ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევროპის საუკეთესო მცველები …

ვნახოთ, ვინ არიან ცენტრალური მცველის  პოზიციაზე საუკეთესოები, ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის მასშტაბით …

1) ჯორჯო კიელინი, იუვენტუსი. საშუალო შეფასება – 7.56


წელს, ჯორჯო კიელინიმ იუვენტუსის 26 თამაშიდან, 24-ში მიიღო მონაწილეობა. კიელინის უნივერსალობა არაერთხელ გამოადგა გუნდს. ამ 24 მატჩიდან ის 10-ჯერ იდგა მარცხენა მცველის პოზიციაზე, ხოლო დანარჩენ 14 შემთხვევაში დაცვის ცენტრში ითამაშა. იტალიელი მცველი საკმაოდ კარგად კითხულობს თამაშს, რაც აისახება კიდეც მის ინდივიდუალურ სტატისტიკაში. საშუალოდ 1 მატჩში, კიელინის 3 ართმევა აქვს, მასზე უკეთესი შედეგი, კონტეს გუნდში, მხოლოდ არტურო ვიდალს აქვს (4.8). ამ მხრივ მესამე პოზიციაზე ანდრეა ბარძალია, საშუალოდ 2.2 ართმევით. ამას დამატებული ისიც, რომ ჯორჯო საშუალოდ 1 მატჩში, 4-ჯერ ახერხებს მეტოქის გადაცემის ჩაჭრას და 6 სუფთა ვარდნას ასრულებს. ორივე კომპონენტში ის გუნდში საუკეთესოა. ასევე საუკეთესო შედეგი აქვს საჰაერო დუელების მოგების მხრივ, საშუალოდ 4.2. მის პარტნიორს დაცვის ცენტრში, ანდრეა ბარძალის, მხოლოდ 1.5 აქვს.
გასაკვირია, მაგრამ კიელინის მეორე საუკეთესო შედეგი აქვს პასების მხრივ. მასზე მეტ გადაცემას მხოლოდ ანდრეა პირლო აკეთებს – 80, თავად კიელინი საშუალოდ 66.1 პასის გაკეთებას ახერხებს, რომლისგანაც 86% ზუსტია.
წინ რომ წავიწიოთ, კიელინი 1 მატჩში მხოლოდ 0.4 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებს. კარში დარტყმების საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1-ია, თუმცა ესეც კი ორჯერ მეტია, ვიდრე იუვენტუსის მცველებს შორის მეორე საუკეთესო შედეგი, რომელსაც სტეფან ლიხტშტნაინერი ფლობს (0.5). ამის შედეგად, კიელინიმ ორი გოლი გაიტანა ამ სეზონში და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიელინის საშუალო შეფასება 7.56-ია. “ბიანკონერიში” მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ ანდრეა პირლოს აქვს.

