ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევროპის საუკეთესო მცველები …

ვნახოთ, ვინ არიან ცენტრალური მცველის  პოზიციაზე საუკეთესოები, ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის მასშტაბით …

1) ჯორჯო კიელინი, იუვენტუსი. საშუალო შეფასება – 7.56


წელს, ჯორჯო კიელინიმ იუვენტუსის 26 თამაშიდან, 24-ში მიიღო მონაწილეობა. კიელინის უნივერსალობა არაერთხელ გამოადგა გუნდს. ამ 24 მატჩიდან ის 10-ჯერ იდგა მარცხენა მცველის პოზიციაზე, ხოლო დანარჩენ 14 შემთხვევაში დაცვის ცენტრში ითამაშა. იტალიელი მცველი საკმაოდ კარგად კითხულობს თამაშს, რაც აისახება კიდეც მის ინდივიდუალურ სტატისტიკაში. საშუალოდ 1 მატჩში, კიელინის 3 ართმევა აქვს, მასზე უკეთესი შედეგი, კონტეს გუნდში, მხოლოდ არტურო ვიდალს აქვს (4.8). ამ მხრივ მესამე პოზიციაზე ანდრეა ბარძალია, საშუალოდ 2.2 ართმევით. ამას დამატებული ისიც, რომ ჯორჯო საშუალოდ 1 მატჩში, 4-ჯერ ახერხებს მეტოქის გადაცემის ჩაჭრას და 6 სუფთა ვარდნას ასრულებს. ორივე კომპონენტში ის გუნდში საუკეთესოა. ასევე საუკეთესო შედეგი აქვს საჰაერო დუელების მოგების მხრივ, საშუალოდ 4.2. მის პარტნიორს დაცვის ცენტრში, ანდრეა ბარძალის, მხოლოდ 1.5 აქვს.
გასაკვირია, მაგრამ კიელინის მეორე საუკეთესო შედეგი აქვს პასების მხრივ. მასზე მეტ გადაცემას მხოლოდ ანდრეა პირლო აკეთებს – 80, თავად კიელინი საშუალოდ 66.1 პასის გაკეთებას ახერხებს, რომლისგანაც 86% ზუსტია.
წინ რომ წავიწიოთ, კიელინი 1 მატჩში მხოლოდ 0.4 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებს. კარში დარტყმების საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1-ია, თუმცა ესეც კი ორჯერ მეტია, ვიდრე იუვენტუსის მცველებს შორის მეორე საუკეთესო შედეგი, რომელსაც სტეფან ლიხტშტნაინერი ფლობს (0.5). ამის შედეგად, კიელინიმ ორი გოლი გაიტანა ამ სეზონში და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიელინის საშუალო შეფასება 7.56-ია. “ბიანკონერიში” მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ ანდრეა პირლოს აქვს.

2) სერხიო რამოსი, მადრიდის რეალი. საშუალო შეფასება – 7.51

კიელინის მსგავსად, სერხიო რამოსმაც უკვე ორ პოზიციაზე ითამაშა ამ სეზონში და ორი მატჩი გამოტოვა მხოლოდ. ის შესანიშნავად თამაშობდა როგორც დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრშიც. თუმცა, ფლანგზე შედარებით უფრო მაღალი შეფასება ჰქონდა (7.53) ვიდრე ცენტრში (7.51). მაგრამ რადგან პოსტი ცენტრალურ მცველებზეა, ჩვენც მეორე შედეგით ვიხელმძღვანელოთ.
რამოსი, მარსელოსთან ერთად, მთელ “ლა ლიგაში” საუკეთესოა მეტოქის პასების ჩაჭრაში. საშუალოდ 2.6 ჩაჭრა 1 მატჩში. ბურთის ართმევაში ის შედარებით სუსტია, საშუალოდ 2.5 ართმევა. თუმცა, ეს შედეგი გუნდში მეორეა და მხოლოდ ლასანა დიარას 4.3 ართმევას ჩამორჩება. ამის საპირისპიროდ, რამოსი საუკეთესოა მეორე სართულზე ბრძოლაში. საშუალოდ ის 5.2 ორთაბრძოლას იგებს. რაც შეეხება სუფთა ვარდნებს, აქაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს “ლა ლიგაში” და საუკეთესო რეალში, საშუალოდ 4.7 ვარდნა. ბოლო ორ კომპონენტში, რამოსის შემდეგ საუკეთესო შედეგი მის პარტნიორ – პეპეს აქვს, შესაბამისად 1.2 და 4.3.
საშუალო 62.9 პასით რამოსი ხაბი ალონსოს(85.5) მერე ყველაზე მეტი გადაცემის ავტორია. აღსანიშნავია ამ პასების სიზუსტე – 88.9%. ასევე, რამოსის პლუსია გრძელი პასი, რომელსაც ის 1 თამაშში 6-ჯერ მაინც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ რამოსი მარსელოს ჩამოუვარდება “ქი” პასებით (0.6, 1.3), მას მაინც უფრო მეტი საგოლე გადაცემა აქვს ვიდრე ბრაზილიელს (3, 2).
შეტევაში, რამოსს საშუალოდ 0.9 კარში დარტყმა აქვს. შედარებისთვის ოზილს 0.8 აქვს, თუმცა რამოსმა უკვე 3 გოლი გაიტანა, გერმანელმა კი მხოლოდ 1. დრიბლინგის მაჩვენებელიც კიელინისავით დაბალი აქვს – 0.3. ასევე, სტატისტიკა გვეუბნება, რომ რამოსისთვის ბურთის წართმევა ყველაზე რთულია, საშუალოდ 0.4 ბურთის დაკარგვა. მსგავსი შედეგი რეალში არავის აქვს. საბოლოოდ, საშუალო შეფასება 7.51 და მეორე საუკეთესო შედეგი ევროპაში.

