ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დამიაოს “ნაპოლიში” ურჩევნია

ბრაზილიური “ინტერნასიონალის” თავდამსხმელმა, ლეანდრო დამიაომ, იტალიის სერია ა-ში ასპარეზობის სურვილი გამოთქვა, თუმცა იქვე დაამატა, რომ აპენინებზე მისი ფავორიტი გუნდი “ნაპოლია”. 22 წლის ტალანტმა ინტერვიუ Corriere dello Sport – ს მისცა: “სერია ა-ში ნამდვილად დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. იტალიაში ასპარეზობა განსაკუთრებით იმიტომ მსურს, რომ იქ ჩემი ორი ფავორიტი თავდამსხმელი ასპარეზობს: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ედინსონ კავანი. “ნაპოლი” ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ვალტერ მაცარის გუნდს ამის გამო ვაფასებ. შესანიშნავი იქნებოდა კავანის გვერდიგვერდ თამაში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სკუდეტოს “მილანი” დაეუფლება. “ინტერი”? მათ რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი მომავალ სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლას აუცილებლად დაუბრუნდებიან.” – განაცხადა დამიაომ.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

28 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi adeishvili
12 years ago

ძაან მინდოდა ეს ბიჭი ჩვენთან წამოსულიყო მაგრამ რას ვიზამთ… ძალიან მაგარი ბიჭია ამას ისიც ამტკიცებს რომ ბრაზილიის ნაკრებში დაიძახეს. მგონი დამემოწმებით არაა ადვილი საქმე ბრაზილიის ნაკრებში თანაც დავდასხმაში თამაში ადვილი…:))) სასწრაფოდ დავდამსხმელი გვჭირდებააააა…

| Newsphere by AF themes.
28
0
Would love your thoughts, please comment.x