებდა . მესი ნაკრებში რო 0-ია , ანაზღაურებს ბარსელობაში სტაბილური და ფეერიული თამაშით . ორი აზრი არაა დიეგომ ნაპოლიში ბევრს დაუმტკიცა საკუთარი კლასი , მაგრამ იქამდეც ექსტრა იყო

მე არ გეთანხმები კიდევ ერთხელ იმაში თუ საშუალო კლუბში თამაშობს მსოფლიო დონეა , მთავარია უმაღლეს დონეზე იყოს ისეთივე და არ დაიკარგოს

Arancia Meccanica
12 years ago

დათკა
საკლუბო და სანაკრებო თამაში სხვაა მეგობარო.. ეგრე მესი ბარსას ლეგენდაა მაგრამ ნაკრებში გადამწყვეტ თამაშებში არც არაფერი შეუქმნია მაგრამ იტყვი რო არ არი ტოპ კლასი?

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

მარადონა ტოპ კლასი იქნებოდა მაინც საკლუბო დონეზე რო არ გაეკეთებინა არაფერი . ნაპოლიმდე იყო უკვე მსოფლიო დონე , როცა არგენტინასთან ერთად სასწაულები აკეთა

Arancia Meccanica
12 years ago

დათკა ხოდა ეგ არი პრობლემა აუცილებლად ტოპ კლუბში უნდა გადავიდეს კარგი ფეხბურთელი თორე მანამდე პერსპექტიულად ითვლება.. რო გადავა და იქ კარგ ფეხბურთს აჩვენებს მერეა ტოპ კლასი.. ასეთი ლოგიკა მიუღებელია მეგობარო ეგრე პასტორესთან არაფერ შუაშია მაგრამ მარადონა ავიღოთ რომელმაც ნაპოლისთვის ყველაფერი გააკეთა იტყვი კი მასზე რო არ იყო ლეგენდა ხო არ უთამაშია ტოპ კლუბში ან ბატისტუტა აიღე ფიორენტინაში.. პერუჯა იმ დროში ბდღვნიდა ყველაფერს.. ასე რომ სხვა პლანეტა არ არი.. იუვეში ხდებოდნენ ვარსკვლავებიც.. მაგრამ იუვე უფორ მეტად ყიდულობდა ვარსკვლავებს ან ისეთს რომელიც 100% ვარსკვლავი გახდებოდა დღეს რომელძე იტყვი 100% რო ვარსკვლავი გახდება ერთი იმედი ელიას შეიძლება გქონდეს ისიც იმიტო რო უკვე აჩვენა… Read more »

| Newsphere by AF themes.
95
0
Would love your thoughts, please comment.x