3) ლუსიო, ინტერი. საშუალო შეფასება – 7.46


პირველივე, რაც ლუსიოს გენიალურობას ამტკიცებს, არის შემდეგი ფაქტი: იმის მიუხედავად, რომ ინტერმა 26-დან 11 მატჩი წააგო, ის მაინც საუკეთესოთა შორის მოხვდა. გასაკვირი არაა, რომ საშუალოდ 1 მატჩში ის 3.4 ართმევას აკეთებს. ყველაზე მეტს გუნდში და თითქმის, ორჯერ მეტს ვიდრე მისი პარტნიორი – ვალტერ სამუელი (1.8). ლუსიო საუკეთესოა გადაცემების ჩაჭრაშიც, საშუალოდ 4.6. კვლავ ორჯერ უკეთესი შედეგი ვიდრე სამუელს – 2.3. გასაკვირი არაა, რომ ლუსიო საუკეთესოა ვარდნებშიც. საშუალოდ 10.1 უჯარიმო ვარდნა და 3.5 მოგებული საჰაერო დუელი.
საშუალოდ, ლუსიო 38.7 პასს აკეთებს. ერთი შეხედვით ცოტაა, თუმცა არა რანიერის ინტერისთვის. გუნდში, სადაც სნეიდერია საუკეთესო სულ რაღაც 49.1 გადაცემით, ლუსიოს შედეგი არც თუ ისე ცუდია. ლუსიოს მატჩში 1.4 წარმატებული დრიბლინგი აქვს და 0.6 “ქი” პასიც. შედეგად, ამ სეზონში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს.
ინტერში, ტიაგო მოტას ჰქონდა საუკეთესო შეფასება – 7.61. თუმცა, მან გუნდი დატოვა და ახლა სწორედ ლუსიო არის საუკეთესო. მისი საშუალო შეფასებაა 7.46, რომელიც ინტერის სხვა ფეხბურთელებისთვის მიუღწეველი შედეგია.

