ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” გუნდის გაძლიერება? სიფრთხილეა საჭირო”

“იუვენტუსის” სპორტული დირექტორი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს. ჟურნალისტები მაღალჩინოსნის მიზნებით დაინტერესდნენ, გულშემატკივარი გუნდის მაღალი კლასის ფეხბურთელით გაძლიერებას მოითხოვს, მაროტა კი ამის ირგვლივ არსებულ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას…

” თუ მაგალითი გაინტერესებთ, მაღალი კლასის ფეხბურთელის მაგალითად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმაჩნია. მისნაირი კლასის ფეხბურთელები იშვიათი ბედნიერებაა, რადგან ირგვლივ ცოტანი არიან და თანაც, ხელმისაწვდომი ფასი არ აქვთ. ”

” როცა კლუბი სწორ არჩევანს აკეთებს, შედეგი მოდის, იგივე იბრაჰიმოვიჩის შემთხვევაში. მაგრამ ყველაზე ნათელი მესის მაგალითია, ფეხბურთელი, რომელიც რეალურად ისედაც დიდი გუნდისთვის გადამწყვეტი ძალაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის კანდიდატურები, რომლებიც ხელმისაწვდომია და ასევე მათი ფასები, სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად. ეს ის საკითხია, რომელსაც კლუბი დიდი სიფრთხილით უყურებს, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, ეს კი ადვილი არაა”

” კვირიდან კვირამდე მუშაობაა საჭირო, შემდეგ კი ჩემპიონატში მიღწეულ შედეგს შევაფასებთ. ვიკავებთ პოზიციას, რომელიც ფრეების მიუხედავად, მაღალი კალიბრისაა და ამას მთელი კლუბის, ფეხბურთელებისა და მწვრთნელის თავდადებით მივაღწიეთ. ახლა რაც შეიძლება მეტი ქულის აღებას უნდა ვეცადოთ. ასეა თუ ისე, უკვე დავამტკიცეთ, რომ ისეთივე კონკურენტუნარიანები ვართ, როგორიც სხვები, ამით უნდა ვამაყობდეთ. ”

” რაც შეეხება გუნდის შემტევ პოტენციალს, ვფიქრობ, სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდაა. მიაქციეთ ყურადღება გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის სხვაობას, ამ მაჩვენებლით ჩემპიონატში მეორენი ვართ. პირველზე “მილანელები” არიან, არც ისაა დამთხვევა, რომ სატურნირო ცხრილშიც ამავე პოზიციას იკავებენ. ”

” ასევე უნდა ითქვას, რომ საუკეთესო დაცვა გვყავს. ეს მწვრთნელის სათამაშო მოდელის დამსახურებაცაა, რომლის მიხედვითაც, ფორვარდები ძალიან იხარჯებიან. რა თქმა უნდა, მეტი გოლი რომ გაგვქონდეს, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა. ამ საკითხზე კონტე მუშაობს, თანაც ძალიან აქტიურად. მიუხედავად ყველაფრისა, თავდამსხმელები ჯვარზე გაკვრას მაინც არ იმსახურებენ, დაცვა ძლიერი სწორედ მათი დამსახურებითაა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

95 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Arancia Meccanica
12 years ago

d a v i d
პასტორეს და ჯოვინკოს შორის იმხელა განსხვავებაა რო რთულია მაგ ყველაფრის ჩამოთვლა..

Arancia Meccanica
12 years ago

დათკა
არა მეგობარო ვერ დაგეთანხმები..
ეგრე ყველა ტოპ კლუბში ხვდება ვარსკვლავი.. იგივეს გეტყვი პასტორე პსჟ-ში გახდა ვარსკვლავი თუ პალერმოში.. ეგრეა იუვეს მიმართაც..

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ჩემი აზრით პასტორე ჯერ ტოპ კლასი არ გამხდარა . არ გაუკეთებია მაგისთვის არაფერი ჯერ ჯერობით .

