ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო: ” პირველი მიზანი მიღწეულია “

გუშინდელი შეხვედრა “იუვენტუსის” გულშემატკივართათვის დაუვიწყარი იყო, “ბიანკონერებმა” იტალიის თასის გათამაშებას ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები გამოთიშეს. მიღწეულ წარმატებაზე “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად კი ტურინული გიგანტის ფეხბურთელი ანდრეა პირლო საუბრობს: “ დიდი მატჩი იყო, მიღწეული შედეგით კმაყოფილები ვართ. ასპარეზობას დიდი გუნდი გამოვთიშეთ და იტალიის თასის ფინალში გავედით, ეს სეზონის ჩვენი პირველი მიზანი იყო. ძალიან გვინდოდა გამარჯვება, ასევე, ვაფასებთ, რომ პუბლიკა მთელი არსებით იყო მატჩში ჩართული. ახლა არც დაღლილობაზე და არც “ინტერზე” არ ვფიქრობთ, უბრალოდ აღვნიშნავთდ და ვზეიმობთ წარმატებას. ვრჩებით თუ არა “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში? ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა, ეს ჩემპიონატის ლიდერთან ისევ ახლოს ყოფნაში დაგვეხმარება. “ -აცხადებს პირლო.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

10 thoughts on “პირლო: ” პირველი მიზანი მიღწეულია “

  1. დიდი მადლობა მაროტას რო ეს კაცი მოიყვანა იუვეში. თან უფასოდ უ ფ ა ს ო დ :forza: მილანის ფანები მისტირიან ქემაინც ფული გაგვეკეთებინაო :chuvak:

  2. უდიდესი ფეხბურთელი. ეპოქალური ნახევარმცველია ჩემი აზრით :)

    ბოლოს წლებს საუკეტესო ტრანსფერია პირლო ვიალთან ერთად :)

    მირკომ თუ ესე გააგრძელა ისიც შევა ამათ რიცხვში.

    ისე მირკოს კაი ცენტრ ფორვარდი უნდა გვერდით და ფანტასტიური თავდასხმის ხაზი გეყიოლებოდა :)

    1. ვუჩინიჩზე გეთანხმები შეუდარებელია უბრალოდ :forza: პირლოზე არაფერს ვამბობ მირკო ჯერ კიდევ რომაში მომწონდა რეალთან რო გაიტანა გოლი პეპე ბავშვივით რო მოატყუა ეგ გოლი არ დამავიწყდება რა :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.