4) ტიაგო სილვა, მილანი. საშუალო შეფასება – 7.40


ტიაგო სილვამაც მხოლოდ 2 თამაში გამოტოვა 26-დან. ტიაგო სილვას შესაძლებლობა, წაიკითხოს თამაში, ძალიან შთამბეჭდავია. მას ყველაზე მეტი ჩაჭრა აქვს, საშუალოდ 3.6. 1 მატჩში გაკეთებული სუფთა ვარდნის მაჩვენებელი – 7.1-ს უტოლდება და ასევე მეორე სართულზე მოგებული ორთაბძოლების მაღალი მაჩვენებელი აქვს – 3.7. აღსანიშნავია, რომ ამ სამივე კომპონენტში ის ძალიან აღემატება ალესანდრო ნესტას. იტალიელ ვეტერანს შესაბამისად 2.3, 6.4 და 0.5 აქვს.
ბრაზილიელ მცველს ბურთი ყველაზე დიდხანს აქვს ალეგრის გუნდში. საშუალოდ 1 მატჩში, ის 62.5 პასს აკეთებს და მიუხედავად იმისა, რომ აქედან 11.2 გრძელი გადაცემაა, მისი პასების სიზუსტე, მაინც, 90.7%-ს აღწევს. ეს შედეგიც საუკეთესოა მილანში.
შეტევაში, სილვას ანალოგიური შედეგი აქვს რაც რამოსს – 0.7 დარტყმა. აქვე, შესადარებლად უნდა ითქვას, რომ ნესტას მხოლოდ 0.2 აქვს. ბრაზილიელმა, მიმდინარე სეზონში, 2 გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემა მას ჯერ არ გაუკეთებია, რადგან საშუალოდ მატჩში 0.2 “ქი” პასს აკეთებს. ასევე დაბალი მაჩვენებელი აქვს წარმატებული დრიბლინგის მხრივაც, მხოლოდ 0.4. ტიაგო სილვას საშუალო შეფასება 7.40-ია. მილანში, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ შემტევებეს – ზლატან იბრაჰიოვიჩს (8.17) და ანტონიო კასანოს (7.62) აქვთ.

5) უგო კამპანიარო, ნაპოლი. საშუალო შეფასება – 7.36


კამპანიარო, რომელიც დაცვის მარცხენა ნაწილში თამაშობს 3-5-2-1 წყობაში, მხოლოდ მეორეა საშუალო შეფასებით. მის წინ მხოლოდ ეზიკელ ლავეცია. კამპანიარომ უკვე 22 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში. გუნდში, მას საუკეთესო შედეგი აქვს ართმევების მხრივ – საშუალოდ 3.6. შედარებისთვის, მის პარტნიორებს სალვატორე არონიკას და პაოლო კანავაროს, 2.3 და 1.6 აქვთ, შესაბამისად.
ორივე კომპონენტში, გადაცემების ჩაჭრაში(3.2) და ზუსტ ვარდნებში(7.2), მეორე საუკეთესო შედეგის მაჩვენებელია. თუმცა, საერთო ჯამში კამპანიარო “ერთი-ერთზე” დუელებში საუკეთესოა. მის წინააღმდეგ წარმატებული დრიბლინგის საშუალო მაჩვენებელი, მხოლოდ 0.5-ს უტოლდება. იგივე, არონიკას და კანავაროს წინააღმდეგ კი 0.8-ს და 0.9-ს. საჰაერო დუელებშიც, არგენტინელი მცველი საუკეთესოა (1.8).
საშუალოდ, 42.6 პასი მეოთხე საუკეთესო შედეგია ნაპოლიში, მაგრამ არც თუ ისე დიდი ჩამორჩენაა მესამე ადგილოსან, გოკჰან ინლერთან (48.1). რომ განვიხილოთ შეტევაში თამაში, კამპანიარო აქაც ჯაბნის თავის პარტნიორებს დაცვაში. საშუალოდ 0.6 “ქი” პასი გაცილებით მეტია, ვიდრე არონიკას და კანავაროს 0.1. შედეგად, კამპანიაროს უკვე ორი ასისტი აქვს. არგენტინელი, საშუალოდ 0.7 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს. ამ სეზონში, კარში სულ 8-ჯერ დაარტყა, თუმცა ორჯერ აუღებლად. კამპანიარო 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩამოიტოვა ისეთი შემტევი ფეხბურთელი, როგორიც მარეკ ჰამშიკია. საბოლოოდ, საშუალო შეფასება 7.36 და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სტატუსი.

სტატიის ავტორი :  ლექსო თედელური

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

113 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
აკაკი მეტრეველი

ამ ტიპის სტატია დაწერა ამას წინათ ამავე ადამიანმა მეკარეებზე, სადაც ბუფონი მეოთხე ადგილზეა 7.11 საშუალო ქულით