ფეხბურთელი რომელიც საშუალო დონის კლუბში არის ლიდერი არ ნიშნავს ვარსვკვლავს . აი როცა გრანდში გადავა და იქ წარმოაჩენს საკუთარ თავს და თან სტაბილურად , მაშინ კი ბატონო

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

Arancia Meccanica

რა გუნდებიც შენ ჩამოთვალე ეხლა ვაფშე სხვა პლანეტაა . ეგრე იმდენი მაგალითია როცა საშუალო დონის გუნდში ვიღაც იყო ლიდერი … ეგრე ყველა ვარსკვლავი ყოფილა

იბრას დროს აიაქსში ვან დერ ვაარტი , სნეიდერი და მთელი პლეადა თამაშობდა . იყო კარგი და პრესპექტიული მაგრამ არა მეგა სტარი . გადმოვიდნენ იუვეში და გახდნენ ვარსკვლავები ! იუვეში და არა პერუჯაში და სადმე სხვაგან . სამყარომ ისინი იუვედან დაიმახსოვრა

d a v i d
12 years ago

Arancia Meccanica

ძმა რა განსხვავებააა პასტორეს და ჯოვინკოს შორის? მგონი ერთია ის რო ის პსჟ-ში თამაშობს და ეს პარმაში :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

Arancia Meccanica
პასტორე 20 წლის იყო პალერმოში რო თამაშობდა
და რაც პასტორემ გაუკეთა პალერმოს იმაზე მეტს აკეთებს დღეს ჯოვინკო პარმაში და რაარი სასაცილო პერსპექტიული იყო პარმაში და ახლაც არაა ჩამოყალიბებული ვარსკვლავი

alex-pinturicchio
12 years ago

თავის დროზე: პასტორე,აგუერო რომ გვეყიდა დგეს უძლიერესი გუნდი გვეყოლებოდა. + ჯოვინკო იმენა გავხევდით შუაზე გუნდებს.ძეკოც ხო გვინდოდა ეგეც გამოგვადგებოდა.

gocha khalvashi
12 years ago

bero-juve10

ლავეცი ფანტასტიკის სფეროა… 10 ნომერის მიცემას აპირებენ და შენთან ვინ გამოუშვებს და არც თითონ წავა არსად…

Arancia Meccanica
12 years ago

1juve
ჰო შენთვის სებაა ვარსკვლავი და პასტორე პერსპექტიული ბიჭი.. პასტორე სულ იმაზე ოცნებობს სებას დონის გავხდეო.. :lool: :lool:

Arancia Meccanica
12 years ago

1juve
უმაღლესი დონის უკვე იყო პალერმოდან რო გადავიდა.. იქ შეიძლება განვითარდეს, მაგრამ იმის თქმა რომ პსჟ-ში გახდა ვარსკვლავი ხო შეცდომაა? ვარსკვლავი არი რო საერთოდ შენთვის პასტორე?

Di Francesco # 1
12 years ago

დღეს არა მარა პსჟ_ში შეუძლიუა გახდეს და ზუსტად მაგას ვიძახი
მასე სებაც ბდღვნის ყველაფერს პარმაში მარა მერე რა? იგივე რო გააკეთოს იუვეში შეიძლება მესის და რონალდოს გვერდით დააყენონ

Di Francesco # 1
12 years ago

Arancia Meccanica
მასე დღეს მარკეტი ლაციოს ლიდერია მარა რა ვინმე უმაღლესი დონის მეკარედ თვლის? გადმოვიდეს იუვეში და გახდება უმაღლესი დონის ისე დარჩება მარკეტად და ბუტკად :chuvak:
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
12 years ago

Arancia Meccanica
პსჟ_ში ჩამოყალიბდება უმაღლესი დონის ფორვარდად აქ მაინც პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა
არაა ასე? :chuvak:

Arancia Meccanica
12 years ago

1juve
პასტორეზე იტყვი რო პსჟ-ში გახდა ვარსკვლავი?! პალერმოს არ ახსენებ?!
იგივე გემართებათ ბუფონზეც კანავაროზეც და ა.შ.

alex-pinturicchio
12 years ago

ნეიმარი უნდა იყიდოს ამან,მაგრა გაასწორებს.ეგეთი ფეხბურთელი გამოგვაფხიზლებს ჩვენ.დამიაო რა ჯანდაბად გვინდა.ჯოვინკო უნდა დავიბრუნოთ,იგუაინიც არ იქნება ცუდი,მაგრამ მე სუარესი მირჩევნია.

gocha khalvashi
12 years ago

ე.ი. აღიარებითი ჩვენება ეხლა… ჯერ პაციენცა მერე პადოინი და ჯაკერინიმ კიდევ არ იცის რა პოზიციაზე თამასობს, მელო რომ დაეტოვებინა კონტეს არცერთი არ იყო საჭირო… ანუ მელო დააბრუნეთ… :oops:

აი მე ნახევარ გუნდს გავყიდდი და რიბერის დავითრევდი…

შანშარდელი ზიზუს კომენტარი თუ გახსოვთ, მაროტას რომ ურჩია მენეზი დაითრიე გამოგადგებათო… ცუდი არ უნდოდა ჩვენთვის…

mishka berianidze
12 years ago

ჩემი აზრით რიბერის ფასად და მის პოზიციაზე მასზე კარგი ლავეცია ერთი ეგაა ლაურენტისი თუ გამოუშვებს ჩემზე რომ იყოს კრასიჩს, ელია + 15 მილიონი და გადმოვიყვანდი.

