ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია
ანტონიო კონტე შეეცადა გულშემატკივართათვის მაქსიმალურად წარმოეჩინა ხვალინდელი შეხვედრის მნიშვნელობა. მთავრმა მწვრთნელმა მსაჯთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც “ფიორენტინასთან” მატჩს მაურო ბერგონცი განსჯის. შეგახსენებთ, ეს სწორედ ის არბიტრია, რომელთან კამათის გამოც კონტეს დისკვალიფიკაცია მისცეს…
” ბერგონცი კარგი მსაჯია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მომხდარისა და ამ შეხვედრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეს ნამდვილად უცნაური გადაწყვეტილებაა. “იუვენტუსი” ოცნების ახდენისთვის იბრძვის, “ფიორენტინა” კი სატურნირო ცხრილში ქვედა პოზიციებს იკავებს. მათთვის ეს წლის მატჩია. იყო თუ არა, ბერგონცის დანიშვნა კარგი გადაწყვეტილება? ამას შეხვედრის დასრულების შემდეგ გავიგებთ. ”
” საწყენია, რომ გენუაში გამარჯვება ვერ შევძელით. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ბურთის ბადეში გადაგზავნა არაფრით გამოგვდიოდა. როგორც აქამდეც მითქვამს, ეს განვითარების თანხმლები პროცესია, ეს კი სულ რაღაც ექვსთვე-ნახევრის წინ დაიწყო. ზოგჯერ ეს ავიწყდებათ, შესანიშნავ სეზონს ვატარებთ და მედია “მილანის” კონკურენტის სტატუსით განგვიხილავს. ”
” ჩვენი ფრეები ეს ხელიდან გაშვებული გამარჯვებებია და არა იმ მატჩის შედეგები, სადაც მოედანზე მხოლოდ ქულის ასაღებად გავედით. ეს ის ფრეებია, როცა თამაშს შენ კარნახობ და მეტოქე მხოლოდ თავს იცავს, როცა 70% -იანი ბურთის ფლობა და 7-8 საგოლე მომენტი გაქვს. ისეც ხდება, რომ ერთი მეტრიდან ძელს ვარტყამთ, მაგრამ საგონებელში მაშინ ვიქნებოდი, საგოლე მომენტებს რომ ვერ ვქმნიდეთ, ჩვენს თამაშს რომ ვერ ვახვევდეთ მეტოქეებს თავს. ”
” დაცვი ხაზი? გადაწყვეტილების მისაღებად დღევანდელი და ხვალინდელი დღე მაქვს. კიელინის გავესაუბრები, გარანტიები მჭირდება, ჩემპიონატი ხვალ არ მთავრდება და მის ჯანმრთელობაში დარწმუნებული უნდა ვიყო. ”
” რაც შეეხება შეტევას, კონკრეტული, უცვლელი ფორვარდი არ გვყავს. ჩვენი თავდამსხმელები ყოველი მატჩის წინ მაიძულებენ დიდხანს ვიფიქრო, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდე. თუ კონკრეტულ სახელებს მთხოვთ, გეტყვით, რომ ეს რომელიმე პროვინციული გუნდი არაა, ეს გრანდია და კონკრეტულ ფიგურებზე დამოკიდებული არ ვართ. ფეხბურთელი შესაძლებლობებს ფურცელზე კი არა, კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე აჩვენებს.”
” ელია? ის აბსოლუტურად განსხვავებული საფეხბურთო რეალობიდან მოვიდა. იქ, სადაც აქამდე თამაშობდა დიდი სივრცეები ჰქონდა, აქ კი ასე არაა, ძირითადად მეტოქის ნახევარზე სიმჭიდროვეში გვიწევს გამოსავლის ძიება და ტაქტიკური განსწავლულობა სჭირდება. ჰოლანდიელი დანებებას არ აპირებს და ყოველდღიურად მუშაობს. ესაა და ეს. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი tuttojuve
კაპოლოს დააბრუნებდნენ ნეტა
ელია უნდა ათამაშოს ამ პეპეს ნაცვლად მაგ კაცის 10 ჩაწოდებულიდან 1 ის გავარდნამ დამღალა უკვე
კონტე ხვალე 3 ქულა დაადებიე ძმურად შენ ფეხბურთელებს
nika-juve -გეთანხმები.. ერთადერთი მინუსი დელ პიეროს არ დაყენებაა.. ხოლო ის რო ფანები კატეგორიულად კრასიჩებს და ელიებს ითხოვენ ძირითადში ცოტა სახალისოა ეგ ამბავი..
თუ უნდა სულ არ უთამაშია კრასიჩ-ელია მთავარია კაპიტანს მისცეს ხოლმე შანსები, ბოლო წელია ალესი ჩვენთან ერთად და რაც მეტს ათამაშებს მით უკეთესი
———-ბუფონი———
—ლიხტო—კასერესი–კიელო—ჩელიე—
——–ვიდალი–პირლო–ელპრინჩიპინო—
——-პეპეე—-კუალიარელა–მირკო—–
ასე დააყენოს
ელ პრინჩიპეს მილიტოს ეძახიან :D
მილიტო მკიდია )
Il Principino მარკიზიოს ‘კლიჩკაა’

