ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამტაჩო პრესკონფრენცია

გთავაზობთ , ანტონიო კონტეს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფრენციას …

” ყურადღებით მოგვიწევს ყოფნა , რადგან ჩვენ დავუპირისპირდებით გუნდს , რომელიც ბოლომდე იბრძოლებს მოედანზე საკუთარი ღირსების დასაცავად . სულ ცოტახნის წინ , ისინი იტალიის თასის მოგებას ზეიმობდნენ , ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლებს . უფრო ადრე კი საერთოდ ყველაფრის მოგება მოახერხეს რაც კი შეიძლებოდა . სიმართლე გითხრათ , ვერაფრით ამიხსნია , ის თუ რა სჭირს ეხლა გუნდს ” .

პრესკონფერენციაზე კონტეს , ” მილანთან ” აწ უკვე გასრულებულ შეხვედრაზეც ჰკითხეს …

” დღეისათვის , მოვახერხეთ და ერთი დასახული მიზანი შევასრულეთ , ანუ გავედით იტალიის თასის ფინალში , რითაც ვფიქრობ უნდა ვამაყობდეთ . როსონერი ასევე სერიოზულად მიუდგა ამ დაპირისპირებას და სურდა კიდევაც ფინალში ასპარეზობა , მაგრამ საბედნიეროდ შემიძლია ეს წარმატება საკუთარ შეგირდებს მივულოცო . მოხარული ვარ , რომ ფინალში ნეაპოლიტანურ კლუბს დავუპირისპირდებით . მათ დაამტკიცეს , რომ მუხლჩაუხრელი შრომით ნებისმიერი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი ” .

ხვალინდელ მატჩში კონტეს მიეცემა საშუალება გარკვეული ვარიაციების მოსახდენად , რადგან შტეფან ლიხტშტაინერი დისკვალიფიცირებულია , ხოლო ანდრეა ბარძალის ჯერ არ აღუდგენია ბოლომდე სათამაშო კონდიციები …

” ბარძალი ნორმალურად არის . ვარჯიშზე კიდევ ერთხელ დავაკვირდები და უკვე ამის შემდეგ გადავწყვიტავ , ღირს თუ არა მისი პირველივე წუთებიდან მოედანზე გამოყვანა . ჩემი ჩანაფიქრები , ყოველთვის გამარჯვებასთან ასოცირდება , სწორედ ამიტომ მომიწევს ყველაფერზე კარგად დაფიქრება . გადაწყვეტილებას , გუნდის სასიკეთოდ ვიღებ ხოლმე ” .

ფლორენციაში მიღწეული ხუთ ბურთიანი წარმატება , მხოლოდ სამი ქულის მომტანი როდია …

” დაბადებულები ვართ , რომ შევუტიოთ ! ერთი სიამოვნებაა ისეთი იუვეს ხილვა , რომელიც საკუთარ თამაშს თამაშობს ! გავაგრძელებთ იმის ჩვენებას , თუ რაც შეგვიძლია და უკვე ამის შემდეგ შევხედავთ შედეგს . მშვენივრად გვესმის , რომ წინ რთული კალენდარი გველის , სადაც არა ერთ დიდ გუნდს დავუპირისპირდებით ” .

ბოლოს კონტე გულშემატკივრებსაც შეეხო …

” მბურძლავდა , როდესაც სამშაბათს ტრიბუნებს ვუყურებდი . უნდა ვამაყობდეთ , რომ დავუბრუნეთ გულშემატკივრებს ენთუზიაზმი . მინდა ანალოგიური მხარდაჭერა ვიხილო ” ინტერთან ” მატჩშიც ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

118 thoughts on “ანტონიო კონტეს წინასამტაჩო პრესკონფრენცია

  1. Арбитр как минимум странный. Против Хайнце фолит Ибра, атака миланцев продолжается – Амброзини попадает ударом в руку Де Росси – и пенальти. Маццолени – 2! ეს რუსული ლაივრესულტიდან აჩუქეს ანუ?

