ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კაპელო : ” ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა ”

” ჩემპიონატი ? დასკვნით ფაზაში შედის “. “ მილანს ” ესმის თუ რაოდენ ძლიერია , ბიანკონერის კი უკვე საკმაოდ გაუჭირდება მათ წინააღმდეგ  ” – საუბრობს ფაბიო კაპელო Sky Sport – თან : ” თუ ” იუვენტუსმა ” გადაწყვიტა , რომ არ ესაუბროს პრესის წარმომადგენლებს , მაშინ ეს ასეც უნდა იყოს . იბრა ? კარგად მომეხსენება მისი პოტენციალის შესახებ . ტურინში იგი ჩემი ხელმძღვანელობით გადავიდა . საკუთარი სიმაღლის და ტექნიკური არსენალის გათვალისწინებით , შვედი შეუჩერებელია . თამაშობს თუ არა ვან ბასტენივით ? ჰოლანდიელი გატანილი გოლებით ცოცხლობდა , რასაც ვერ ვიტყვით იბრაჰიმოვიჩზე . მას სურს კიდევ უფრო მეტი დაუმტკიცოს საფეხბურთო სამყაროს  . რა გეგმები მაქვს ეხლა ? ნამდვილად არ ვიცი სად გავაგრძელებ სამწვრთნელო კარიერას . მორატი ? მასთან შეხვედრა არ გამიმართია და ის რაც პრესაში იწერება მტკნარი სიცრუეა . შესაძლოა ჟურნალისტებმა ეს ყველაფერი იმიტომ დაწერეს , რომ ლონდონში სახლი  , მორატის რესტორანთან ახლოს მაქვს .  ინტერში ? 100 % -ით გამორიცხულია ! ” .

წყარო : Tuttosport

7 thoughts on “კაპელო : ” ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა ”

  1. ძალიან მიყვარს ეს პიროვნება ! :love: :love: :love:

    კონტე ხო დიდი პიროვნებაა, მაგრამ კაპელოს უფრო დიდ პატივს ვცემ. გამიხარდებოდა ტურინში შენი ნახვა :forza:

  2. ინტერთან როგორც კი აკავშირებენ ეგრევე არწყევს ეს მორატის და ინტერს ორივეს ერთად….მაგარი კაცია, მევასება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.