ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრეციოზი: ” “იუვემ” მოგება დაიმსახურა “

“ჯენოას” პრეზიდენტი ენრიკო პრეციოსი აღიარებს, რომ დღევანდელ მატჩში “იუვენტუსმა” გამარჯვება დაიმსახურა. შეგახსენებთ, “ბიანკონერებსა” და გენუელებს შორის შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა: “ მხოლოდ ერთს ვიტყვი: მოედანზე “იუვენტუსმა” გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა. დიახ, მომენტები ჩვენც გვქონდა, მაგრამ “იუვე” კლასით ერთი თავით მაღლა იდგა, პირველიდან 90′ წუთამდე. მიუხედავად ოთხშაბათს ჩატარებული მატჩისა, გუნდმა დიდი ძალები დახარჯა. შემთხვევითობა არაა, რომ ტურინელები “სკუდეტოსთვის” იბრძვიან. ბოლოს იმასაც ვიტყვი, რომ პირლოზე პენალტი უნდა დანიშნულიყო, ისევე, როგორც უნდა ჩათვლილიყო გოლი ჩვენს კარში, რომლის დროსაც მსაჯმა ალამი ასწია. არ ვიცი ეს რატომ მოხდა, შესაძლოა იმიტომ, რომ ბოლო წუთი იყო, მაგრამ არაფერზე ვწუწუნებ. რაც შეეხება “იუვენტუსის” ბოიკოტს, არა მგონია, ეს სწორი იყოს. ” -აცხადებს პრეციოზი.

წყარო: football-italia

62 thoughts on “პრეციოზი: ” “იუვემ” მოგება დაიმსახურა “

  1. საგოლ იმედია მართლა კაი განცხადებაა!!! კონტე რო დაგვიბრუნდება რაგაც შეიცვლება მარა სუდიებს რა ვუშველოთ

  2. გენაცვალე პრეციოზი კაი კაცი ხარ შენ..
    ნამდვილად ვიმსახურებდით გამარჯვებას მაგრამ რა ვუყოთ რომ პიაჩენცას დონის შემტევები გვყავს

  3. მართლა კარგად ვითამაშეთ,უეჭველი უნდა მოგვეგო ჯენოასთან,არ გაგვიმართლა.მაგრამ მთლად უიღბლობას არ უნდა დავაბრალოთ.ძალიან ბევრი გამოუყენებელი მომენტებია ჩვენი ფორვარდების მხრიდან.უბრალოდ გადავხედოთ სატურნირო ცხრილს : მილანს 55 გოლი აქვს გატანილი,ნაპოლის-50,ლაციოს-42,რომას-40,ხოლო პალერმოს ისევე როგორც იუვეს 39 გოლი.ამ მაჩვენებლით მე-5 ადგილზე ვართ.ხოლო მარტო იბრაჰიმოვიჩს,ჩვენ ყველა თავდამსხმელზე 4 ბურთით მეტი აქვს გატანილი.
    ისიც მართალია,რომ ყველაზე ნაკლები გოლი გვაქვს გაშვებული,ეს კი ძირითადად : ბუფონის,კიელინის და ბარძალის დამსახურებაა.

  4. ვაფშე რო არ გაგვიმართლა!!!!!! :mad: :mad: :mad:
    ცუდად ნაგდად არგვითამაშია :juventus: :juventus:
    :juvee: :juvee: :juvee: :juvee:
    მომავალში ცოტა ყურადღებას და უფრო მეტ კონცენტრაციას თუ გამოიჩენენ
    წარმატებებს უეჩველი მივაღცევთ!!!!!!!! :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus:

  5. ლაციომ და უდინეზემ ხო აიკაპოტეს და ზოგს რო ჯერა რო დაგვეწევიან.
    კიდევ იმას ვიტყვი რო მე იმ ადამიანების არ მესმის ვისაც გონია რო დღეს მოგება არ დავიმსახურეთ და იუვემ ცუდად ითამაშა.

  6. რო ვტქვა ცუდად იტამასჰეს მასეც არაა უფრო არ გვიმარტლებდა იმედია იგბალი სჰემობრუნდება :juvee:

  7. ვუჩინიჩი დღეს ძაან მომეწონა, აზრიანად და შედეგიანად თამაშობდა . ცოტა გამართლება თუ იქნება ეგ და მატრი წინ წაგვიყვანენ :forza:

  8. შარშან მილანმა ამ დარჩენილ პერიოდში 23 ქულა აიღო
    2 თამაში ნიჩია და დანარჩენი თუ მოვიგეთ ჩემპიონები ვართ რა :chuvak:
    :italy: :achuu: :italy:

  9. ერთი მაღალი კლასის თავდამსხმელი რო გვინდა ეგ უეჭველია რა . არსენალმა არ მგონია პერსი გაუშვას , თან თუ გაუშვებს ჩვენ ვერ გავწვდებით :lool: ყველაზე კაი ვარიანტი იგუაინია ჯერჯერობით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.