2) სერხიო რამოსი, მადრიდის რეალი. საშუალო შეფასება – 7.51

კიელინის მსგავსად, სერხიო რამოსმაც უკვე ორ პოზიციაზე ითამაშა ამ სეზონში და ორი მატჩი გამოტოვა მხოლოდ. ის შესანიშნავად თამაშობდა როგორც დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრშიც. თუმცა, ფლანგზე შედარებით უფრო მაღალი შეფასება ჰქონდა (7.53) ვიდრე ცენტრში (7.51). მაგრამ რადგან პოსტი ცენტრალურ მცველებზეა, ჩვენც მეორე შედეგით ვიხელმძღვანელოთ.
რამოსი, მარსელოსთან ერთად, მთელ “ლა ლიგაში” საუკეთესოა მეტოქის პასების ჩაჭრაში. საშუალოდ 2.6 ჩაჭრა 1 მატჩში. ბურთის ართმევაში ის შედარებით სუსტია, საშუალოდ 2.5 ართმევა. თუმცა, ეს შედეგი გუნდში მეორეა და მხოლოდ ლასანა დიარას 4.3 ართმევას ჩამორჩება. ამის საპირისპიროდ, რამოსი საუკეთესოა მეორე სართულზე ბრძოლაში. საშუალოდ ის 5.2 ორთაბრძოლას იგებს. რაც შეეხება სუფთა ვარდნებს, აქაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს “ლა ლიგაში” და საუკეთესო რეალში, საშუალოდ 4.7 ვარდნა. ბოლო ორ კომპონენტში, რამოსის შემდეგ საუკეთესო შედეგი მის პარტნიორ – პეპეს აქვს, შესაბამისად 1.2 და 4.3.
საშუალო 62.9 პასით რამოსი ხაბი ალონსოს(85.5) მერე ყველაზე მეტი გადაცემის ავტორია. აღსანიშნავია ამ პასების სიზუსტე – 88.9%. ასევე, რამოსის პლუსია გრძელი პასი, რომელსაც ის 1 თამაშში 6-ჯერ მაინც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ რამოსი მარსელოს ჩამოუვარდება “ქი” პასებით (0.6, 1.3), მას მაინც უფრო მეტი საგოლე გადაცემა აქვს ვიდრე ბრაზილიელს (3, 2).
შეტევაში, რამოსს საშუალოდ 0.9 კარში დარტყმა აქვს. შედარებისთვის ოზილს 0.8 აქვს, თუმცა რამოსმა უკვე 3 გოლი გაიტანა, გერმანელმა კი მხოლოდ 1. დრიბლინგის მაჩვენებელიც კიელინისავით დაბალი აქვს – 0.3. ასევე, სტატისტიკა გვეუბნება, რომ რამოსისთვის ბურთის წართმევა ყველაზე რთულია, საშუალოდ 0.4 ბურთის დაკარგვა. მსგავსი შედეგი რეალში არავის აქვს. საბოლოოდ, საშუალო შეფასება 7.51 და მეორე საუკეთესო შედეგი ევროპაში.

3) ლუსიო, ინტერი. საშუალო შეფასება – 7.46


პირველივე, რაც ლუსიოს გენიალურობას ამტკიცებს, არის შემდეგი ფაქტი: იმის მიუხედავად, რომ ინტერმა 26-დან 11 მატჩი წააგო, ის მაინც საუკეთესოთა შორის მოხვდა. გასაკვირი არაა, რომ საშუალოდ 1 მატჩში ის 3.4 ართმევას აკეთებს. ყველაზე მეტს გუნდში და თითქმის, ორჯერ მეტს ვიდრე მისი პარტნიორი – ვალტერ სამუელი (1.8). ლუსიო საუკეთესოა გადაცემების ჩაჭრაშიც, საშუალოდ 4.6. კვლავ ორჯერ უკეთესი შედეგი ვიდრე სამუელს – 2.3. გასაკვირი არაა, რომ ლუსიო საუკეთესოა ვარდნებშიც. საშუალოდ 10.1 უჯარიმო ვარდნა და 3.5 მოგებული საჰაერო დუელი.
საშუალოდ, ლუსიო 38.7 პასს აკეთებს. ერთი შეხედვით ცოტაა, თუმცა არა რანიერის ინტერისთვის. გუნდში, სადაც სნეიდერია საუკეთესო სულ რაღაც 49.1 გადაცემით, ლუსიოს შედეგი არც თუ ისე ცუდია. ლუსიოს მატჩში 1.4 წარმატებული დრიბლინგი აქვს და 0.6 “ქი” პასიც. შედეგად, ამ სეზონში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს.
ინტერში, ტიაგო მოტას ჰქონდა საუკეთესო შეფასება – 7.61. თუმცა, მან გუნდი დატოვა და ახლა სწორედ ლუსიო არის საუკეთესო. მისი საშუალო შეფასებაა 7.46, რომელიც ინტერის სხვა ფეხბურთელებისთვის მიუღწეველი შედეგია.

