ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევროპის საუკეთესო მცველები …

ვნახოთ, ვინ არიან ცენტრალური მცველის  პოზიციაზე საუკეთესოები, ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის მასშტაბით …

1) ჯორჯო კიელინი, იუვენტუსი. საშუალო შეფასება – 7.56


წელს, ჯორჯო კიელინიმ იუვენტუსის 26 თამაშიდან, 24-ში მიიღო მონაწილეობა. კიელინის უნივერსალობა არაერთხელ გამოადგა გუნდს. ამ 24 მატჩიდან ის 10-ჯერ იდგა მარცხენა მცველის პოზიციაზე, ხოლო დანარჩენ 14 შემთხვევაში დაცვის ცენტრში ითამაშა. იტალიელი მცველი საკმაოდ კარგად კითხულობს თამაშს, რაც აისახება კიდეც მის ინდივიდუალურ სტატისტიკაში. საშუალოდ 1 მატჩში, კიელინის 3 ართმევა აქვს, მასზე უკეთესი შედეგი, კონტეს გუნდში, მხოლოდ არტურო ვიდალს აქვს (4.8). ამ მხრივ მესამე პოზიციაზე ანდრეა ბარძალია, საშუალოდ 2.2 ართმევით. ამას დამატებული ისიც, რომ ჯორჯო საშუალოდ 1 მატჩში, 4-ჯერ ახერხებს მეტოქის გადაცემის ჩაჭრას და 6 სუფთა ვარდნას ასრულებს. ორივე კომპონენტში ის გუნდში საუკეთესოა. ასევე საუკეთესო შედეგი აქვს საჰაერო დუელების მოგების მხრივ, საშუალოდ 4.2. მის პარტნიორს დაცვის ცენტრში, ანდრეა ბარძალის, მხოლოდ 1.5 აქვს.
გასაკვირია, მაგრამ კიელინის მეორე საუკეთესო შედეგი აქვს პასების მხრივ. მასზე მეტ გადაცემას მხოლოდ ანდრეა პირლო აკეთებს – 80, თავად კიელინი საშუალოდ 66.1 პასის გაკეთებას ახერხებს, რომლისგანაც 86% ზუსტია.
წინ რომ წავიწიოთ, კიელინი 1 მატჩში მხოლოდ 0.4 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებს. კარში დარტყმების საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1-ია, თუმცა ესეც კი ორჯერ მეტია, ვიდრე იუვენტუსის მცველებს შორის მეორე საუკეთესო შედეგი, რომელსაც სტეფან ლიხტშტნაინერი ფლობს (0.5). ამის შედეგად, კიელინიმ ორი გოლი გაიტანა ამ სეზონში და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიელინის საშუალო შეფასება 7.56-ია. “ბიანკონერიში” მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ ანდრეა პირლოს აქვს.

