ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანტონიო კონტე მომავალი მატჩის მნიშვნელობას სრულად აცნობიერებს. ხვალ “ბიანკონერები” იტალიის თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში “მილანს” დაუპირისპირდებიან. 42 წლის სპეციალისტი ოპტიმისტურადაა განწყობილი…

” ამ ტურნირს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ქვეყნის შიგნით ხომ მხოლოდ ამ ორი ტიტულის მოგება შეიძლება, “სერია ა” და იტალიის თასი. საოცარი მატჩისწინა განწყობაა, ახალგაზრდებიც მთლიანად არიან ჩართული მზადებაში და ეს ძალიან მახარებს. ამას უნდა შეეჩვიონ, მომავალში ხშირად აღმოჩნდებიან ანალოგიურ მდგომარეობაში. ახლა ხვალინდელ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, ის ჩვენი შანსია, მოვიპოვოთ თასი, და, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაც. იმედია, მომავალში ასეთები ბევრი გვექნება. ”

” დელ პიერო? ჩემს პირველივე პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ ის და ბუფონი გადამწყვეტი ფიგურები არიან გუნდში. ამას მთელი სეზონის განმავლობაში ამტკიცებენ და მომავალშიც ასე იქნება. ხვალ მისი ძლიერი ხასიათი, გამარჯვების სურვილი და უდიდესი გამოცდილება გაგვაძლიერებს. დარწმუნებული ვარ, ეს დელ პიეროს დღე იქნება. ”

” კარში სტორარი იდგება, იტალიელის ნდობა ნამდვილად შეიძლება, სკამზე ადგილს მანინგერი დაიკავებს. ავსტრიელს ვერასდროს გადავუხდი მადლობას იმისათვის, რასაც აკეთებს. თამაშის შანსი არ მისცემია, ამის სიამოვნებას მოკლებულია, თუმცა ისიც და მარკოც გასახდელში თავის განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. ”

” სათამაშო ფორმაციის ორი შესაძლო ვარიანტი გვაქვს, ფეხბურთელები საშუალებას მაძლევენ, ის თამაშის მიმდინარეობის დროსაც შევცვალო. მთავარი – ეს აქამდეც მითქვამს – განწყობა და მენტალიტეტია, ფორმაცია მეორე ადგილზეა. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ამისკენ მოვუწოდებ, სეზონის დასასრულს სანანებელი არაფერი არ უნდა გვქონდეს. თუ არაფერს ვინანებთ, ესე იგი მიზნის მისაღწევად გაწეული შრომისთვის არაფერი დაგვიკლია. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

28 thoughts on “ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

  1. აბა თქვენ იცით წაგების მენტალიტზე მიჩვეული მილანის ხსოვნა იყოს დღევანდელი თამაშით
    ისე კონტე 25 კაცი ყავთ და 10 10 ევრო გაიმეტე და ამ მილანს პიცა აჭამე თორე ყელში აქვთ ბრინჯი, სოუსი და შავი პური კათარზისი არ გამაზეს ყველგან არიან გაიმეტე რა იყო 2500 ევრო და დააპურე ბიჭები

  2. დელ პიეროს ხელში ულამაზეს თამაშს ვიხილავთ, მსი ლამაზი ტექნიკით და ნიჭით. იმედია დღეს მართლა მისი დღე იქნება :forza: :forza: :forza: :love: :love: :love: :love: :love: :love:

  3. თასიც და სკუდეტოც უნდა ავიღოთ და დიდ ალექს ღირსეული წასვლა მოვუწყოთ!!
    მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

  4. დელპიერო ცოცხალი,მოქმედი ლეგენდაა და მისი მოედანზე ყოფნა იუვენტინოებისთვის დამატებითი სტიმულია,ხოლო მოწინააღმდეგისთვის კი – დამატებითი თავსატეხი.
    მინდორზე, პინტურიჩიოს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს თავისდაუნებურად შიში იპყრობს.

  5. რა დელ პიერო ამტკიცებდა მთელი სეზონი ტო! ტიპმა ზამთარში მოთრეულ ჯართ ბორიელოს უფრო მეტი შანსი მისცა! ამ კონტეს არ შერცხვა ეგ რო თქვა! ბორიელოს ათამაშებს უფრო ხშირად იმიტო რო როგორმე ათამაშდეს და გოლები გაიტანოს მარა უნიჭო უნიჭოოოო! კონტეზე უტვინოს ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაცეებს ნამდვილად აჩმახებს.

  6. “დელ პიერო ამტკიცებდა მთელი სეზონის განმავლობაში?!” და როდის მიეცი შანსი!?(ბოლო 10 წუთი არ ითვლება)

    ამ თამაშში უეჭველად დელ პიერო მინდაა! დამანახეთ იუვეს მაისურით, სანამ წავიდა გუნდიდან! და სანამ 10ნომერს ბორიალასავით ვინმე მოირგებდეს! :blin:

  7. ავსტრიელს ვერასდროს გადავუხდი მადლობას იმისათვის, რასაც აკეთებს. თამაშის შანსი არ მისცემია, ამის სიამოვნებას მოკლებულია, თუმცა ისიც და მარკოც გასახდელში თავის განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. :love: :love: :love:
    ლიგაზე სერიოზულად ითამაშა მანინგერმა, მემგონი ჯიჯიზე უკეთესადაც :chuvak:
    :italy: :achuu: :italy:

    1. ძმა მაგან ყური მოკრა რო ბარძალი არ იქნებაო და გახარებულია :lool: :lool: :lool: ჭკუაზე არ არის , გონზე არაა რას ამბობს ნუ მოვუსმენთ

  8. კონტე უნდა მოიგოთ რა , მუნტარი ბურთიანად უნდა გათხაროთ კარებში რო მილანის ფანები გაჩუმდნენ რა ! წელს სადაც დავიჩირეთ მოვჭიმეთ და იმედია არ გაგვიცრუებთ იმედებს :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.