ვერატი ” იუვენტუსის ” გულშემატკივარია …
მარკო ვერატი , შესაძლოა ტურინის ” იუვენტუსის ” პირველი შენაძენი გახდეს , მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . მიუხედავად იმისა , რომ ” პესკარამ ” ოფიციალურად უარყო რაიმე სახის მოლაპარაკებები ბებერ ქალბატონთან , თავად ახალგაზრდა მოთამაშე არ მალავს საკუთარ სიმპატიებს იტალიის 29 გზის ჩემპიონის მიმართ : ” ამ ეტაპზე ” პესკარაში ” მსურს კარიერის გაგრძელება და შესაძლოა უკვე მომავალ სეზონში ჩვენ სერია ა-ში მოვიპოვოთ თამაშის უფლება . ბუნებრივია მსიამოვნებს ის ინტერესი რაც გრანდების მიმართ არის ჩემს მიმართ . არ დავმალავ ასევე იმ ფაქტს , რომ ტურინის ” იუვენტუსის ” თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ . ადრეულ ასაკში ოთახი , დელ პიეროს სხვადასხვა სურათებით მქონდა აჭრელებული . პირლოსთან შედარება კი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს . მაგრამ აუცილებელია გარკვეულ ეტაპთან მიახლოება . უამრავი ადამიანი მეუბნება , რომ თამაშის მანერით ძალიან ვგავარ , თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო ნახევარმცველზე , რომლისგანაც უნდა ვისწავლო და ვისწავლო . კარიერა როგორც ნახევარმცველმა ისე დავიწყე , დღეისათვის კი ზუსტად პირლოს პოზიციაზე ვასპარეზობ . ანდრეა შუა ხაზის ნამდვილი მაესტროა , რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს ” .
ვერატით ამ ეტაპზე არა მარტო ” იუვენტუსია ” დაინტერესებული . დედაქალაქური ” რომაც ” ფრიად მოწადინებულია ახალგაზრდა ტალანტის გადმობირებით …
” დღეისათვის რაიმე კონკრეტულზე საუბარი შეუძლებელია ” – საუბრობს ვერატის წარმომადგენელი დონატო დი კამპლი . ” არ გამოვრიცხავ რა თქმა უნდა , რომაელთა დაინტერესებას , ისინი უკვე არა ერთი თვეა რაც მარკოს აკვირდებიან . საკუთარ სკაუტებს ასევე საკმაოდ ხშირად აგზავნიან ტურინელებიც , მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ის ფაქტი , რომ ჯერ ჯერობით არცერთი კლუბის წარმომადგენელი არ დამჯდარა მოლაპარაკების მაგიდასთან . ხაზი მინდა გავუსვა ასევე იმასაც , რომ მხოლოდ მარკო და მისი მშობლები გადაწყვიტავენ , მის მომავალს ” .
წყარო : Tuttojuve
მერე ბიჭო თუ იუვენტუსის ფანი ხარ წესით აქ უნდა გადმოხვდიე აუ ისე რა მაგარი მომავალი თაობა გვყვას სახის ამხევი იქნება მომავალში იუვენტუსი თაობააა იმის დედა რა. ბოუე რო აყომარონ ხომე ძირითადში უკვე კაი იქნებოდა , და პოგბა რით ვეღარ დაითრიეს ტო
ისე მაგრად მინდა პესკარა გადმოვიდეს სერია ა-ში,ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავს,იგივე ვერატი,ლორენცო ინსინე და ჩირო იმობილე,ეს ორიც ტალანტია…
ეს მიჭი მინდა და რაც შეეხება გაიტანი არ მინდა
კაი ბიჭი ჩანს და ტუ მოვა პირლოს გვერდიტ უფრო გაიზრდება თუ გინდა ზამენაზე მოუწიოს ჯდომა!!! მაგ ელ შარავიმ თქვა მე მირჩევნია მილანის სკამი ვხეხო და იბრაგიმოვიჩის გვერდიტ ვარჯიშობდე გამოცდილებას ვღებულობდე ვიდრე სხვა დაბალი დონის გუნდთან ძირითადში თამაშსო