2) სერხიო რამოსი, მადრიდის რეალი. საშუალო შეფასება – 7.51

კიელინის მსგავსად, სერხიო რამოსმაც უკვე ორ პოზიციაზე ითამაშა ამ სეზონში და ორი მატჩი გამოტოვა მხოლოდ. ის შესანიშნავად თამაშობდა როგორც დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრშიც. თუმცა, ფლანგზე შედარებით უფრო მაღალი შეფასება ჰქონდა (7.53) ვიდრე ცენტრში (7.51). მაგრამ რადგან პოსტი ცენტრალურ მცველებზეა, ჩვენც მეორე შედეგით ვიხელმძღვანელოთ.
რამოსი, მარსელოსთან ერთად, მთელ “ლა ლიგაში” საუკეთესოა მეტოქის პასების ჩაჭრაში. საშუალოდ 2.6 ჩაჭრა 1 მატჩში. ბურთის ართმევაში ის შედარებით სუსტია, საშუალოდ 2.5 ართმევა. თუმცა, ეს შედეგი გუნდში მეორეა და მხოლოდ ლასანა დიარას 4.3 ართმევას ჩამორჩება. ამის საპირისპიროდ, რამოსი საუკეთესოა მეორე სართულზე ბრძოლაში. საშუალოდ ის 5.2 ორთაბრძოლას იგებს. რაც შეეხება სუფთა ვარდნებს, აქაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს “ლა ლიგაში” და საუკეთესო რეალში, საშუალოდ 4.7 ვარდნა. ბოლო ორ კომპონენტში, რამოსის შემდეგ საუკეთესო შედეგი მის პარტნიორ – პეპეს აქვს, შესაბამისად 1.2 და 4.3.
საშუალო 62.9 პასით რამოსი ხაბი ალონსოს(85.5) მერე ყველაზე მეტი გადაცემის ავტორია. აღსანიშნავია ამ პასების სიზუსტე – 88.9%. ასევე, რამოსის პლუსია გრძელი პასი, რომელსაც ის 1 თამაშში 6-ჯერ მაინც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ რამოსი მარსელოს ჩამოუვარდება “ქი” პასებით (0.6, 1.3), მას მაინც უფრო მეტი საგოლე გადაცემა აქვს ვიდრე ბრაზილიელს (3, 2).
შეტევაში, რამოსს საშუალოდ 0.9 კარში დარტყმა აქვს. შედარებისთვის ოზილს 0.8 აქვს, თუმცა რამოსმა უკვე 3 გოლი გაიტანა, გერმანელმა კი მხოლოდ 1. დრიბლინგის მაჩვენებელიც კიელინისავით დაბალი აქვს – 0.3. ასევე, სტატისტიკა გვეუბნება, რომ რამოსისთვის ბურთის წართმევა ყველაზე რთულია, საშუალოდ 0.4 ბურთის დაკარგვა. მსგავსი შედეგი რეალში არავის აქვს. საბოლოოდ, საშუალო შეფასება 7.51 და მეორე საუკეთესო შედეგი ევროპაში.

3) ლუსიო, ინტერი. საშუალო შეფასება – 7.46


პირველივე, რაც ლუსიოს გენიალურობას ამტკიცებს, არის შემდეგი ფაქტი: იმის მიუხედავად, რომ ინტერმა 26-დან 11 მატჩი წააგო, ის მაინც საუკეთესოთა შორის მოხვდა. გასაკვირი არაა, რომ საშუალოდ 1 მატჩში ის 3.4 ართმევას აკეთებს. ყველაზე მეტს გუნდში და თითქმის, ორჯერ მეტს ვიდრე მისი პარტნიორი – ვალტერ სამუელი (1.8). ლუსიო საუკეთესოა გადაცემების ჩაჭრაშიც, საშუალოდ 4.6. კვლავ ორჯერ უკეთესი შედეგი ვიდრე სამუელს – 2.3. გასაკვირი არაა, რომ ლუსიო საუკეთესოა ვარდნებშიც. საშუალოდ 10.1 უჯარიმო ვარდნა და 3.5 მოგებული საჰაერო დუელი.
საშუალოდ, ლუსიო 38.7 პასს აკეთებს. ერთი შეხედვით ცოტაა, თუმცა არა რანიერის ინტერისთვის. გუნდში, სადაც სნეიდერია საუკეთესო სულ რაღაც 49.1 გადაცემით, ლუსიოს შედეგი არც თუ ისე ცუდია. ლუსიოს მატჩში 1.4 წარმატებული დრიბლინგი აქვს და 0.6 “ქი” პასიც. შედეგად, ამ სეზონში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს.
ინტერში, ტიაგო მოტას ჰქონდა საუკეთესო შეფასება – 7.61. თუმცა, მან გუნდი დატოვა და ახლა სწორედ ლუსიო არის საუკეთესო. მისი საშუალო შეფასებაა 7.46, რომელიც ინტერის სხვა ფეხბურთელებისთვის მიუღწეველი შედეგია.

