ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესიო: ” გამარჯვების გზაზე დავბრუნდებით “

ანჯელო ალესიოს ეჭვი არ ეპარება, რომ “ჯენოასთან” დაპირისპირებაში “იუვენტუსი” გამარჯვებების გზას დაუბრუნდება. გენუისკენ გუნდს სწორედ დამხმარე მწვრთნელი წარუძღვება, ანტონიო კონტეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს…

ანტონიო უსამართლობის მსხვერპლი გახდა. მთავარი და დამხმარე მსაჯების მიმართ ყოველთვის კორექტული იყო. ყველანი იქ ვიყავით და ვნახეთ, რაც მოხდა. დისკვალიფიკაციის გამო განაწყენებულია და იმედი გვაქვს, ასეთი სიტუაცია შემდეგში აღარ შეიქმნება. ”

“ჯენოასაც” ისევე შევხვდებით მწვანე მინდორზე, როგორც სხვა ნებისმიერ კლუბს აქამდე. ამ გუნდს თავისი მუხტი აქვს, რომელიც რვათვიანი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა. ხვალ აგრესიული “ჯენოა” ითამაშებს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ წარმატებას მიაღწიოს.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, ორი კანდიდატურა გამოვცადეთ, არტურო ვიდალი და მარონე, კონტე გადაწყვეტილებას ბოლო ვარჯიშზე მიიღებს. სათამაშო ფორმაციის ამ რთულ პერიოდში შეცვლას არ ვაპირებთ. კიელინი? იმედია “ფიორენტინასთან” მატჩამდე მომჯობინდება. ინდივიდუალურად მუშაობს, მაგრამ ამ ტიპის ტრავმებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

თავდასხმის ხაზში არანაირი იერარქია არ არსებობს. კრიტიკული შეფასებების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა გავიდეს მოედანზე. მომენტების შექმნა არ გვიჭირს, მაგრამ ან მეკარე გვიღობავს გზას, ანაც ბოლო ეპიზოდში სიმარჯვე არ გვყოფნის. ამ საკითხზე ვმუშაობთ და იმედია, წარმატების მიღწევასაც შევძლებთ. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

SPREWELL. says:
მარტი 10, 2012 at 17:34

ვიდალი მირჩევნია დაცვაში და ცენტრში მარონე პირლო მარკიზიოსთან ერთად.

პირლოც არ იქნება ჩვენდა სამწუხაროდ

carvalho amauri buffon
13 years ago

აუ უნდა მოვიგოთ რა რამდენი ხანი ჯუნდა გაგრდელდეს ჯობია 2 ტამასჰიწ აავოგტ და 2 ზე მეტი ფრე აგარ გავაგოროთ მილანს ასე მგონია ვერ შევაჩერებთ

13 years ago

მგონი დროა შეპირებული 4-2-4 ვნახოთ….

lasha naxucrishvili
13 years ago

გოლს ის გაიტანს ვისაც კაი ხანია არ გაუტანია

juventino90
13 years ago

მარკიზიო გაიბრწყინებს ამ თამაშში მაგრად მგონია :) დუბლს ველოდები :juvee: :juvee:

13 years ago
Reply to  juventino90

რაღაც არამგონია.. :euf: მაგან მგონი წელს ამოწურა თავისი თავი :mrgreen: და ახლა პასიურობის დრო აქვს

d a v i d
13 years ago

—————————–ბუფონი—————————–

—————ლიხტა—–კასერესი————-დეჩელიე—–

პეპე——–ვიდალი——–პირლო—–მარიზიო—ჯაკე(ესტიგარიბია)

———————მატრი———–ვუჩინიჩი————

კი ამბობენ 4 მცველით მარა მე მაინც 3 მცველს ვარაუდობ :chuvak:

Arancia Meccanica
13 years ago

რა მარონე.. ვიდალი! შემქმნელი ნახევარმცველი რად გინდა დაცვაში.. მარონე უფრო მეტად შემქმნელია ვიდრე ჩამშლელი.. ვიდალი ამ მხრივ უფრო დაბალანსებულია.. გაგვიჭირდება მაგრამ უნდა ვეცადოთ 3 ქულის აღებას..

Gio Darja
13 years ago

ვიდალი დადგება დაცვაში, მარონეს ჯილარდინოსა და პალასიოს წინააღმდეგ არ დააყენებს..კასერესი – ვიდალი, ტიპიური სამხრეთ ამერიკული ხისტი დაცვა გვეყოლება :))

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  Gio Darja

ჯილა იქნება?

13 years ago

მარონე რაღაც უფრო კრეატიული ფეხბურთელი არაა? მარა კაიაა….

G M
G M
13 years ago

ვიდალი მირჩევნია დაცვაში და ცენტრში მარონე პირლო მარკიზიოსთან ერთად.

13 years ago
Reply to  G M

ხო ეგ ყველაზე საღი იქნება მარა ვიდალი თუ დადგა დაცვაში გამოიცანი ვინ იქნება მესამე ნახევარმცველი…… პადოინეეეეეეეეეეე

Di Francesco # 1
13 years ago

მარონე ჯობია უფრო დაკვირვებულად თამაშობს, ვიდალი კი იბრძვის მარა არც ისე რთული მოსატყუებელია მეტოქისთვის, მითუმეტეს დაცვაში

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x