ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : “ჩემპიონის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია”

სამი გოლი ორ მატჩში.ტურინის “იუვენტუსის” მაისურით “ჯენოას” წინააღმდეგ ყოველ მატჩში ალესანდრო მატრი მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს.”ლუიჯი ფერარისზე” გასამართ მატჩამდე იტალიელ ფორვარდს ინტერვიუ Sky Sport – მა ჩამოართვა.

“ბოლო მატჩებში დაკარგულმა ქულებმა გაგვაწბილეს, მაგრამ ვიცით, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ.კარგ სეზონს ვატარებთ.”მილანს” მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით და ვფიქრობ, რომ ჩემპიონის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.სკუდეტოს მოგება “იუვენტუსის” დიდი ოცნებაა და ამ მიზნის მისაღწევად, ბოლო მატჩამდე ვიბრძოლებთ.”

უკანასკნელ შეხვედრებში გატანილი გოლების სიმცირის გამო ბიანკონერების წინახაზს იტალიური პრესა აქტიურად აკრიტიკებს, ალესანდრო კი თანაგუნდელებს იცავს : “მთელი კვირა ისე ვემზადებით, რომ დაპირისპირებას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ, კრიტიკა სასიამოვნო არ არის, მაგრამ იგი საჭიროა, რადგან დამატებით ენერგიას გვმატებს.მთავარი მწვრთნელის მიერ არჩეულ სქემაში თითოეულ ფეხბურთელს დიდი ფუნქცია ეკისრება, ფორვარდები კი აქტიურად უტევენ მეტოქის კარს, ამიტომ ნახევარმცველების მიერ გატანილი გოლების მცირე რაოდენობა საგანგაშო არ არის.ბოლო მატჩში მწვრთნელმა მოედანზე ფორვარდების სხვა დუეტი გამოიყვანა, ეს არჩევანი რა თქმა და მოთამაშეების სათამაშო ფორმითა და მეტოქითაა გამოწვეული.პირველ წრეში “ჯენოას” ორჯერ გავუტანე, იმედი მაქვს, ხვალინდელ მატჩში “იდეალური” ფორვარდი სწორედ მე გავხდები.”

“ლუიჯი ფერარისზე” გასამართ შეხვედრას ანტონიო კონტე ტრიბუნებიდან ადევნებს თვალს, იგი დისკვალიფიცირებულია : “ბოლონიასთან მიღებული წითელი ბარათით ყველანი გაკვირვებულნი დავრჩით, მწვრთნელი უკმაყოფილო იყო მსაჯის გადაწყვეტილებით და პროტესტი გამოთქვა.ნებისმიერ შემთხვევაში, კვირას გასამართი შეხვედრის შედეგი ჩვენს მომზადებაზე იქნება დამოკიდებული, კონტე კი ჩვენთან ერთად მუშაობდა.მაქსიმალურად ვეცდებით, ეს დანაკლისი გუნდს არ დაეტყოს, მითუმეტეს, ანჯელო ალესიო შესანიშნავი სპეციალისტია.”

წყარო : Juventus.com

15 thoughts on “მატრი : “ჩემპიონის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.