Di Francesco # 1
12 years ago

MarcoVanBasten
შენ რა გინდა ერთი?
ჩვენ დაგზდევთ მილანის საიტზე რამდენ სისულელეს იტყვით?
რა თქვენი საქმე აქ სილვას გავლანძღავთ თუ მენთეშაშვილს?
შარშანწინ არა წინა საუკუნეში, შენ კი გეტყობა კაი ხანია მილანის მეტი სხვა გუნდის თამაში რო არ გინახია

d a v i d
12 years ago

MarcoVanBasten მილანი რო შეხვდა ევროპის გრანდებს ხო დაბურძგლა ყველაფერი სილვა, აღარაფერს ვამბობ იტალიის გრანდებზე :givi: :givi: :givi:

d a v i d
12 years ago
Reply to  d a v i d

სილვა ცუდი მცველიათქო არ ვამბობ მარა არც ისეთია რო კილინის შევადაროთ ჯერ ადრეა მაქამდე უნდა იშრომოს კილინისავეთ და შეიძლება რამეს მიაღწიოს მერე :boli:

d a v i d
12 years ago

MarcoVanBasten ძლიერი არ სილვა მარა არა ისეთი რო კილინის შევადაროთ.. სილვამ სიძLიერე გრანდებთან უნდა დაამტკიცოს და არა ლეჩე ნოვარა კატანიასტან :chuvak:

MarcoVanBasten
12 years ago

ეს სტატია რო სანდოა იქედანაც მტკიცდება, უგო კამპანიარო რო ხუთეულში შეიყვანეს :D :D :D

sidi_juve სილვა არ იყო არსენალის ფეხბურთელს მაგარი რო უპასა?:D ზედმეტად გაპიარებულია ეგ ფეხბურთელი
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
რას ქვია გაპიარებული? :D:D ვინ გააპიარა? უმაგრესი მცველია და დაასახელეს კიდეც შრაშან იტალიაში საუკეთესო მცველად და მილანში საუკეთესო ფეხბურთელად გამოარჩიეს…

1juve დღეს სილვა საუკეთესო მცველების ათეულში არ შედის
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
შენ უეჭველი ფეხბურთს ბოლოს შრაშანწინ უყურე

giorgi papuashvili
12 years ago

nedvednedvednedved არა ძმაო პიკე მაგარია ემანიას იცი რითი ჯობია ბურთს რომ ცამოიღებს პასსაც აკეთებს ეგაა და ბარსას დაცვა მაგათი ხერხემალია…….. რაც შეეხება ტიაგოსა და კიელინის შედარებას ორივე მაგარი მცველია მაგრამ ტიაგო თითქოს მნიშვნელოვან თამაშებში იკარგება ვერ ქქჩავს აი ბარსასთან რაც გააკეთა ყველაფეი ნესტან გააკეთა ვერც არსენალთან ითამაშა. არ ვიცი ისეთი დონის მცველს რატომ ემართება ეგეტი რაღაც

აკაკი მეტრეველი

უშუალოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებისას ვიდიჩი პიკეზე ძლიერია

შესაძლოა პირველი პასი მართლაც პიკეს უფრო გამოსდის, მაგრამ ჩემი აზრით, ვიდიჩი პიკეზე მაღალი დონის მცველია, თუმცა პიკე ჯერ 24-25 წლისაა და შეუძლია განვითარდეს

d a v i d
12 years ago

სად ერეკლე და სად ალვის ხე :lool: :lool: :lool:

d a v i d
12 years ago

კილინის და სილვას შედარევა არი ცოდვა და მეტი არაფერი :givi: ბაზარი არაა მაგარია სილვა მარა კილინი ათი თავით ჯობია :givi:

G M
G M
12 years ago

მეც რეალისტურად გეუბნები…შეიძლება სივა ჯობდეს კიელინის მაგაში ვერ შეგეწინააღმდეგები მაგრამ სილვას ხელს ისიც უწყობს რომ ამჟამად მილანში თამაშობს…ანუ გუნდს და მის მიღწევებსაც მნიშვნელობა აქვს,ამჟამად დღევანდელი ფორმით რომ მილანი იუვეს ჯობს ეს უცნობი არარის მაგრამ არცერთი იუვეს ფეხბურთელი უკვე წელს,მილანს დიდად არ ჩამოუვარდება(ვგულისხმობ დაცვასა და ნახევარდაცვას)….შეიძლება კიდე უკეთესი შედეგი ქონდეს უკვე წელს იუვეს მილანზე. შეხედეთ უბრალოდ დაცვა როგორ სამუშაოს ასრულებს იუვეში..შეხედეთ რამდენი ბურთი გვაქვს გაშვებული. გასაგებია რო მილანს კაი დაცვა ყავს მაგრამ ლეჩესგან რომ საკუთარ კარში 3 ბურთს მიიღებ …სხვა რაზეა ლაპარაკი.

