ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება …

მიუხედავად იმისა , რომ ანტონიო კონტე რეკორდს რეკორდზე ამყარებს და გუნდს წაუგებლად მიუძღვება სერია ა-ში , მას კარგად ესმის , რომ მომავალ სეზონში მაღალ კვალიფიციური ფორვარდის გარეშე , წარმოუდგენლად გაუჭირდება . იტალიური მასმედიის ინფორმაციით , ბიანკონერის თავკაცს ჯუზეპე მაროტასთვის სწორედ ასეთი ფეხბურთელის მოყვანა დაუვალებია . თუმცა , მანამდე ჯერ არსებული ფორვარდების საკითხია გადასაჭრელი . სავარაუდოდ გუნდში მატრი , ვუჩინიჩი და კუალიარელა დარჩებიან ( დელ პიეროს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა ) . ბორიელოს გამოსყიდვას მაროტა არ გეგმავს , რადგან პირველ რიგში მისი სატრანსფერო ფასი მინიმუმ 8 მილიონი ევრო იქნება და ყველაფერთან ერთად , მან ჯერ ჯერობით ვერაფრით ვერ მოახერხა თავის გამოჩენა . დაზოგილი თანხით კი შესაძლებელი იქნება , ერთი პრესპექტიული ფორვარდის დამატება , რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა ან დესტრო გახდეს ან სულაც ბერგამოს ” ატალანტას ” მოთამაშე გაბიდიანი . რაც შეეხება ” ტოპ ” – ს ასეთად ორი ფიგურაა გამორჩეული : ლუის სუარესი , რომლის წასვლაც პრემიერ ლიგიდან ფაქტიურად გადაწყვეტილია ევრასთან უთანხმოების გამო  და მადრიდის ” რეალის ” არგენტინელი ლეგიონერი გონსალო იგუაინი .

წყარო : tuttojuve

129 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება …

  1. სუარესი იმ საქციელის მერე აღარ მევასება. მასეთი ფეხბურთელის ადგილი იუვეში არ არის

  2. ხო მაგრამ იუვე გამოკვეთილი პლეიმეიკერიდ არ თამაშობს . ვთამაშობთ კომბინაციურ ფეხბურთს და არ ვსაჭიროებთ ” კაკას ” და ტრეკუარტისტებს . გვყავს ვუჩინიჩი რომელიც იწევს ცენტრში და გვჭირდება საპირისპირო ფლანგზე პადობნი ტიპის ფეხბურთელი . ცენტრიდან კიდე პირლო ისეთ პასებს აძრობს ერთი მოძრაობით , რომ ათ კაკას შეჭამს :vashaa:

  3. პირლოც, ვიდალიც და მარკიზიოც არიან ცენტრალური ნახევარმცველები, თქვენ კი შემტევი ნახევარმცველი გჭირდებათ და ცენტრფორვარდი რა, ანუ წინა ხაზი, ვინც შეუტევს და არა ცენტრს გააკონტროლებს, პირლოც, მარკიზიოც და ვიდალიც კარგ პასებს აკეთებენ, მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს რომ შემტევები არიან, მაგათი მოვალეობა ცენტრის გაკონტროლებაა, თქვენ(ჩვენც) გჭირდებათ ისეთი ვინმე როგორიც კაკა იყო თავის დროზე, მსგავსი ტიპის ფეხბურთელი, ვინც თავის თავზე აიღებს შეტევას და შეუტევს, ბოატენგგი კარგი შემსრულებელია, მაგრამ შემტევი ისეთი კარგი ვერაა ჯერ მაინც

  4. d a v i d
    კაი რა რა ვოკოტი ლენონი კობია ყვლაფრიტ სისწრაფიტაც და ტეხნიკითაც ხო არ დაგავიწყდა მილანის დაცვა როგრო ყარა ჰაერში :chuvak: :chuvak:

  5. სწრაფი ფეხბურთელი იმას არ ნიშანვს რომ აუცილებლად გამოგვადგება . კამორანეზი სულ არ იყო სწრაფი , მაგრამ ათრევდა ხოლმე მთელს ფლანგს .

    მე მაგალითად მარჯვენა შემტევად გასტონ რამირესი მინდა :forza:

    nocerino

    ბოატენგის ტრეკუარტისტობაზე ვერაფერს გეტყვი , მაგრამ ზოგადად რომ ჩუვაკია ბაზარი არაა . მაგრამ როგორც პასავშიკი იავიცი .

    კასანო ფორვარდია მერე შუა ხაზთან რა შუაშია . ანუ მეორე ფორვარდია რა ) მირკო გვყავს მაგ პოზიციაზე და საჭიროა ეგეთი მეორე კიდევ )

  6. მილანს ბოატენგი ყავს.. +მაგ პოზიციაზე რობინიო და თავის დროზე კასანო თამაშობ(დნ)ენ და მშვენივრად ართმევენ საქმეს თავს

    1. ძმა ეგენი თავდამსხმელებში არ გადიან მერე? და დათკაც მაგას გეუბნება რო თავდასხმაში მოვიკოჭლებთ თორე პასავშიკების მეტი რა გყვავს ბომელსაც აკვილანსაც და ნოჩერინოსაც ჯობია ისეთები არიან იუვეში:juvee:

  7. რა გინდათ რას უწუნებტ ლენონს ცოტა ტრანვიანია ორე მხეცია ისე იმენა დაგვხატავდა ეგ კაცი ეგ რომ აიწყვეტს რონალდო კი არა ბუგატი ვერ დაეწევა

    1. ლენონს უოლკოტი ჯობია მარა ორივე ფაქიზოები არიან, და იტალიაში არა მგონია მაგენმა აიწყვიტოს :chuvak:

  8. giogio8428

    ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა რაც ფეხბურთელის საშინელებაა . თავის დროზე დელ პიერომ ანალოგიური ტრავმის გამო ორი წელი დაკარგა ფაქტიურად და ბოლომდე მაინც ვერ აღიდგინა ის ფორმა . სისწრაფე დაკარგა სასწაულად ..