4) ტიაგო სილვა, მილანი. საშუალო შეფასება – 7.40


ტიაგო სილვამაც მხოლოდ 2 თამაში გამოტოვა 26-დან. ტიაგო სილვას შესაძლებლობა, წაიკითხოს თამაში, ძალიან შთამბეჭდავია. მას ყველაზე მეტი ჩაჭრა აქვს, საშუალოდ 3.6. 1 მატჩში გაკეთებული სუფთა ვარდნის მაჩვენებელი – 7.1-ს უტოლდება და ასევე მეორე სართულზე მოგებული ორთაბძოლების მაღალი მაჩვენებელი აქვს – 3.7. აღსანიშნავია, რომ ამ სამივე კომპონენტში ის ძალიან აღემატება ალესანდრო ნესტას. იტალიელ ვეტერანს შესაბამისად 2.3, 6.4 და 0.5 აქვს.
ბრაზილიელ მცველს ბურთი ყველაზე დიდხანს აქვს ალეგრის გუნდში. საშუალოდ 1 მატჩში, ის 62.5 პასს აკეთებს და მიუხედავად იმისა, რომ აქედან 11.2 გრძელი გადაცემაა, მისი პასების სიზუსტე, მაინც, 90.7%-ს აღწევს. ეს შედეგიც საუკეთესოა მილანში.
შეტევაში, სილვას ანალოგიური შედეგი აქვს რაც რამოსს – 0.7 დარტყმა. აქვე, შესადარებლად უნდა ითქვას, რომ ნესტას მხოლოდ 0.2 აქვს. ბრაზილიელმა, მიმდინარე სეზონში, 2 გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემა მას ჯერ არ გაუკეთებია, რადგან საშუალოდ მატჩში 0.2 “ქი” პასს აკეთებს. ასევე დაბალი მაჩვენებელი აქვს წარმატებული დრიბლინგის მხრივაც, მხოლოდ 0.4. ტიაგო სილვას საშუალო შეფასება 7.40-ია. მილანში, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ შემტევებეს – ზლატან იბრაჰიოვიჩს (8.17) და ანტონიო კასანოს (7.62) აქვთ.

5) უგო კამპანიარო, ნაპოლი. საშუალო შეფასება – 7.36


კამპანიარო, რომელიც დაცვის მარცხენა ნაწილში თამაშობს 3-5-2-1 წყობაში, მხოლოდ მეორეა საშუალო შეფასებით. მის წინ მხოლოდ ეზიკელ ლავეცია. კამპანიარომ უკვე 22 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში. გუნდში, მას საუკეთესო შედეგი აქვს ართმევების მხრივ – საშუალოდ 3.6. შედარებისთვის, მის პარტნიორებს სალვატორე არონიკას და პაოლო კანავაროს, 2.3 და 1.6 აქვთ, შესაბამისად.
ორივე კომპონენტში, გადაცემების ჩაჭრაში(3.2) და ზუსტ ვარდნებში(7.2), მეორე საუკეთესო შედეგის მაჩვენებელია. თუმცა, საერთო ჯამში კამპანიარო “ერთი-ერთზე” დუელებში საუკეთესოა. მის წინააღმდეგ წარმატებული დრიბლინგის საშუალო მაჩვენებელი, მხოლოდ 0.5-ს უტოლდება. იგივე, არონიკას და კანავაროს წინააღმდეგ კი 0.8-ს და 0.9-ს. საჰაერო დუელებშიც, არგენტინელი მცველი საუკეთესოა (1.8).
საშუალოდ, 42.6 პასი მეოთხე საუკეთესო შედეგია ნაპოლიში, მაგრამ არც თუ ისე დიდი ჩამორჩენაა მესამე ადგილოსან, გოკჰან ინლერთან (48.1). რომ განვიხილოთ შეტევაში თამაში, კამპანიარო აქაც ჯაბნის თავის პარტნიორებს დაცვაში. საშუალოდ 0.6 “ქი” პასი გაცილებით მეტია, ვიდრე არონიკას და კანავაროს 0.1. შედეგად, კამპანიაროს უკვე ორი ასისტი აქვს. არგენტინელი, საშუალოდ 0.7 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს. ამ სეზონში, კარში სულ 8-ჯერ დაარტყა, თუმცა ორჯერ აუღებლად. კამპანიარო 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩამოიტოვა ისეთი შემტევი ფეხბურთელი, როგორიც მარეკ ჰამშიკია. საბოლოოდ, საშუალო შეფასება 7.36 და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სტატუსი.

სტატიის ავტორი :  ლექსო თედელური

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

113 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ერთერტი როარი ყველამ იცის
უბრალოდ ბევრს საუკეთესო გონია და საუკეთესოება მარტო ლეჩესთან კაი თამაშით არ გამოიხატება, იუვესთან რა გამიკეთა? :chuvak:
ჯერ ლიგა მოიგოს და მერე ქონდეს პრეტენზია რო საუკეთესოა ახლა ბარძაგლი ჯობია
:italy: :achuu: :italy:

nikoloz
12 years ago

ბარძალი? მაგარი იუმორის გრძნობა გაქვს ძმა, მაგრამ ბარძალის მექსეც ჯობია და გადამკვდარ ნესტაზე არაფერს ვამბობ… მოკლედ ლიგის მოგების დღეც მოვა და იმედია მერე მაინც აღიარებთ, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვარ…