4) ტიაგო სილვა, მილანი. საშუალო შეფასება – 7.40


ტიაგო სილვამაც მხოლოდ 2 თამაში გამოტოვა 26-დან. ტიაგო სილვას შესაძლებლობა, წაიკითხოს თამაში, ძალიან შთამბეჭდავია. მას ყველაზე მეტი ჩაჭრა აქვს, საშუალოდ 3.6. 1 მატჩში გაკეთებული სუფთა ვარდნის მაჩვენებელი – 7.1-ს უტოლდება და ასევე მეორე სართულზე მოგებული ორთაბძოლების მაღალი მაჩვენებელი აქვს – 3.7. აღსანიშნავია, რომ ამ სამივე კომპონენტში ის ძალიან აღემატება ალესანდრო ნესტას. იტალიელ ვეტერანს შესაბამისად 2.3, 6.4 და 0.5 აქვს.
ბრაზილიელ მცველს ბურთი ყველაზე დიდხანს აქვს ალეგრის გუნდში. საშუალოდ 1 მატჩში, ის 62.5 პასს აკეთებს და მიუხედავად იმისა, რომ აქედან 11.2 გრძელი გადაცემაა, მისი პასების სიზუსტე, მაინც, 90.7%-ს აღწევს. ეს შედეგიც საუკეთესოა მილანში.
შეტევაში, სილვას ანალოგიური შედეგი აქვს რაც რამოსს – 0.7 დარტყმა. აქვე, შესადარებლად უნდა ითქვას, რომ ნესტას მხოლოდ 0.2 აქვს. ბრაზილიელმა, მიმდინარე სეზონში, 2 გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემა მას ჯერ არ გაუკეთებია, რადგან საშუალოდ მატჩში 0.2 “ქი” პასს აკეთებს. ასევე დაბალი მაჩვენებელი აქვს წარმატებული დრიბლინგის მხრივაც, მხოლოდ 0.4. ტიაგო სილვას საშუალო შეფასება 7.40-ია. მილანში, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ შემტევებეს – ზლატან იბრაჰიოვიჩს (8.17) და ანტონიო კასანოს (7.62) აქვთ.

5) უგო კამპანიარო, ნაპოლი. საშუალო შეფასება – 7.36


კამპანიარო, რომელიც დაცვის მარცხენა ნაწილში თამაშობს 3-5-2-1 წყობაში, მხოლოდ მეორეა საშუალო შეფასებით. მის წინ მხოლოდ ეზიკელ ლავეცია. კამპანიარომ უკვე 22 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში. გუნდში, მას საუკეთესო შედეგი აქვს ართმევების მხრივ – საშუალოდ 3.6. შედარებისთვის, მის პარტნიორებს სალვატორე არონიკას და პაოლო კანავაროს, 2.3 და 1.6 აქვთ, შესაბამისად.
ორივე კომპონენტში, გადაცემების ჩაჭრაში(3.2) და ზუსტ ვარდნებში(7.2), მეორე საუკეთესო შედეგის მაჩვენებელია. თუმცა, საერთო ჯამში კამპანიარო “ერთი-ერთზე” დუელებში საუკეთესოა. მის წინააღმდეგ წარმატებული დრიბლინგის საშუალო მაჩვენებელი, მხოლოდ 0.5-ს უტოლდება. იგივე, არონიკას და კანავაროს წინააღმდეგ კი 0.8-ს და 0.9-ს. საჰაერო დუელებშიც, არგენტინელი მცველი საუკეთესოა (1.8).
საშუალოდ, 42.6 პასი მეოთხე საუკეთესო შედეგია ნაპოლიში, მაგრამ არც თუ ისე დიდი ჩამორჩენაა მესამე ადგილოსან, გოკჰან ინლერთან (48.1). რომ განვიხილოთ შეტევაში თამაში, კამპანიარო აქაც ჯაბნის თავის პარტნიორებს დაცვაში. საშუალოდ 0.6 “ქი” პასი გაცილებით მეტია, ვიდრე არონიკას და კანავაროს 0.1. შედეგად, კამპანიაროს უკვე ორი ასისტი აქვს. არგენტინელი, საშუალოდ 0.7 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს. ამ სეზონში, კარში სულ 8-ჯერ დაარტყა, თუმცა ორჯერ აუღებლად. კამპანიარო 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩამოიტოვა ისეთი შემტევი ფეხბურთელი, როგორიც მარეკ ჰამშიკია. საბოლოოდ, საშუალო შეფასება 7.36 და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სტატუსი.