Arancia Meccanica
12 years ago

1juve დათკა
სალასი ლაციოს ლიდერი იყო იბრა აიაქსის ბუფონი პარმას.. კანავარო ნაპოლის პარმას და ინტერის.. ვიეირა არსენალის.. პლატინი ნანსის და სენტ ეტიენის, რავანელი პერუჯას ვიერი -ტორინო ატალანტას.. ისედაც იცით ეს ყველაფერი ასე რომ ნუ ამბობთ რომ იუვეში გახდნენ ვარსკვლავები.. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება ასე რომ.. არ გინდათ ტრანსფერების გამკართლება იმით რო ვარსკვლავებს იუვე არ ყიდულობდაო..!

mishka berianidze
12 years ago

შენ ისე ლაპარაკობ რომ კალაძე დინამო თბილისის ლიდერი იყო და აქედან გაუქაჩია ან დელ პიერო პადოვასი მთავარია სად ჭარმოჩინდა ესა თუ ის ფეხბურთელი.

Di Francesco # 1
12 years ago

Arancia Meccanica
ბუფონისთვის და კანავაროსთვის იუვე უდიდესი მიღწევა იყო
მეტი უკან აღარ წავალ მე მაინ 21 საუკუნის გულშემატკივარი ვარ :chuvak:
პლატინი როგორც ვიცი მისი ფეხბურთის საუკეთესო წლები იუვეში გაატარა, ზიდანმაც ყველაფერი აქედან დაიწყო
მე იმას არ ვთვლი ვარსკვლავის მოყვანად პალერმოდან და ნაპოლიდან იუვე რო კაცს გადმოიყვანს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეც იქნება
თქვენ იძახით რო იუვემ რეალს ბარსას და მანჩესტერის ლიდერები უნდა იყიდოსო, სიმართლე გითხრა არც მინდა მასეთი ფეხბურთელი და არც მაროტა არ იყიდის
მე მინდა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშოს იუვეში რომელიც იუვეს შექმნილია
მატრი ვინ გახადა ფეხბურთელად, მაგი რო იუვესი არ მოსულიყო ახლა შეიძლაბა სადმე სერია ც1-2_ის გუნდში ყოფილიყო :chuvak:

d a v i d
12 years ago

აით ზედა სტატიაში ეხლა :lool: :lool: :lool: :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

სალასი საერთოდ რა სახსენებელია ?

ბუფონი და კანავარო რა შუაშია ? ესენი რო მოვიდნენ , კი უნდა გახსოვდეს ვის მაგივრად მოვიდნენ . დამიჯერე კიდე კანავარო იმ დონეზე მაინც არ იყო რაც იუვეში გადმოსვლის მერე გახდა . ინტერში ყოფნისას ვაფშე საოცრება იყო . პადრიად ყველა დირკავდა ტიპს

იბრა კიდე ნაღდად არ იყო სუპერ სტარი . აიაქსის ჩუვაკი იყო ოდნავ გამორჩეული და აი იუვეში გახდა მეგა სტარი !

ვიეირა იშვიათი გამონაკლისია ) რავანელის პერიოდი სიმართლე გითხრა არ მახსოვს იმდენად , მაგრამ ჩემი აზრით იუვეში ყოფნისას უფრო ავიდა კლასით მაღლა .

d a v i d
12 years ago

იგუაინის რაღაც არ მჯერა მე რო მაგი გაამართლებს იტალიაში…აი ბენზემა მართლა რო დაგვხატავდა რააა :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago
Reply to  d a v i d

მე პირიქით მგონია რატომღაც . იგუაინს ამ ეტაპზე საუკეთესო ფინიშინგი აქვს ჩემი აზრით

d a v i d
12 years ago
Reply to  Dutch

რავი დათკა ძმა თუ მოვა ჯერ და თუ გაამართლებს ეგ მე არ მეწყინოს :givi: ერთ დროს კარგად უბერავდა მარა ეხლა უკლო რატომღაც ძირითადშიც იშვიათად იჩითება… თუ მოვა ვუჩინიჩი და ეგ გაუგებენ კარგად კაი გაგებით ოღონდ :buhee: :forza:

Arancia Meccanica
12 years ago

1juve დათკა
ვინ გახდა მერე ვარსკვლავი იბრა ბუფონი კანავარო ვიეირა სალასი პლატინი რავანელი ვიერი?? ესენი მერე გახდა თუ უკვე ვარსკვლავი იყიდა?

