პესკარამ უარყო ვერატის ტრანსფერი
სერია ბ-ს ბინადარმა ” პესკარამ ” , უარყო ჭორები იმის თაობაზე , თითქოს ტურინის ” იუვენტუსმა ” 3.5 მილიონად , მარკო ვერატი გაიფორმა . ამ ინფორმაციას , უკვე რამდენიმე ხანია იტალიურ პრესაში აქტიურად ავრცელებდნენ . უფრო შორს კი Gazzetta dello Sport – ი წავიდა , რომელმაც სავარაუდო სატრანსფერო თანხაც კი დაასახელა – 3.5 მილიონი ევრო . მიუხედავად ამისა , ” პესკარა ” უარყოფს რაიმე სახის გარიგებას ბებერ ქალბატონთან : ” არანაირი მოლაპარაკება ტურინთან არ მიმდინარეობს . ამ ეტაპზე მარკო მხოლოდ ერთ სარფიან წინადადებას განიხილავს , რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხება . დიახ , მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული , თუმცა შეხვედრა მხოლოდ რომას სპორტულ დირექტორთან , ვალტერ საბატინისთან გავმართეთ . ჩვენთვის მარკო ფეხბურთელია და არა ფულის საჭრელი მანქანა . მაროტასთან და პარატიჩისთან შესანიშნავი ურთიერთობა გამაჩნია , მაგრამ მათთან ამ თემაზე არ მისაუბრია “ – განაცხადა პესკარას სპორტულმა დირექტორმა დანიელე დელა კარიმ . ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში 28 თებერვალს მოხდა . იმ დღეს სკუადრა აძურა საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა .
წყარო : Football-italia
გთხოვთ ყველას თუ შეძლებთ შეხვიდეთ ამ ლინკზე და მომცეთ ხმა
თხოვნა იქნება რო გააზიაროთ
გელა ლაბაძე
ყველას დიდი მადლობა
http://www.facebook.com/questions/307026076028958/
d a v i d
მაროტას და მოჯის ერთმანეთს ადარებ მაგ საქმეში? მაროტას რა ფულიც გამოუყვეს წელს, მოჯისთვის იმედენი არ გამოუყვიათ არასოდეს… მოჯი გუნდს ბოლოს საკუთარი (გუნდის მიერ გამომუშავებული) შემოსავლებით არჩენდა და ინახავდა და არ მოუთხოვია ჯანი ანიელისგან და ფიატისგან დახმარება… ამათმა დიეგოში 25 მილიონი გადაიხადეს და მომდევნო წელს 16 მილიონად გაყიდეს. იგივე მელო აიღე თუ გინდა და ა.შ. და მოჯიმ დაახლოებით 3 მილიონად იყიდა ზიდანი და 64 მილიონად გაყიდა და მაგ ფულის ხარჯზე გუნდში მოვიდნენ ნედვედები, ბუფონები, ტურამები და კანავროები, ზლატანები და ა.შ.
მე არ ვადანაშაულებ მაროტას, უბრალოდ შედარებას ვახდენ…
ისე დელპიეროს კარგად შეუსრულა და მილიონ ხელფასზე დაითანხმა
ზოგადად მე მომხრე არ ვარ ფეხბურთელებში დიდი ფულის გადახდის ჩელსივით და სიტივით და ა.შ.
აი ეგაა რა… მაროტას და პარატიჩის შესანიშნავი ურთიერთობა გააჩნია პესკარას დონის გუნდების სპორტულ დირექტორებთან და ისინიც კი უარყოფენ ვერატისნაირების იუვეში გადასვლას და უკეთესი სარფიანი წინადადება სერია ბ-ში დარჩენა ყოფილა და მოჯი ამბობს რუნის დავითრევდიო
და ჩვენ ვითხოვთ შედეგს?
მაროტას ფული მიცენ რო ტოპ კლასის ფეხბურთელი ეყიდა? რასაც აძLევენ იმისდა მიხედვით ყიდულობს ისიც კონტესთან შეთანხმებიტ და აქ მაროტას დადანაშაულება მგონი უადგილოა
ეს თუ მაგარია, ახლა მისთვის სერია ბ-ში კონტრაქტის გახანგრძლივება სარფიანი წინადადება რატოა. წესით უნდა ერჩივნოს უმაღლეს ლიგაში მოხვდეს სადმე და თავი გამოიჩინოს
რა უნდა ამას იუვეში ….პოგბასე აეაფერი ისმის ნეტა…………..
არაფერ ვუწუნებ მარა იმედია ჭორია ამის ადგილი ჯერ არაა იუვეში ამის ადგილია უდინეზე ლაციო ფიორენტინა პალერმო ეგეთი დონის გუნდებში ე მანდ რო გამოიჩენს თავს მერე იფიქროს მაროტა-პარატიჩის დუეტმა
PRIMAVERA-ში ბევრი გვყავს ამაზე არანაკლები ტალანდეტი…
რაც შეეხება პასკუატო & იმობილეს დაბრუნებას, ვერაფერს ვიტყვი
კაია ეს და სება თუ დავაბრუნეთ, თავით თამაშის პრობლემა აღარ იქნება
ისე არ ჩანს ცუდი ფეხბურთელი, საფრანგეთთან რაც ვნახე ბურთის თრევა ამასაც უყვარს და აქტიურიც იყო
რა ვერატი ტო? იმობილე დააბრუნეთ ბლიად!!!!!!!!!!!!!!!