ალტაფინი : ” კონტემ არჩევანი უნდა გააკეთოს ”
ბიანკონერის ექს ფორვარდი ჟოზე ალტაფინი , Gazzetta dello Sport – თან ინტერვიუში , იუვეს შემტევ ხაზზე და ზოგადად , კონტეს გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა …
” რატომ აქვს გატანილი ბურთების ასეთი ცუდი სტატისტიკა იუვეს ? იმიტომ რომ მათ რიგებში არ ირიცხება ფეხბურთელი , რომელიც დამაგვირგვინებელ ფაზაში არ დააღალატებს თანაგუნდელებს . მილანს იბრაჰიმოვიჩი ჰყავს , რეალს რონალდო , ინტერს მილიტო , ხოლო ბარსელონას მესი ” .
” არის თუ არა ამაში დამანაშავე ფეხბურთელების ცუდი ფიზიკური კონდიციები ? ვფიქრობ , საქმე საშემსრულებლო კლასთან გვაქვს . მიუხედავად იმისა , რომ გუნდი არა ერთ შთამბეჭდავ მომენტს ქმნის , ვერაფრის დიდებით ვერ ახერხებს ზუსტი დარტყმის შესრულებას . რჩება ისეთი შთაბეჭდილება , რომ ფორვარდები ვერ ასრულებენ საკუთარ საქმეს , განსაკუთრებით მაშინ , როდესაც მომენტი ფაქტიურად 100 % -იანია და ისინი უბრალოდ ვალდებულნი არიან გაიტანონ . იუვე თამაშობს პრინციპით ყველანი დავრბივართ და ყველას გაგვაქვს . მაგრამ თავდამსხმელებმა ცოტა უნდა ირბინონ და ნაკლებად იმუშაონ უკან . ბუნებრივია ეხლა გარკვეული ნერვიული დაძაბულობაც შეიმჩნევა მათ ქმედებებში ” .
” პრობლემის გადაჭრა ? მწვრთნელი რომ ვიყო , იმას გამოვუშვებდი მოედანზე რომელიც უკეთეს ფორმაში იქნებოდა და ვეტყოდი , რომ ოთხ უახლოეს მატჩში ის ითამაშებდა სასტარტო შემადგენლობაში , რის შემდეგაც შევხედავდით რამდენი ბურთის გატანას მოახერხებდა . პირადად მე ნაკლებად მომწონს ასეთი როტაცია თავდასხმის ხაზში ყოველ მატჩში . კონტე ყველას აძლევს შანს ? ძნელად თუ დავარქმევთ იმას შანს , რომ როდესაც ერთი ფეხბურთელია მოედანზე და თუ მან ვერ მოახერხა გოლის გატანა , მომენტალურად სკამზე ჯდება . მოგწონს თუ არა უბრალოდ იძულებული ხარ ენდო იმას ვინც უკეთეს ფორმაშია ” .
წყარო : TuttoJuve
1juve
დიმატეო იტალიელი რომაა ამიტო უნდა დატოვონ ხო? მაგარი ხარ!

თუ ვინმე იტალიელია სადმე ყველა გენიოსია ხო?
1juve
ალტაფინი ჯერ მილანელი იყო, მერე იუვეტუსელი…
კონტეს მლანძღველი არაა, მართალს ამბობს იმ კუთხით, რომ 10 წუთი მოედანზე გამოყვანა შანსის მიცემა არაა და 10 წუთი რომ ვერ ითამაშებს ფეხბურთელი არ უნდა ჩამოწერო…
გარდა ამისა, ყველა ნათლად ხედავს, რომ ამ იუვეს მინიმუმ შეუძლია სახლში ქულები არ დაკარგოს კიევოებთან, სიენებთან, ჯენოებთან და ა.შ. დღეს რომ მილანი +4 ქულაში მილანის ზესიძლიერის გამო კიარაა, იუვეს მიერ უაზროდ გაფლანგული ქულების გამოა…
გთხოვთ ყველას თუ შეძლებთ შეხვიდეთ ამ ლინკზე და მომცეთ ხმა
თხოვნა იქნება რო გააზიაროთ
ყველას დიდი მადლობა
http://www.facebook.com/questions/307026076028958/
ეს კაცი კიდე ვინაა?
ხოდა თვითონ რო მიაღწევს იუვეს ტრეინერობამდე მისი აზრები მერე გამოთქვას და განახორციელოს 


რაღაცა ძან მომრავლდა დაუნახავი ხალხი, და კონტეს მლანძღავები
d a v i d
რავიცი მე წელსაც უფრო მეტს ველოდი
მეც ველოდი მარა გამოჩნდა რო კლასი და გამოცდილება მისას შვება
მომოვალი წლიდან უფრო დაღვინებულები გამოვლიან იმედია და ესეთ შეცდომას აღარ დაუშვებ… 
d a v i d
ხო რა ზედმეტათ იპროფესორა, ჩადი და ჩადექი 11 კაცი დაცავში, ინტერისთვის უნდა მიებაძა
ზუსტად ისეთი თამაში ითამაშა როგორზეც ოცნებობდა ალბათ დიმატეო
გამოუცდელობის ბრალია მომოვალი წლიდან თუ ლიგაზე გავიდნენ და ეს სასტავი შეინარცუნა უფრო ბევრს მიაღწევენ მე ასე მგონია, ლაციოს და უდინეზეს მაინც აჯობებს
d a v i d
1 იტალიელმა მაინც მოიგო დღეს

ხო მარა ძან რო ბლატაობდა კონტე ჩემგან იღებსო, ახლა ხო მიასვა დიმატეომ
გამოცდილება კიარა კლასი არ ეყოთ, ესაა კლასის არ ყოფნა და არა ის რასაც პეპეს უწუნებთ

ტრეინერმაც წააგო და გუნდმაც
3-1 _ზე, იგივე სასტავი არუნდა დააყენო ჩელსიში რომელმაც ის 3-1 მოიგო
მაგი კიარა ბარსა ჩავიდოდა დაცვითი ტაქტიკით ლონდონში ამ ანგარიშზე და შენ შემტევი გუნდი რო გამოგყავს და თან დაცავს თამაშობ, ცოტა გაუგებარია
მაცარიმ ყლაპა ტაქტიკაში ჩემი აზრით და მაჯოს ტრამვამაც დაღი დაასვა ნაპოლს ძაან დიდი ძალაა მაჯო ნაპოლისთვის
ვარკსვლავები ყავს, მარა ფულით აშენებულ გუნდებს არ ვცემ პატივს