ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ეს სიმწიფის ნიშანია “

ანტონიო კონტე გუშინ მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ თამაშით კმაყოფილი ჩანდა. 42 წლის სპეციალისტმა ბიჭებს გაწეული შრომის გამო შეაქო…

როცა დასაწყისში ვუჩინიჩმა ძელს გაარტყა, ყველას მოგვეჩვენა, რომ ეს ისევ არ იყო ჩვენი დღე. ჩვენს მეტოქეებსა და მათ ფანებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ეს მართლაც ასე ყოფილიყო, თუმცა ბიჭებმა თავისი სამუშაო შეასრულეს. ადვილი არ ყოფილა, რადგან დიდი ხანი არ მოგვეგო, როცა “მილანი” მატარებელივით მიიწევს წინ. ვაჩვენეთ ხასიათი და გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი. ეს მომწიფებულობის ნიშანია. “

” მთელი წელია განსხვავებული ბრენდის ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ მისი შედეგის გათვალისწინებით, კრიტიკას ვერ გაექცევი. დიახ, დიდი ხანი არ მოგვეგო, მაგრამ ეს ცუდი ფეხბურთის ბრალი არ ყოფილა. ასხლეტილი ბურთი ხან ბადეში ეხვევა, ხანაც საერთოდ სცდება ხოლმე კარის ჩარჩოს, ასეთი რამ წელს ბევრჯერ მოგვსვლია. მიხარია, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი და ინტრიგას ვუნარჩუნებთ მას, ბოლომდე ვიბრძვით და შანსებს არ ვკარგავთ. მაქსიმუმის გაღებას გავაგრძელებთ, რათა დასასრულს არაფერი გვქონდეს სანანებელი. ვიცით, ძლიერი და ორგანიზებული მეტოქეები გველოდებიან, თუმცა ოცნებას ვაგრძელებთ. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

21 thoughts on “კონტე: ” ეს სიმწიფის ნიშანია “

  1. მიდი კონტე მიაწექიიი!!! ყველაზე საპასუხისმგებლო კვირა დაიწყო და აბა შენ იციიიი!!! დარაზმე ხალხი როგორც საჭიროა :forza:

    1. აბაა…
      რიგრიგობით უნდა მივაწყოთ ჯერ მილანელები და მერე ნაპოლი დავადოთ ზედ…
      სხვა გზა არაა უბრალოდ :juvee:

  2. ყველაზე მეტად რაც არ მსიამოვნებს ეს არის როცა იუვეტუსის მწვრთნელი ოცნებს ახსენებს იუვეს საოცნებო არაფერი ჭირდა ცოტა ამაყად ჯუვენტინოებო! :juvee:

  3. ფიორენტინას გულშემატკვირება, კონტეს გასაჯავრებად რაღაც პარიკები გაჩითეს და კონტემ ერთი პარიკე სახლში წავიღე, თმები რომ აღარ მექნება მერე უნდა დავიფარო ეგ პარიკიო :mrgreen:

    1. მართლა კაი ადმინები გვყავს აბა მილანის ადმინებზე რამდენს ვკაიფობ ისეთ რაღაცეეებს დებენ ხომე ბოატენგი რამდნეჯერ იწვა თავის ცოლთან გუშინ ბალოტელიმ კვერცხი შეიწვა იბრაჰიმოვიჩს ძაღლმა ჩუსტი მიუტანა :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.