Di Francesco # 1
12 years ago

nocerino
:lool:
ფეხბურთისთვის არც ერთია და არც მეორე
მოიგოს წელს ლიგა მილანმა და მერე შეიძლება იყოს, დღეს რამოსი პიკე პუიოლი პეპე უფრო მაღლა დგას

nikoloz
12 years ago

ხოო სილვას აქ რა უნდა ტო, დე ჩელიეც კი ჯობია

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  nikoloz

სილვას პეპე ჯობია 10 თავით, დაცვაში ფაქტიურად შეცდომას არ უშვებს, პიკეზე და ფერდინანდზე რო არაფერი ვთქვათ
დღეს სილვა საუკეთესო მცველების ათეულში არ შედის, შეიძლება არც კიელინი

nikoloz
12 years ago

შარშან მსოფლიოს საუკეთესო მცველად დასახელდა სილვა… ანუ ასე დაასახელეს თუმცა აქ უფრო მეტი იციან რა თქმა უნდა (ამ საიტზე)

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  nikoloz

ვინ დაასახელა? მე არ მახსოვს რაღაცა
ცუდი მცველიათქვა ვინ გეუბნება უბრალოდ, ბევრი კაი მცველია მსოფლიოში შეიძლება სილვაზე და კიელინზე უკეთესები, მარა ჩემთვის საუკეთესო კიელინია შენთვის სილვა, ჩვეულებრივი მოვლენაა
:italy: :achuu: :italy:

nikoloz
12 years ago

მილანის საიტხე შედი და არქივში ამოქექე თU მართლა გაინტერესებს, წყაროც აქვს და დარწმუნდები, მე ნამდვილად მახსოვს რომ დაასახელეს, შენთვის შეიძლება კიელინია მაგრამ ფეხბურთისთვის სილვაა

nikoloz
12 years ago
Reply to  nikoloz

ისე სტატიას წყარო აქვს?

giorgi sidiani
12 years ago

სილვა არ იყო არსენალის ფეხბურთელს მაგარი რო უპასა?:Dზედმეტად გაპიარებულია ეგ ფეხბურთელი

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  giorgi sidiani

მატრი რო გადააჯდა თავზე და აბიატის შეუსრულა ისიც სილვაა :chuvak:

Gio Darja
12 years ago

გილოცავთ მერდას გავარდნას, მე პირადად გამისწორდა.. :mda: ფორცა ნაპოლი ლიგაზე :italy:

გიორგი ნაჭყებია

ისე ინგლისიდან რატომ ვერავინ მოხვდა მიკვირს, თუნდაც ვიდიჩი

shot10
12 years ago

Darja

ხო, “სერია ა” ვიცი რაც არის. მე არ მითქვამს ცუდი მცველია, ან ფორმაში არ არისთქო … უბრალოდ დღეს-დღეისობით არიან მაგაზე უფრო კარგი(საიმედო) მცველებიც. მათთან შედარება კი ხუთეულში ნამდვილად ვერ მოახვედრებს(ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არავის თავს არ ვახვევ)

BESO BARAMIA
12 years ago

ერთი ვიდიჩი გვაყიდინა და მარცხნივ ვინმე კლასიანი,
ერთიც იგუაინი და ერთიც ლავეცი :forza: :forza:
და მერე ფეხები მოგვჭამოს თუნდაც ბარსამ :chuk: :chuk:

გიორგი ნაჭყებია
Reply to  BESO BARAMIA

კიელინი-ვიდიჩის დუეტი მეც მაგრად მაინტერესებს როგორი იქნება

alex-pinturicchio
12 years ago

ჩემი ჯორჯოოოოოოოოოოო :kiss:

Z u R a noniashvili
12 years ago

კასარესის ტრამვაზე წერენ ვორზე და ხომ არაფერი იცით ?

Gio Darja
12 years ago

ორი იტალიური კლუბია და ვფიქრობ, რომ “ინტერს” შეუძლია უფრო წინ წასვლა. მაგრამ მგონია, რომ უფრო დიდი შესაძლებლობა “ნაპოლის” აქვს.