MarcoVanBasten
12 years ago
Reply to  G M

d a v i d ანუ სილვას გრანდებთან არ დაუმტკიცებია უმაღლესი კლასი? და კიელინი ბოლოს გრანდს როდის ეთამაშა საერთოდ თუ ახსოვს თვითონ?(სერია ას კლუბებს არ ვგულისხმობ)

SPREWELL მილანის დაცვა რო სტაბილური არ არის და ამას აღნიშნავ იმას რატო არ უკვირდები იგივე სილვას თამაშების უმრავლესობის ჩატარება ხან ბონერასთან, ხან იეპესთან, ხან მექსესთან და ხან ნესტათან რო უხდება? 3 თამაშზე მეტი არ ყოფილა სეზონში რო ერთიდაიგივე დუეტს ეთამაშოს დაცვის ცენტრში… ფეხბურთში და მითუმეტეს დაცვის ცენტრში უდიდესი მნიშვნელობა შეთამაშებას აქვს და როგორ გინდა შეთამაშდე როცა ყოველ მომდევნო თამაშში სილვას ახალი პარტნიორი ყავს…მაგრამ ყველაფერი ამის ფონზე მაინც უმაღლეს დონეზეა მილანის დაცვა

zura chanqseliani
12 years ago

ბაზარი არაა მაგას მე არ ვამბობ რომ კიელინი სივლას რამეთი ჩამოუვარდება მაგრამ მოდიტ რეალისტები ვიკოტ რაა სილვა როო კიელინს ჯობია მაგას რა ლაპრააკი უნდა კიელინი მოადენზე ძაალიან ბევრს დარბის და ბრძოლობს თორე მცველს რაც შეეხება უმახლესი დონეა სილვასიი აა ერთი თავიტ მაგლა დგას სილვა კიელინიზე და მე სილვა ყველაზე მაგარ მცველად მიმაჩნია იმიტომ კი არა რო სილვა მილანის ფეღბურთელია უბრალოდ ეს ესაა და მემგონი ყველა დამეთანხმებით თუ რეალისტებიი იქნებიტ :**

G M
G M
12 years ago

ხოლო სტატიას რაც შეეხება…
ბევრმა იუვეს გულშემატკივარმა დაწერა სილვაზე ისეთი რაღაცეები რაც არ შეიძლება უბრალოდ.ნამდვილად მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მცველია ტიაგო სილვა მაგაზე საუბარიც ზედმეტია….კიელინი კიდე სილვას არაფრით არ ჩამორჩება ნამდვილად…მე მიმაჩნია ვფიქრობ ერთ დონისაა. ორივე ნებისმიერი თავდამსხმელისთვის უხერხული მეტოქეა.
ბარძალი კიდე რა უნდა ვთქვა ამ კაცზე…წელს ისეთ ფორმაშია და ისეთ სეზონს ატარებს ეს ადამიანი რომ არვიცი რა…წელს იუვეს წაუგებელ სერიაში ყველაზე დიდი წვლილი მიუდით ამ ადამიანებს(კიელო-ბარძალი)-ს ჯიჯისთან ერთად.

zura chanqseliani
12 years ago

:DDDDD ვაიმე სირცხვილი და თქვენ იმას ამბობთ რომ კიელინი ბარზალი ჯობია სივლას ნუ თუ არ გცხვენიატ :DDD

G M
G M
12 years ago

nerosi მახსოვს მილანის გულშემატკივრები 02.10.11 მოუთმენლად ელოდით მაგრამ …(JUVENTUS 2 – 0 MILAN) ასევე 08.02.12 მაგრამ გაგიკვირდებათ და ესეც…(MILAN 1- 2JUVENTUS) ამის მერე იყო 25.02.12 ბევრისთვის სეზონის გადამწყვეტი მატჩი რომელიც მილანის ფანებისთვის დამეთანხმები ალბათ და ცუდი შედეგით დასრულდა…(MILAN 1 – 1 JUVENTUS)…. ეხლა კიდე მოუთმენლად დაელოდეთ 20.03.12 სხვა რაღა დაგრჩენიათ..:) სეზონში ჩატარებული 3 თამაშიდან 2 იუვემ მოიგო 1 ფრედ დაასრულა,გიწევთ 20 ჩასვლა ტურინში,გიწევთ თამაში სტადიონზე სადაც კლუბი არ დამარცხებულა ჯერ და ძაან დიდი იმედითაც ნუ იქნები განწყობილი რომ 1ლი კლუბი რომელიც იუვეს დაამარცხებს საკუთარ არენაზე მისი გულშემატკივრების წინ 20ში…მილანი იქნება. ვნახოთ, ვნახოთ… როგორც არ უნდა დამთავრდეს 20 ში შეხვედრა,ის მაინც… Read more »