  9. d a v i d

    ზოგადად ჯიოვინკოზე დაინტერესება გვაქვს და მემგონი აპირებენ პარმასთან დალაპარაკებას . კონტეს უნდა , მაგრამ იმასაც ამბობენ პარმა გამოსასყიდად სასწაულ თანხას მოხევს და მაროტა არ დასთანხმდებაო ) ანუ მაროტა რა ბორდი რა )

    1. მართლა თუ მასე მიდგა საქმე და დიდი თამხა მოხიეს მაშინ დარჩება პარმაში და ეგ არი თუ ცოტა თვითონაც არ იაქტიურა

  10. დათკა
    მერე რა იგუაინმა ორი ოპერაცია გაიკეთა ერთერთი ხერხემალზე და მაინც ბომბარდირთა დაბვაშია ნახევარი სეზონი სკამზე გაატარა აი ნახე თუ არ აღიდგინოს ფორმა როსიმ

  11. nocerino

    კაცურად , ალალად მითხარი იუვეს თამაშებს პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე უყურებ ხოლმე ? ალბათ კი და ის დასკვნა გამოიტანე რომ გუნდს მომენტის შექმნა უჭირს ? მომენტის შექმნა და მისი გამოყენება სხვადასხვა რამეა . რაც ამ იუვეს არ უჭირს ეს მომენტების შექმნაა ) მთელი სეზონის მანძილზე რო იცოდე სტატისტიკურად იუვენტუსმა ყველაზე მეტჯერ აქვს მეტოქეთა კარში დარტმყმული , მაგრამ მიუხედავად ამისა სასტიკად ცუდი რეალიზაციის მაჩვენებელი გვაქვს , რაც ადასტურებს იმ ფაქტს , რომ ფორვარდი გვაკლია და არა ნახევარმცველი

  12. ისე არავინ არ ამბობს რომ ჯუზეპე როსი გადმოიყვანონ და მე მგონია დიდი შანსია ეგეც მოვიდეს იუვეში თან ვილიარეალი გაბანძდა

    1. როსიმ ზუსტად ისეთი ტრავმა მიიღო , როგორც კუალიარელამ . როსის ძველი კონდიციების აღდგენა გაუჭირდება მაგრად

  13. ბორიელო უეჭველი მიდი და თუ კვალიც წავიდა კონტე ერთ იტალიელ თავდამსხმელს აუცილებლად მოიყვანდს და სავარაუდოდ გაბიადინი ან დესტრო ანდა ჯიოვინკო იქნება! რაც შეეხება ტოპ კლასის ფეხბურთელს იგუანი სუარესი თუ მიდგა არჩევანი კონტემ გადაწყვიტოს მე ორივეს მივესალმები :chuvak:

  14. პასავშიკის პრობლემა იუვეში არ დგას . ბოლო ფაზაში გვიჭირს თორე პასავშიკების მეტი რა გვყავს . ჩვენ რეალურად გვჭირდება მკვლელი ფინიშერი და პეპეს შემცვლელი მაღალი კლასის

    აფსუს

    მირკო – იგუ – რობენი

    ეჰ (

    1. რობენი მართლაც მაგარი იქნება ვუჩა და მაგი ფლანგებს ააწიოკებენ… ისე მაგარი სანახაობა იქნება მესბას და რობენის დუელი :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

    2. მომენტის შემქმნელი არ არის იუვეში, კი პირლო და მარკიზიო კარგები არიან, მაგრამ ეგ საკმარისი არ არის

  15. სუარესი კაი იქნება, ნუ იგუაინზე რეალურია, იგუაინი არამგონია რეალმა გაუშვას, პერდოს ყიდვა იქნება კიდევ კარგი, ბარსაში სანჩესმა ჩაანაცვლა, ყველაზე მეტად კიდევ ნახევარმცველი გჭირდებათ, კარგი პასები რომ გააკეთოს

    1. ნახევარმცველზე მეტად თავდამსხმელია საჭირო ვიდალიც და პირლოც ძალიან კარგ პასებს ჩითავენ.. ვნახავთ თუ არ გაუშვებენ იგუაინს

  16. სხვადასხვა წყაროები ავრცელებენ ) ანუ ზოგადად ერთ საიტზე სხვადასხვა გამომცემლობის ინფორმაცია იდება

    კუალიარელას საკითხი მემგონი გადაწყვეტილია . წავა უეჭველი

  17. (სავარაუდოდ გუნდში მატრი , ვუჩინიჩი და კუალიარელა დარჩებიან ) ნუ წერთ ისეთ სტატიებს რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება :lool: :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.