არ მგონია ბორიელოს დაწყებინოს ჯობია მატრი..ვუჩი.. დაწყოს… მოდი ბიჟებო შევესვათ ამ ბორელოს ტყუილად იშ ლით ნერვებს…
mixmixo
რა ბორიელო?
შენი აზრია თუ საიტზეა სავარაუდო შემადგენლობა???
იმდენი შენ რა გითხარი რაც ქულის გამო არ გადიხარ სათამაშოდ ოღონდაც არ წააგო და დანარჩენი მაგარი გკიდია რეკრდების მოხნსის მაგივრად მოგებაზე რო თამაშობდე ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა

ბორიელო იქნება ისევ ისევ ფრე რო დამთავრდეს მამის სულს ვფიცავარ ცენზურა თუ არ დავიკიდო და ყველაფრის ყველაფერი არ ვაგინო ამას
კარგად ჩამოაყალიბა კონტემ იმდია ხვალე სასტავს კარგად შეარცევს მოვგებთ…

Konte tlikins moeshvi da shedegi dade bicho!!! Sheni bedi ro saitze cenzuraa!!!
კიდე ნიჩია და ცენზურა მერე ნახე
ძალიან მაგარი მწრთვნელი ხარ. ვიცი რომ ბოლო თამ,აშამდე არ დანებდები და ყოველთვის მაქსიმუმისთვიო ითამაშებ. იმედია შემდეგ წელს ამ გუნდში ვინმე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი მოვა, რომელიც თავისი ინდივიდუალური კლასით შეტევებს დააბოლოვებს(ძალიან მინდა ეს ვან პერსი იყოს). მაშინ კი ფრეების პრობლემაც მოიხსნება. კონტეს ნუ აბრალებთ იმას რომ გოლს ვერ ვიტანთ, მისი საქმე ის არის, რომ მის გუნდს ეჭიროს ბურთი და გააკეთოს შეტევები, დაბოლოება კი თავდამსხმელის საქმეა

იმ თავმდამსხმელს ვინ აყენებს მერე ? ბორიელოს რო მიყენებს ვერ იტანს და ეგ ვისი ბრალია ? დელპიეროს როგორ არ ათამაშებს !
ერთადერთს მაგას ვხედავ მასში მინუსად, როდესაც ვთქვათ მოედანზე ბორიელოს ვხედავ და არა დელ პიეროს, მაგრამ შეიძლება კონტეს სხვა გეგმები აქვს, ან დელ პიერო მაშინ გამოყავს მინდორზე, როდესაც ხვდება, რომ ის ამ დროის მონაკვეთში შეძლებს გაგვართოს მისი ტექნიკურობით და გოლიც გაიტანოს, ხოლო ბორიელო მაშინ, როდესაც ფიქრობს რომ მან შეიძლება თავი გამოიჩინოს. ამის გამო მას ვერ გავაკრიტიკებთ, აბა ერთი ასე წაუგებლად არ გვქონდეს სერია და ლიგაზე გამსვლელი ადგილების საზღვრის გარეთ ვიყოთ, მაშინ ძალიან გაგვიხარდებოდა, როდესაც მეორე ადგილით 4 ქულა გვექნებოდა ჩამორჩენა მილანთა. კონტეს პირველი მიზანი ლიგა იყო რასაც ასრულებს, სკუდეტო კი პატარა სენსაციაც კი იქნებოდა, რომელიც ამ ადამიანის უდიდესი შრომით იქნებოდა გამოწვეული. დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლომდე გავუწევთ მილან კონკურენციას

მიდი კონტინიო.. რაც არ უნდა მოხდეს დედასგეფიცები შენთან ერთად ვარ და ასე იქნება სეზონის ბოლომდე.. და ის რომ პეპე ერთი მეტრიდან შტანგას არტყავს ბურთს შენი ბრალი ნაკლებად არის
კუალიარელა დააყენოს რა…
მორიგი ფრე უკვე სასაცილო იქნება,
წაგებაზე არ ვფიქრობ… ანუ ვიგებთ ხვალ.
ფორცა იუვეეეეეეეეეეე!!!
G. Buffon
S. Lichtsteiner
L. Bonucci
G. Chiellini
P. De Ceglie
A. Pirlo
A. Vidal
C. Marchisio
S. Pepe
M. Vucinic
M. Borriello
ისევ ბორიელო !!!!!!!!!!!!
ეს ოფიციალურია? მგონი ჯერ ადრეა ხო?