ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიორჯიო კიელინის მატჩისშემდგომი კომენტარი

“იუვენტუსმა” გუშინ კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა “ინტერი” ანგარიშით 2-0 კასერესისა და დელ პიეროს გოლებით. მიღწეულ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ჯიორჯიო კიელინიმაც, იტალიელი მცველი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჯიორჯიო იმ ეპიზოდზე საუბრობს, რომლის დროსაც მეტოქეთა საჯარიმოში შეიჭრა და კუალიარელას გაუკეთა გადაცემა: ” მაიკონმა წარმოუდგენლად კარგად ითამაშა. სიამოვნებით დავარტყამდი, მაგრამ ფაბიო თავისუფალი ვნახე, ჩემზე უკეთეს პოზიციაში იყო. მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარია ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ცოტა გოლს ვუშვებთ და ეს მთელი გუნდის კარგი თამაშის დამსახურებაა. როცა ძლიერ პრესინგს ვთამაშობთ და ჩვენს საჯარიმოს მოშორებული ვართ, ყველაფერი უფრო ადვილად გამოდის. დელ პიერო? მან ეს სიხარული დაიმსახურა, ისევე როგორც სხვებმა, რომელთაც ნაკლებად ეძლევათ სათამაშო დრო. თუმცა მოედანზე გამოსვლის შემდეგ ისინიც ახერხებენ გარდატეხის შეტანას. ასეთი ფეხბურთელები ჩვენთვის დამატებითი ძალაა, ეს კი სეზონის წარმატებით დამთავრებაში დაგვეხმარება. ” -აცხადებს კიელინი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

10 thoughts on “ჯიორჯიო კიელინის მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. elli
    ბუფონი ეხლაც ფაქტიურად კაპიტანია მაგრამ მაგის შემდეგ იმენა მაგრად მინდა რომ ეს გახდეს კაპიტანი თან თუ დაკვირვებული ხარ ამას უტოვებენ კაპიტნის სამკლაურს თუ კაპიტანი გადის სტადიონიდან :forza: :forza: :forza: :forza:

  2. კიელინიმ ისეთი ფინტი გააკეთა ერთი მარადონას თუ შეეძლო ეგეთები და პლატინის : DDD

  3. დელპიერო ერტი წლიტ უნდა დატოვონ ახალ სტადიონზე ლიგის ჰიმნი ამის გარეშე ტეხავს. ერტი წელიც აცალეტ :juvee: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.