სტატიის ავტორი :  ლექსო თედელური

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

113 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JIORJIO
12 years ago

წელს სილვას არამარტო კიელინი ჯობია, წელს ბარძალიც ჯობია. :juvee:

MarcoVanBasten
12 years ago

ჰოლანდიას

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  MarcoVanBasten

რთული გამოსაცნობი არ იყო მარა მაინც გკითხე :chuvak:
იტალიის ფანი არამგონია მასე ფიქრობდეს
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
12 years ago

MarcoVanBasten
ვის ბალეჩიკობ ნაკრებებში?
რამდენიც არუნდა გიძახო კიელინი ჯობიათქვა მაინც არ დაიწერებ და არც უნდა დაიჯერო
:italy: :achuu: :italy:

MarcoVanBasten
12 years ago

1juve კიელინი თუ ფლანგზეც თამაშობს სამაგიეროდ სილვას აპორნადაც შეუძლია თამაში, მაგრამ მერე რა? არც ფლანგზე თამაშობდა ნესტა და არც აპორნად მაგრამ მიედაროს თუ გინდა კიელინის და თუ გინდა სილვას მთელი საგვარეულო ერთად აღებული

giorgi papuashvili
12 years ago

1juve
მე სიმართლე გითხრა არ მევასება კვალი

Di Francesco # 1
12 years ago

მე ძალიან :love: :love: :love:
ისე ჩელსის ტრეინერის გამო ცოტათი ჩელსისაც ვბალეჩიკობ, თან ერთდ დღეს გვაქ დაბადებისდღე :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

giogio8428
მე სულ მომწონდა, ნაკრებში რო იყო 2010 წელს მის მერე კვალის და პეპეს ვბალეჩიკობ
2 კაცი იყო რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჯგუფიდან გასასვლელად, მესამე ჯიჯი ოღონდ სკამიდან :chuvak:
:italy: :achuu: :italy:

giorgi papuashvili
12 years ago

ბიჭო ხო მართლა დღეს ლიგაა აბა ვის აგებინებბ დღეს ვის დაუდე მოგება :forza: :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

აქამდე ჩელსის ერთიანს ვფიქრობდი კაი ხანი, მარა მაინც ნაპოლის ორიანი დავწერე 5 კუში აქ :chuvak:
ისე უეჭველი კუში თუ გინდა, ნაპოლის 3,5 დარტყმაზე მეტი და ჩელსის 10,5 ჯარიმაზე მეტი, ორივეს ერთად 3,5 კუში აქ

giorgi papuashvili
12 years ago

:kiss:

giorgi papuashvili
12 years ago

1juve რაღამც მაგაზე ჩამოვარდა საუბარი ისე ძაან მომწონს ამ ბოლო დროს შარშან არ მევასებოდა მაგრამ წელს შეიცვალა

giorgi papuashvili
12 years ago

1juve ჩვენი გიჟი პეპე კი არა ყასაბი რომაა მაგაზე ვთქვი :chuvak: :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

მე სიმონე მეგონა :chuvak:

giorgi papuashvili
12 years ago

მე პირადად ნესტა მიმაცნია ყველაზე მაგარ მცველად დრესდღეობით

giorgi papuashvili
12 years ago

ZuraMilan ზურა ჩვენ არ დაგვიძალებია შემოდი და დებატებში ჩაერთეო აქ ხალხს თავი აზრი აქვს და გამოხათავს..ზოგისთვის კიელინია ყველაზე მაგარი ზოგისტვის სილვა და ზოგისთვის კიდე პეპე

Di Francesco # 1
12 years ago

:chuvak: პეპე
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
12 years ago

ZuraMilan
სილვას ფლანგზე თააში შეუძლია? თავით თამაშში ჯობია კიელინის? გუნდის დაქოქვაში?
კიელინი იუვეს გულისთვის ცოცხლად შეჭამს მოწინააღმდეგეს
მაგიც კაი მცველია მარა კიელინი სერია ა_შ საუკეთესო მცველია
რომელი ნაკრების ფანი ხარ?

zura chanqseliani
12 years ago

აუ აზრზე არ ხართ რა თვენ რეალისტები არ ხართ ბიჯოო იმენა რადგან ჯუვეს ფეღბურთელია კიელინი მიტო ამბობთ ეგრე ძმაოო ; )მაგარი არარეალურები ხართ რა ვერ ვიტან ეგეთ რაგაცას ::@

giorgi papuashvili
12 years ago

ბარსელონა ისეთი კლუბი არაა ვინმე იყიდოს და შეახმეს

d a v i d
12 years ago

MarcoVanBasten და იგივე ითქმის მაშIნ რო სილვას რეალური ფასი არ არის შეიზლება რეასლური ხო? :givi: :givi: :givi:

