ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი : “გენუაში სამი ქულისთვის მივემგზავრებით”

ტურინში ხელმეორედ დაბრუნების შემდეგ მარტინ კასერესს ტურინის “იუვენტუსის” ჯოკერს უწოდებენ, რა თქმა უნდა ამის მთავარი მიზეზი მცველის უნივერსალიზმია.ბიანკონერებში გატარებულ 40 დღეში ურუგვაელმა უკანახაზელმა დაკისრებულ მოვალეობებს თავი წარმატებით გაართა : მარჯვენა მცველი, ცენტრალური მცველი და რაც მთავარია, ბომბარდირი.

“ბოლონიას” წინააღმდეგ ჩატარებული დამაჯერებელი მატჩის შემდეგ მარტინ კასერესი “ჯენოასთან” შეხვედრისთვის ემზადება.დღეს ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა და ინტერვიუ წარსულით დაიწყო : “იმ დღიდან, როცა “იუვენტუსიდან” წავედი, ჩემს ოცნებას აქ დაბრუნება წარმოადგენდა.უბედნიერესი ვარ, რომ ბედისწერამ მეორედ მომცა შანსი.იმ გუნდთან შედარებით, რომელშიც მე პირველად გამოვდიოდი, ახლა ყველაფერი შეცვლილია.შესანიშნავი ადამიანები და წარმატებული ფეხბურთელები – იუვენტუსში ყოველთვის მეგობრული ატმოსფერო სუფევს.”

“მილანთან” შესრულებული დუბლის შემდეგ, რომლითაც ბებერი ქალბატონი საგრძნობლად მიუახლოვდა იტალიის თასის 1/2 ფინალს, მარტინ კასერესს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელის – რთული გასვლა გენუაში, ადგილობრივი “ჯენოას” წინააღმდეგ, მითუმეტეს მაშინ, როცა ანტონიო კონტეს განკარგულებაში არც ანდრეა ბარძალი, არც ჯორჯო კიელინი და არც ლეონარდო ბონუჩი არ არიან : “ფეხბურთელები ნამდვილად გვაკლია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაცვის ცენტრში თამაში ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.ვიდალი ? – მწვრთნელს ჯერ არ გადაუწყვიტავს, ითამაშებს თუ არა იგი ჩემთან ერთად დაცვის ცენტრში, მაგრამ კარგია, რომ არტუროს სანაკრებო დონეზე ამის გამოცდილება აქვს.ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდალი დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს და მზადაა იქ ითამაშოს, სადაც გუნდს დასჭირდება.”

“შესანიშნავად ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, ამიტომ განსაკუთრებულად ვემზადებით.დღევანდელ “იუვენტუსს” შეუძლია წარმატებით ითამაშოს როგორც სახლში, ისე გასვლაზე, გუნდი თავდაჯერებულია და მზადაა, საკუთარი ძალა აჩვენოს.გენუაში სამი ქულისთვის მივემგზავრებით.” – დაასრულა კასერესმა.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gela Labadze
12 years ago

მეგობრებო ყველს გთოხვთ თუ შეძლებთ შეხვიდეთ ამ ლინკზე და ხმა მომცეთ ყველას ძალიან გთხოვთ

გელა ლაბაძე

http://www.facebook.com/questions/307026076028958/

carvalho amauri buffon
12 years ago

miyvats dzaan martin amagrad gamogvadgebaaaaaaaa. tu ara da 7 milionis ukve gagviketa milans dubli sheusrula :D

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x