  2. nocerino ძმა იმას კი არ ვამბობ რო პენალი არ იყო, უბრალოდ იმას ვამბობ რო ყველა თამაშში თითქმის პენალი გარანტირებული აქ მგონი შენც დამეტანხმები, იყო არ იყო ეგ უკვე სხვა საკითხია :boli: :kiss:

    1. მივხვდი ძმა რასაც ამბობ, ეგრეა, ხშირად გვიდებენ, მაგრამ წელს ერთი დადო (კალიარისთან მგონი) მარტო ისეთი რომელშიც მსაჯი შეცდა, ისეთი კი ბევრი იყო რომელიც იყო პენალტი და არ დადეს, თუნდაც დღეს, წინა თამაშშიც იყო და არ დადეს

        1. ვიდალმა გაიტანა ბოლოს რო დავარტყით პენალტი და მერე მაგაზე გვედავებოდნენ, ჩაწყობილი იყოო თუ რაღაცა

      1. კაცურად მილანის გულშემატკივარს ნოჩერინოს სურათი რატო გიყენიაა/ ყველაზე მეტად გევასებაა? ცუდად არ გამიგო ბრატ. უბრალოდ მაინტერესებს…

        1. მილანიდან ყველაზე მეტად რომ ნოჩერინო მევასებოდეს იდიოტი უნდა ვიყო, პროსტა ყველას ისეთი ფეხბურთელები აქვთ სახელებად იბრა, პატო და ეგეთები რა, ნოჩერინო წელს გამოჩნდა და კარგად მოერგო მილანს და მაგ პონტში დავიყენე

          1. ბრათ შეგნებული კაცი ხარ გეტყობა, აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი რომ არ იყო პენალი, აქ ლაპარაკია იმაზე რო ბევრი კონდა იუვენტუს ასეთი მომენტი სადაც არ დაუდეს პენალტი , ამიტომ გვწყდება ყველას გული რომ როცა უნდა გვკონდეს 8 პენალი დარტყმული გვაქვს 1 !

  3. ბუფონი; კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ვიდალი, პირლო, მარკიზიო; პეპე, მატრი, ვუჩინიჩი – ეს შემადგენლობა იქნება ალბათ, მე პირადად ძალიან მომწონს.. :forza:

    1. ხოო არა მეც გაურკვევლობაში ვარ.. elli_ს რო პასუხობდი მეგონა ელიაზე წერდი და მაგიტო ვთქვიი.. და ბავარიასთანაც დავაკავშირე გერმანიაში ხო ყომარობდა :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D გაუგებრობასააქვს ადგილი… არაუშავს….

  4. მილანი აგებს , იმედია წააგებს, ინტერიც ჩვენი ბულკია , დგეს თუ მილანმა წააგო ხვალ ბიჭები 100 მაგი მოტივაციით ითამაშებენ , ნუ ჩემი ვიდალი სულ ეგრე თამაშობს მაგრამ ვუჩინიჩის ნაირი ზარმაცები, მაგრამ ნიჭიერები გაიგიჟებენ თავს :lool: :lool: :forza: :forza: :forza: :forza:

  5. მილანი იმედია წააგებს დღეს,მაგრამ ჩვენებმა აწი ყველა თამაში უნდა მოიგონ:(ინტერთანაც აუცილებლად დაკარგავს მინიმუმ 2 ქულას მილანი

  6. elli
    ბავარიასთან რაც “იკადრა: მის მერე დიდად არ მომწონს(არც მანამდე არ მომწონდა :chuvak: )
    ახლა დაცვაში რო დადგა ძალიან კარგად ითამაშა და მემგონი გამოგვადგება

  7. მილანი აგებს დიდი შანსია იუვენტუსიი 1ზე გადავიდეს ამაში იუვეს და კონტეს მონდომებაა მთავარიიი

  8. რომააააააა ფორცა რომაააა … რა მოხდება ეს ტიაგო სილვა 1-2 თვით რო დაიტრამვოოოს ? ? ? აუ რა გამისწორდა მაგის ტრავმაააა

    1. სილვა სასტავშია და თამაშობს.. ეგ ერთდღიანი ქონდა პატარაა, იბრასაც და მაგასც და ეხა ორივე თამაშობენ..

  9. კაია ლიხშტაინერი რო არ იქნება, კასერესიც მშვენიერ ფორმაშია და მისი გარღვევები ფლანგზე დაგვჭირდება
    :italy: :achuu: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.