MarcoVanBasten
12 years ago
Reply to  d a v i d

ძალით არ გინდა რო გაიგო რას ვამბობ?
სილვა და კიელინი, შესაფამისად 28 და 21 მილიონად არიან სპეციალისტების მიერ შეფასებული მაგრამ შეილება რეალმა ერთში 50 მილიონი გადაიხადოს და ბარსელონამ მეორეში 55, მაგრამ ეგ ბარსას და რეალის საქმეა ვინ რამდენად შეძლებს ტრანსფერის მოგვარებას.

d a v i d
12 years ago
Reply to  MarcoVanBasten

მერე შედეგი? მაგდენი რო არ ღირს ხო იცის ყველამ? როგორც ტორესი შერჩა ჩელს ისე შრეჩება ეგეც თუ იყიდეს

Di Francesco # 1
12 years ago

კიელინი გუნდის სული და გულია, ენამოგდებული დარბის ამხელა კაცი დაცვიდან შეტევამდე
:italy: :achuu: :italy:

giorgi sidiani
12 years ago

როდის მერე გახდა თანხით რო ფასდებოდეს ფეხბურთელის შესაძლებლობები?ტორესი 50 მილიონი გადაიხადეს,მაგრამ კვინტაზე უკეთესად ვერ თამაშობს.მთავარია მოედანზე რას აკეთებს,ეტყობა არ უყურებ იუვეს თამაშებს,თორე სილვასთან არც შეადარებდი.ჯორჯოს ძალიან მაგარ ფორმაშია,ფაქტიურად უშეცდომოა.სილვა ბონუჩის არ იყოს მაგარ პასებს არიგებს მოწინააღმდეგე ფეხბურთელებზე :D

d a v i d
12 years ago
Reply to  giorgi sidiani

:lool: :lool: :up:

MarcoVanBasten
12 years ago
Reply to  giorgi sidiani

ტორესში ჩელსიმ გადაიხადა 50 მილიონზე მეტი მაგრამ მისი რეალური ფასი მაშინ ბევრად ნაკლები იყო. იგივე კაკაში რეალმა 65 მილიონი გადაიხადა მაგრამ კაკა რეალურად არ ღირდა მაგდენი. ის ფასები რაც აქ დავწერე კიელინიზე და სილვაზე ზუსტად მაგდენად არიან შეფასებული, მაგრამ გაყიდვით ორივე უფრო მეტად გაიყიდება. კიელინი 21-24 მილიონად არის შეფასებული მაგრამ ბარსელონამ შეილება 40 მილიონი გადაიხადოს, იმიტო რო შეილება უღირს მაგდენი, მაგრამ რეალური ფასი ის 21-24 მილიონი იქნება. ამიტო ლოგიკურად რომ იმსჯელო საფეხბურთო ექსპერტები კიელინის უფრო ძვირად შეაფასებდნენ ვიდრე სილვას, სილვაზე უკეთესი რომ იყოს

Di Francesco # 1
12 years ago

nedvednedvednedved
მერე რა? იმ მომენტში შეიძლება ვიღაცა ჯიჯიზე უკეთეს ფორმაში ყოფილიყო, ის ხო არ უთქვია რო საერთოდ ჯიჯის ვინმე ჯობია?

აკაკი მეტრეველი

არა კაცო სტატისტიკური მონაცემი დავწერე ინფორმაციისთვის უბრალოდ :mrgreen: რა შუაშია ეგ, პირიქით კაია ამ ეტაპზე

Di Francesco # 1
12 years ago

:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
12 years ago

კიელინი 24 მილიონი ღირს, ეს როდინდელი ფასებია? :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

MarcoVanBasten
ჰოლანდიის ფანი ხარ?

MarcoVanBasten
12 years ago

Thiago Silva

Age: 27
Height: 1,83
Nationality: Brazil
Position: Defence – Centre Back
Market value: 28.000.000 £

Giorgio Chiellini

Age: 27
Height: 1,86
Nationality: Italy
Position: Defence – Centre Back
Market value: 21.000.000 £

ასე არის ოფიციალურად შეფასებული სილვა 28 მილიონად და კიელინი 21 მილიონად… კარგად ჩანს ვინ უფრო მეტი ღირს, აქედან გამომდინარე კარგად ჩანს ვინ ითვლება უკეთეს ფეხბურთელად…მითუმეტეს ასაკი ორივეს თანაბარი აქვს…

| Newsphere by AF themes.
113
0
Would love your thoughts, please comment.x