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ჟირუ რავი . ვნახოთ …. და მიაოზე სერიოზული ბრძოლა გვაქვს სხვა გრანდებთან . მე მაგალითად იგუაინი მინდა

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  Dutch

მე ბენზემა :love:

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

მე მატიას სუარესი მირჩევნია ჟირუსაც და დამიაოსაც :chuvak:

mishka berianidze
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

მე კი მაგ სამივეს ანუ იგუაინი, დამიაო, ბენზემას კავანი მირჩევნია.

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

ხო რავიცი მე ძან მომწონს
საფრანგეთის ნაკრებშიც დაუძახეს და ევროპაზე ალბათ გუნდის ერთერთი ლიდერი იქნება

Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ჟირუ არ მოგწონს? მე დამაიოს და მისნაირებს ყველას ერთად მირჩევნია :chuvak:
მემგონი ზუსტად ისაა ვინც იუვეს ჭირდება,მოკლედ და კონკრეტულად რო შევაფასოდ გამტანია :chuvak:
:italy: :achuu: :italy:

d a v i d
12 years ago

:givi: ისე იძახით აქ ვითომ ამ კაცს არ უნდა ტოპ კლასის ფეხბურთელების მოყვანა რაა, რა ამის ბრალია თუ ფული არ გამოუყეს ბიუჯეტიდან? :givi: არაფრის დამთვრევი არაო რო იძახით სამპდორიაში რო მუშაობდა კასანო მე დავითრიე აბაა? თუ კასანო უკლასო და უვარგისი ფეხბურთელია რო მაგას ყველა დაითრევდაო :givi: :achuu:

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  d a v i d

მე პირადად მაროტა კი არა მთლიანად ვაგინებ მაგათ შევურცვხინე სატრანსფერო პოლიტიკა რა ჭირდა ბასტოს კონტეს დასაწუნი თუ ესტიგარიბიები ჯაკერინები ჯობდნენ :blin: :blin:

d a v i d
12 years ago

basტოსი ჯერ პასორტს უცდიდა მერე რას მერე რას და გადაიფიქრეს მაგის გულისთვის მემგონი..

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  d a v i d

პასპორტი ხო მარა აკეთებდა კიდეც მარა მერე კონტემ დაიწუნა და ჩაშალა ეგ ტრასფერი რო მოვიდა თორე მაგას დელნერის დროიდან ეჩალიჩებოდნენ კონტემ თქვა უარი :chuvak:

d a v i d
12 years ago

არადა კარგი იქნებოდა მარცხენა მცველადაც შეეძლო რო ეთამაშა, ნაკრებში უწევდა ხოლმე მცველად თამაში :forza:

NEDVEDA11..
12 years ago

ყველაფერი კარგად იქნება!

ყოველ დღე მესიზმრება!

გამიგებთ, გამიგებთ… ძმები ხართ?! ძმები ხართ…

:boli:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

მარცხენა მცველზე კასერესი რო დააყენონ ჯობია მემგონი . პლიუს ამასთან მე მაგალითად ციგლერს აუცილებლად დავაბრუნებდი . ასევე მელოსაც . მოვიყვანდი იგუაინს ! პლიუს ამასთან აქტიურად მიდის საუბარი და მიაოს ტრანსფერზე არ მეშლება გვარი მემგონი . ბრაზილიელი ფორვარდი არო არის . სერიოზულ თანხას დებს მაროტა .

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  Dutch

სერიოზულ თანხას თუ დებდა აგუეროში ან ვინმე ეგეთში ჩაედო დამიაოს მოყვანას მატიას სუარესი მოიყვანოს თუ მაინცდამანც ეგრეა უფრო იაფიც დაჯდება და თან უძლიეერესია ძაან კაი იგროკია :chuvak:

mishka berianidze
12 years ago

შენც მოგეწონა მატიას სუარესი ჩემის აზრით ბენზემას ჯობია თან სისწრაფეც აქვს და პასიც იცის რაც ბენზემას არ გააჩნია.

| Newsphere by AF themes.
95
0
Would love your thoughts, please comment.x