მილანის საიტზე ერთ-ერთი პროფესიონალი მწერალი ალბათ :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: ანუ უფრო წინ წასვლა ინტერს შეუძლია, მაგრამ უფრო წინ ნაპოლის :D :D :D :D

გიორგი ნაჭყებია
Reply to  Gio Darja

:D :D :D :D :D :D :D

nikoloz
12 years ago
Reply to  Gio Darja

შენ გეტყობა პროფესიონალი აზრის გამომტანი ხარ წინადადებიდან… მერიაში დარეკე და მაგის კურსებსაც ჩაამატებენ კომპიუტერთან და ინგლისურთან ერთად. არ მინდოდა დამეწერა მაგრამ ასეთ კომენტარი რომ გავატარო მერე იმას მეტყვით აქამდე სად იყავიო, ჰო, სილვაზე მაგარს ხუმრობთ კიდევ

jjj jjj
12 years ago
Reply to  nikoloz

სილვა ის არააა მაგარი რომ უპასა როსიცკის?:D ისეთ პასს პირლო ვერ აკეტებს

fenomeno vero <3
12 years ago

chielini N 1 aris :love: sheucvlelia juvestvis.imedia mteli cxovreba chventan ikneba “gladiatori” :mrgreen: :love:

Di Francesco # 1
12 years ago

NEDVEDA11..
ხო მარა იმ კაცმა რო თქვა სილვას აქ რა უნდაო იმაზე დავწერე
მესიმაც დირკა და მატრიმაც და მუტუს და იაკინტას მეც კი გავაჩერებ აწი :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

NEDVEDA11..
:lool:
კაცი მარტო თამაშობს დაცვაში, კარაგერის გვერდით რისი იმედი უნდა გქონდეს
ნაკრებში მხეცია

NEDVEDA11..
12 years ago

Evropis SaukeTesoebze Vsaubrobt!

გაჭირვებულ და დაჩაგრულებზე კი არა.
არ ამატირო ახლა :cry:

datka juveeeee
12 years ago

ჯორჯო მგელი ხარ აქედან ყველას ერთი თავით ჯობია…… :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

NEDVEDA11..
12 years ago

შკრტელი :lool:

რა გააცოცხლა :givi:

Vaxooo
12 years ago

5-იდან 4 სერია ა-ს მცველია და მერე იტყვიან იტალიაში უბანძესი მცველები თამაშობენო :loool:
ხო და აი, რას ნიშნავს მწვრთნელის ხელი, შარშან და შარშანწინ ხო უსაშინლესად თამაშობდნენ მცველები, ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა გვყავს

Gio Darja
12 years ago

უუჰ ჯორჯო შემოგევლე შენ.. :love: :love:

სერხიო რამოსიც, ტიაგო სილვაც და კამპანიაროც მაგრად მევასება, ლუსიოს ვერ ვიტან :bugi:

shot10

მილანის თამაშებს ცალი თვალით თუ მაინც ადევნებ თვალს, სილვა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია.. :roll:

p juvee
12 years ago

მაგარი :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: ხარ ჯორჯო

shot10
12 years ago

ტიაგო სილვას რა უნდა აქ? ასე გაჭირდ აცხოვრება? :lool: :blin:

12 years ago
Reply to  shot10

:blin: :blin: :blin:
სილვა დღესდღეობით პლანეტის ერთერთი საუკეთესო მცველია!!!
სამეულში უეჭველი შედის..

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

ferdinanid vidiCi igive shkrteli, sitis mcveლები ნებისმიერი შეჭამს სილვას როცა მოინდომებს
დღეს სილვას პენსიონერი ბარძალი ჯობია და ამით ყველაფერი ნათქვამია

juventino3969
12 years ago

საღოლ ჯორჯო. სუპერმცველი ხარ

d a v i d
12 years ago

დათკას მემგონი მეორე სუნთქვა გაეხსნა ამდენი სტატია რო შემოგვთავაზა :givi: :kenwvla: გაიხარე დავით ჯიგარი ხარ ძმა გენაცვალე :kiss: :forza:

NEDVEDA11..
12 years ago

:love:

ხერხემალია გუნდის.
ქოქავს :love:

Nachke
12 years ago

ვახ რა კაცი დაგვიბრუნდა ეხლა უფრო დავაფასე :love: :love:

| Newsphere by AF themes.
113
0
Would love your thoughts, please comment.x