zura chanqseliani
12 years ago

ეჰჰ სილვა ყველაზე მაგარია მსოფლიოში და რაც ამ სტატიას შეეხება მეხესი სად არის მილანიდან ? არ არის ეგ სწორი ბრატცი ;)

giorgi papuashvili
12 years ago

ჩემი ნება რომ იყოს საუკთესო მცველებს ასე განვათავსებიდი ვინც ეხლა თამაშობს… ნესტა, ((ვიდიჩი,პიკე,) ამ ორში მიჭირს არჩევანეი )კიელისნი ტიაგო სივა და ლუსიო მაგრამ ამ სამ ფეხბურთელის არჩევაც მიჭირს ყველა მაგრაბი არიან :forza: :forza:

აკაკი მეტრეველი

პიკეზე ვერ დაგეთანხმები, არ არის ეგ არც ნესტას და არც ვიდიჩის დონის მცველი, საერთოდ არ მომწონს მისი თამაში მე პირადად, ეს ჩემი შეხედულებაა

Gela Labadze
12 years ago

გთხოვთ ყველას თუ შეძლებთ შეხვიდეთ ამ ლინკზე და მომცეთ ხმა
თხოვნა იქნება რო გააზიაროთ

:forza: გელა ლაბაძე :forza:

ყველას დიდი მადლობა
http://www.facebook.com/questions/307026076028958/

12 years ago

იტალიიდან ფილიპ მექსესიც უნდა იყოს საუკეთესო მცველებს შორის…

kako lomtadze
12 years ago

ცოტა ხნის წინ ჩემპინატის მოგებაზე იყო კამათი… :-D

მოუთმენლად ველი 21 მარტს…;-)

სილვაზე რასაც ამბობთ იმას კომენტარს ვერ გავუკეთებ :shock:

nikoloz
12 years ago
Reply to  Dutch

ცხვრები არც მე დამითვლია, მაგრამ დასკვნებში არ ვჩქარობ ხოლმე, წელს 17 თამაშში შეინახა კარი მშრალად მილანმა და ეს მარტო აბიატის დამსახურება არ ყოფილა, ეს არის ჩემი კომენტარი

Di Francesco # 1
12 years ago

nocerino
შენ სილვა ბალონიასთან თამაშის დროს აფასებ? :chuvak:
იუვეს რო ეთღამაშა სამი თამაში სამივეში აჯობა კიელინმაც და ბარძალიმა, ერთი შეიძლება ბონუჩის გაუწიოს კონკურენცია :chuvak: ამ სამ თამაშში ასე გამოჩნდა და მეოთხეშიც იგივე იქნება
:italy: :achuu: :italy:

d a v i d
12 years ago

მილანის გულშემატკივრებს რა კაი იუმორი გაქვთ ხოლმე :lool: :lool: :lool:

nikoloz
12 years ago
Reply to  d a v i d

ხო, იუვეს თამაშებს ვუყურებთ ხოლმე და თავისით განგვივითარდა :lool: :lool:

d a v i d
12 years ago

nocerino მექსესზე სერიოზულად თქვი რო ბარძალის ჯობია? :givi:

nikoloz
12 years ago
Reply to  d a v i d

მექსე-სილვას დამსახურებაა მილანს ყველაზე მეტი მშრალად შენახული თამაში რომ აქვს ჩატარებული და რატომ არ უნდა ვფიქრობდე რომ ჯობია? თუ არ ჯობია არც არაფრით ჩამორჩება, შენ ბარძალი მოგწონს იასნა, მე მექსე, სეზონის ბოლოს კი იმას გავიგებთ ვნი აჯობებს, დაველოდოთ…

d a v i d
12 years ago
Reply to  Dutch

:lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ხოდა მეც მაგას ვიძახი, რა გინდა :chuvak:

nikoloz
12 years ago
Reply to  Dutch

მილანის თამაშებს ხშირად უყურე ძმა, თუ ვერ ჯობია არც არაფრით ჩამორჩება, ერთ-ერთი საუკეთესო არის სერია აში

nikoloz
12 years ago
Reply to  Dutch

ცხვრებს შემოდგომაზე ითვლიანო ნათქვამია… სეზონის ბოლოს გაირკვევა ვინ ვის აჯობა…

| Newsphere by AF themes.
113
0
Would love your thoughts, please comment.x