ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი მოედანს უბრუნდება

იტალიური პრესის ინფორმაციით , მოახლოებულ შეხვედრაში ბიანკონერის ჯორჯო კიელინის და მარტინ კასერესის იმედი უნდა ჰქონდეს . ჯორჯომ ტრავმა ჯერ კიდევ 3 მარტს მიიღო კიევოს წინააღმდეგ , ხოლო ურუგვაელმა უკანასკნელ შეხვედრაში ” ჯენოასთან ” მუხლის არეში მცირე ტკივილები იგრძნო . მიუხედავად ამისა , ექიმების მტკიცებით მარტინი სრულად შესძლებს მომჯობინებას ” ფიორენტინასთან ” გასამართ მატჩისთვის . გუნდს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი , ლეონარდო ბონუჩი უბრუნდება , რომელმაც უკვე მოიხადა ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია . რაც შეეხება ანდრეა ბარძალის , მისი სარეაბილიტაციო კურსი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ცენტრალური მცველი მოედანს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება .

წყარო : Football Italia

8 thoughts on “კიელინი მოედანს უბრუნდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.