ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ფიორენტინა” 0-5 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6.5 – რომ სცოდნოდა, “ფიორენტინა” მის კართან ვერაფრის შექმნას მოახერხებდა, ალბათ ფლორენციის ქუჩებში გაისეირნებდა.შესანიშნავი რეაგირება მოახდინა ლაცარის დარტყმულზე.

ლიხტშტაინერი 6.5 – თავს მშვიდად გრძნობს, რადგან ვარგასს მის ფლანგზე პრობლემები არ შეუქმნია.

კასერესი 6.5 – მაშინ, როცა “ფიორენტინა” 0-2 მარცხდებოდა, მოედნის ცენტრში შეცდომა დაუშვა და იებს კონტრშეტევის შანსი მისცა, სხვა შემთხვევებში კი დამაჯერებელია, იგებს ყველა საჰაერო ბრძოლას.

ბონუჩი 7 – შესანიშნავად ლიდერობს დაცვას, არცერთი შეცდომა არ დაუშვია.

დე ჩელიე 7 – თამაშობს ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად.უსაქმოდ ტოვებს ჩერჩის, ამ უკანასკნელს კი ნერვები ღალატობს და წითელ ბარათს იღებს.

ვიდალი 7.5 – შესანიშნავად იწყებს გუნდის შეტევებს, შემდეგ კი თავად გააქვს გოლი.დაახლოებით სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე ბრუნდება როგორც ცენტრალური ნახევარმცველი.

პადოინი ( 69 – ე წუთიდან ) 6.5 – შესანიშნავად ერთვება თამაშში და გააქვს ბიანკონერების მაისურით სადებიუტო გოლი.

პირლო 7 – იდეალურად თამაშობს როგორც არამხოლოდ პლეიმეიკერი, არამედ როგორც ბომბარდირი.

მარკიზიო 7 – 8 დეკემბრის შემდეგ პირველად გააქვს გოლი.გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა.

პეპე 6.5 – გოლი არ გაუტანია, თუმცა დაკისრებული სამუშაო პირნათლად შეასრულა.

მატრი 6.5 – შესანიშნავი იანვრის თვის შემდეგ ატარებს მესამე მატჩს გატანილი გოლის გარეშე.

კვალიარელა ( 59 – ე წუთიდან ) – 6.

ვუჩინიჩი 8 – მას 15 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ გაერტყა ძელს და გაეტანა გოლი.ამის შემდეგ მირკო ასისტენტის მოვალეობებით დაკავდა, გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

ბორიელო ( 69 – ე წუთიდან ) – 6.

კონტე – 8.

22 thoughts on ““ფიორენტინა” 0-5 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. წინაზე მირკოს აგენტის ინტერვიუ რო დაიდო საიტზე კი შეამკეთ ლამაზათ და ეხლა გახდა მაგარი იგროკი ??? :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: ეს რო გამოკვეთილ ფოვარდათ თამაშობდეს და ძალიან ბევრ შავ სამუშაოს არ ასრულებდეს გომესზე მეტს გაიტანდა, მაგრამ ჩემთვის ისევე როგორც მგონი ყველა ნორმალურად მოაზროვნე იუვეს ბალეშიკისათვის მთავარი გუნდის შედეგია და მირკო 200 % ით ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს !!! :c: :c: :c:

  2. ბონუჩის რატო არ აკრიტიკებთ? :love: ერთ შეცდომას რო დაინახავენ და არიქა გაასწორებენ ეგრევე მიწასთან :lool: :love: :forza:

  3. კი მარკიზიოს რაღაც სჭირს თვალზე, გუშინ რომ ვნახე დელ პიერომ მიიღო 2003 წელს მილანთან ფინალში ეგ გამახსენდა :)) თითქმის ეგრე აქვს, ეტყობა ვარჯიშზე დაიზიანა..

  4. ბუფონზე რომ წერია….მთლად მასეც არ იყო…ერთხელ მაგარი ბურთი აუღო ჯიჯიმ არ გახსოვთ? ძელს რომ მოხვდა შემდეგ…

    ყოჩაღ ბიჭებს სულ ასეთი შეფასებები ქონოდეთ :love:

    1. გეთანხმები ეხლა მაგის დაწერას ვაპირებდი მეც, რა ბურთი აიღო :X
      არაა ნათლად მახსოვს ეგ მომენტი და ძაან გამიხარდა ბუფონმა მაგ მომენტში რო გამოიჩინათავი, არა და ძალიან რთული იყო მოსაგერიებლად და ეგრეც იყო რო ძელს მოხვდა.

  5. – SabeX –

    Через три с половиной месяца возвращается на роль центрального полузащитника.

    სავარაუდოდ კონტეს სქემა იგულისხმება, ჯენოასთან ცენტრალურ მცველად იყო, იქამდე 3-5-2 წყობაში უფრო ფლანგზე უწევდა თამაში და..

  6. დაახლოებით სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე ბრუნდება როგორც ცენტრალური ნახევარმცველი.

    ვიდალის დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს :buhee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.